დღეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად გაიხსნა. “ბარსელონას” რამდენიმე ფეხბურთელის კონტრაქტის ვადა ამოიწურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ისინი “ბარსას” მოთამაშები აღარ არიან.
გუშინ “ბლაუგრანამ” დაადასტურა, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მარკოს ალონსო გუნდს ტოვებს. ასევე ვადა გაუვიდა ჟოაუ ფელიშის, ჟოაუ კანსელუსა და სერჟი რობერტოს კონტრაქტებს, მაგრამ მათ მომავალთან დაკავშირებით ჯერჯერობით გარკვეული არაფერია.
“ბარსას” პირველი გუნდის ახლანდელი შემადგენლობა ასეთია:
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ალეხანდრო ბალდე, რონალდ არაუხო, ინიგო მარტინესი, გავი, ფერან ტორესი, პედრი, რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია, ინიაკი პენია, ანდრეას კრისტენსენი, ფერმინ ლოპესი, ორიოლ რომეუ, ვიტორ როკე, ფრენკი დე იონგი, ილქაი გიუნდოგანი, ჟიულ კუნდე.
თითქმის გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონისთვის კატალონიელთა პირველი გუნდის წევრები გახდებიან ლამინ იამალი, პაუ კუბარსი, ექტორ ფორტი და მარკ კასადო.
განათხოვრებული მოთამაშეები პაბლო ტორე, ხულიან არაუხო, კლემან ლანგლე, ანსუ ფატი და ერიკ გარსია, რომლების იჯარის ვადაც ამოიწურა, სავარაუდოდ, “ბარსაში” დაბრუნდებიან.
ზაფხულში შემადგენლობაში ბევრ ცვლილებას უნდა ველოდეთ. გავრცელებული ინფორმაციით, იქნება არაერთი წამსვლელი და მომსვლელი ფეხბურთელი.
ცნობილია, რომ ჰანსი ფლიკის გუნდი წინასასეზონო მზადებას 10 ივლისს დაიწყებს.
ტერ შტეგენი
კუნდე-არაუხო-კუბარსი-ბალდე
კრისტესტენი-დე იონგი
იამალი-გიუნდოგანი-რაფინია
ლევანდოვსკი
პენია
ხ.არაუხო-ფაიე-მარტინესი-ფორტი
კასადო-გავი
ფერან ტორესი-ფერმინი-პედრი
როკე
ასტრალაგა
რობერტო-გარსია-ლენგლე-ვალე
ბერნალი-რომეუ-პაბლო ტორე
პაუ ვიქტორი/ნოა დარვიხი-ფატი-ალაკრონი
დიდ ტრანსფერებს არ უნდა ველოდოთ ალბათ… საშინელებაა რა, დავიღალე. რეალს ყველა მიჰყავს ვინც მოუნდება და ჩვენ საცოდავი ლენგლე ვერ მოგვიშორებია.
ფერან ტორესი.სერხი რობერტო.ვიტორ როკე.მარკოს ალონსო.კლემან ლანგლე.ერიკ გარსია.ხულიან არაუხო.ესენი უნდა გაყიდოს.ასევე ფრენკი დეიონგი სანამ ფასი აქვს…და მოიყვანონ ნიკო უილიამსი აუცილებლად.და ერთ ერთი საუკეთესო გარემარბები გვეყოლება მსოფლიოში….მომავალი სეზონიდან ასეთი შემადგენლობას ვისურვებდი….შტეგენი,კუნდე,არაუხო,კუბარსი,ბალდე,გავი პედრი გიუნდოგანი,ნიკო უილიამსი ლევანდოვსკი იამალი
ლანგლე თავიდან მშვენივრად მოერგო გუნდს და მისი კარგი თამაშებიც მახსოვს, მერე რა მოხდა, რატო წავიდა უკან-უკან ამის საქმე ვერ გავიგე. ძალიან საკმარისად გვყავს მცველები და ამის ადგილი ნამდვილად აღარ გვაქვს.
5 გავუშვათ 5 მოვიყვანოთ
ვაიმეე, ლენგლეს გვარს რომ დავინახავ გული მიწუხდება, რით ვეღარ წავიდა..
ოღონდ მოაშორეთ და თუნდაც 2 დოლარად გაყიდეთ! ნუ, თუ გაიყიდება..