workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 1 ოქტომბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 1 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 1 ოქტომბერს მოხდა.

თამაშები

1 ოქტომბერს “ბარსელონამ” 19 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 11 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1940 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ურუგვაელი მცველი ხულიო სესარ ბენიტესი. ის “ბლაუგრანაში” 1961 წლიდან სიკვდილამდე, 1969 წლამდე თამაშობდა. ბენიტესმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის თასი და 1 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.

ბენიტესი 1960 წლის 6 აპრილს, “რეალ მადრიდთან” გასამართ ძალიან მნიშვნელოვან თამაშამდე 3 დღით ადრე გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ზღვის პროდუქტებით მოწამვლა იყო.

1958 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ჟოზეპ მორატალია. 1981-1988 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 170 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მორატალიამ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ლიგის თასი, 1 თასების მფლობელთა თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1959 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი მარკოს ალონსო პენია. 1982-1987 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 182 თამაში ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა. ალონსომ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ლიგის თასი, 1 ესპანეთის თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1972 წელი

საშინაო “ელ კლასიკოში” “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” ხოსე ანტონიო ბარიოსის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

2017 წელი

კატალონიაში არსებული არეულობის გამო “ბარსელონამ” “ლას პალმასს” ცარიელ “კამპ ნოუზე” უმასპინძლა და 3-0 დაამარცხა. ეს იყო კლუბის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც პირველი გუნდის მატჩი “კამპ ნოუზე” დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

ეს შეხვედრა ლა ლიგაში ხავიერ მასკერანოსთვის მე-200, ხოლო მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის 50-ე გამოდგა.

2022 წელი

“ბარსელონამ” “მალიორკა” სტუმრად 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. ამ მატჩში ჩავი გახდა ლა ლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონატში თავისი პირველი 18 გასვლითი მატჩიდან არცერთი წააგო – 13 მოგება და 5 ფრე.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა კი ლა ლიგაში პირადი რეკორდი დაამყარა და 500 წუთზე მეტი გაატარა გოლის გაუშვებლად.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 01 ოქტ 2021, 15:22
    #2

    ბენიტესი 1960 წლის 6 აპრილს, "რეალთან" გასამართ ძალიან მნიშვნელოვან თამაშამდე 3 დღით ადრე გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ზღვის პროდუქტებით მოწამვლა იყო.
    ამის სიკვდილის წინ ბოლო სიტყვები ყოფილა მოიკრიბეთ ძალა და რეალს 2-0 მოუგეთო.
    ის თამაში ფრედ დამთავრებულა, მაგრამ სეზონის ბოლოს თასის ფინალში მაინც გაუმარჯვიათ და ის თასი მის ტიტულებში ჩაუწერიათ. თუმცა კაი ხნის გარდაცვლილი იყო.

  • C.PC5
    schedule 01 ოქტ 2021, 10:55
    #1

    როგორ მახსოვს ცაეიელი ნოუკამპი ძაან მეუცნაურა და შემეცოდა მაშინ, ორ წელიწადში ყოველდღიურობას იქცა ეს ამბავი😞