workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რეკორდული 14 წარმომადგენელი ევროპის ჩემპიონატზე

რეკორდული 14 წარმომადგენელი ევროპის ჩემპიონატზე

3 დღეში ევროპის ქალთა ჩემპიონატი იწყება. ინგლისში გასამართ ტურნირზე “ბარსელონას” 14 წარმომადგენელი ჰყავს, რაც კატალონიური გუნდისთვის რეკორდია.

“ბარსელონაში” ქალთა სექციის ოფიციალურად ამოქმედების შემდეგ ევროპის ჩემპიონატი 4-ჯერ ჩატარდა და “ბლაუგრანას” ამდენი წარმომადგენელი არასდროს ჰყოლია.

2005 და 2009 წლების ჩემპიონატებმა “ბარსელონელების” გარეშე ჩაიარა, რისი მიზეზიც ისაა, რომ ესპანეთის ნაკრები ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა.

2013 წელს “ბარსას” ევროპის ჩემპიონატზე 8 წარმომადგენელი ჰყავდა, ყველა ესპანეთიდან.

2017 წელს წარმომადგენელთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. 8 ესპანელს როდიკ ჰანსენი (დანია), ლიეკე მარტენსი (ნიდერლანდები), ბუსალია (საფრანგეთი) და დუგანი (ინგლისი) დაემატნენ.

წელს “ბარსელონას” წარმომადგენლობა ასეთია:

  • ესპანეთი: პარედესი, აიტანა, მარიონა, გიხარო, პანიოსი, ალექსია, მაპი ლეონი, პერეირა, პინა;
  • ნორვეგია: ენგენი, გრემ ჰანსენი;
  • შვედეთი: როლფო;
  • ინგლისი: ლუსი ბრონზე;
  • შვეიცარია: ჩრნოგორჩევიჩი.

“ბარსელონაზე” მეტი, 15 წარმომადგენელი მხოლოდ “იუვენტუსს” ჰყავს.

განრიგი

ესპანეთის ნაკრები B ჯგუფში მოხვდა. “ლა როხა” 8 ივლისს ფინეთთან, 12 ივლისს გერმანიასთან და 16 ივლისს დანიასთან ითამაშებს.

ნოვერგიის ნაკრები, რომელიც A ჯგუფში ითამაშებს, 7 ივლისს ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება, 11 ივლისს მასპინძელ ინგლისს, ხოლო 15 ივლისს ავსტრიას.

შვედეთი C ჯგუფშია. როლფოს გუნდი 9 ივლისს ნიდერლანდებს, 13 ივლისს შვეიცარიას და 17 ივლისს პორტუგალიას შეხვდება.

ინგლისი ნორვეგიის გარდა 6 ივლისს ავსტრიასა და 15 ივლისს ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.

შვეიცარია კი შვედეთის გარდა 9 ივლისს პორტუგალიას, ხოლო 17 ივლისს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nikusha
    schedule 04 ივლ 2022, 00:49
    #3

    ქალების ფეხბურთი მაგრად იხოდება, რაც ძალიან მახარებს მე პირადად. ვგულშემატკივრობ ალექსიას პირადად

  • me da barca
    schedule 03 ივლ 2022, 23:49
    #2

    საქართველოში ვინმე უჩვენებს ამ ჩემპიონატს?

  • nika 54
    schedule 03 ივლ 2022, 15:37
    #1

    მოკლედ ქალთა ფეხბურთში რეკორდი აღარ დაგვრჩა დასამყარებელი, კაცები როდის მოვლენ აზრზე საინტერესოა.