ოსკარ გრაუ ბარსელონაში რჩება - MD
- 8-04-2021, 12:11
-
DaviD_ViLLa_7
- 2

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოსკარ გრაუ, სავარაუდოდ, "ბარსელონას" აღმასრულებელ დირექტორის პოსტზე დარჩება.
გრაუ "ბარსას" აღმასრულებელი დირექტორი 2016 წლიდანაა. იგი კლუბის ყოფილი სკანდალური პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს დროს მომუშავე პირია. მას ბრალი ედებოდა Barcagate-ს საქმესთან დაკავშირებით კორუფციაში, რის გამოც პატიმრობაშიც კი იმყოფებოდა.
წყაროს ცნობით, "ბარსელონაში" გრაუს მუშაობით კამყოფილები არიან. ის კლუბში 1 ივლისამდე დარჩება, იქამდე, სანამ ფერან რევერტერს MediaMarktSaturn-ს მოქმედი კონტრაქტის ვადა არ ამოეწურება. ივარაუდება, რომ ოსკარ გრაუს სწორედ ფერან რევერტერი შეცვლის.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]