ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 28 დეკემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 28 დეკემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 28 დეკემბერს მოხდა.

თამაშები

28 დეკემბერს “ბარსელონამ” 6 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 5 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.

1969 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” გალიეგოს გოლით დაამარცხა.

1971 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი სერჟი ბარჟუანი. 1991-2002 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 386 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. სერჟიმ კატალონიურ გუნდთან ერთად 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 2 ესპანეთის თასი, 1 თასების მფლობელთა თასი და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.

1975 წელი

ფაშისტი დიქტატორი ფრანსისკო ფრანკოს სიკვდილის შემდეგ გამართულ პირველ “ელ კლასიკოში” “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” ნეესკენსისა და რეშაკის გოლებით 2-1 დაამარცხა. შეხვედრის დროს “კამპ ნოუს” ტრიბუნებზე კატალონიის 700-მდე დროშა იყო გამოფენილი.

1990 წელი

დაიბადა მარკოს ალონსო.

2010 წელი

კატალონიის ნაკრებმა ჰონდურასის ნაკრები 4-0 გაანადგურა.

2014 წელი

კატალონიისა და ბასკეთის ნაკრებებმა 1-1 ითამაშეს.

2016 წელი

კატალონიისა და ტუნისის ნაკრებებმა 3-3 ითამაშეს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • El pistolero 9
    28 დეკ 2021, 12:10

    კატალონიის ნაკრები მარტო ამ დღეს თამაშობს ხოლმე?

  • nika 54
    28 დეკ 2021, 10:42

    28 დეკემბერს "ბარსელონამ" 6 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 5 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.
    მშვენიერი სტატისტიკაა, ასე უნდა გაგრძელდეს.