პაუ კუბარსი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ყურადღების ცენტრშია. მან ფინალის დამატებითი დროის ბოლო წუთებზე ესპანეთის ნაკრები აშკარა გოლისგან იხსნა, თამაში კი ესპანეთმა ფერან ტორესის მიერ 106-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო. “ბარსელონას” ორივე ფეხბურთელმა გუნდის წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა: ერთმა გოლი გაიტანა, მეორემ კი წარმოუდგენელი დაცვითი მოქმედებით მეტოქეს ამის საშუალება არ მისცა.
ფიფა-მ კატალონიელი ცენტრალური მცველი ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელა. მისი სულ უფრო მზარდი პოპულარობის ფონზე, კიდევ უფრო რთული ასახსნელია, რატომ ვერ მოხვდა ის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში, მაშინ როცა ესპანეთისთვის ტიტულის მოპოვებაში მისი წვლილი უდიდესი იყო. ამას არგენტინაშიც ხედავენ და წამყვანი მედიასაშუალებები მასზე აქტიურად წერენ.
1870 წელს დაარსებულმა გამოცემა La Nación-მა, ჟურნალისტ სებასტიან ტოროკის სტატიით, კატალონიელი მცველის თამაში შეაფასა და ახალგაზრდა ტალანტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
“თუ 2022 წლის კატარის მუნდიალის ფინალში დიბუ მარტინესის მიერ ფრანგი კოლო მუანის დარტყმულის მოგერიება არგენტინისთვის მსოფლიო თასის ტოლფასი იყო, კუბარსის ბლოკსაც ზუსტად იგივე მნიშვნელობა ჰქონდა”, – წერს გამოცემა.
“ესპანეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, რომელიც მხოლოდ 19 წლისაა, მსოფლიო ჩემპიონატზე გამორჩეულად ითამაშა. ამ ყველაფერმა პიკს არგენტინასთან ფინალში მიაღწია, როდესაც ნიუ-ჯერსიში გამართული მატჩის მიწურულს მარკოს სენესის გოლის გატანა არ დაანება და გუნდი გადაარჩინა”, – აღნიშნულია სტატიაში.
La Nación-მა კუბარსის ბიოგრაფიაც მიმოიხილა, მისი ოჯახის წარმომავლობას გაუსვა ხაზი და რიტორიკული კითხვები დასვა:
“შეიძლება დაიბადო სოფელში, სადაც 200-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს და მსოფლიო ჩემპიონი ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელად იქცე? შესაძლებელია, რომ ბიჭი, რომელიც დურგლების სახელოსნოში გაიზარდა, “ბარსელონას” უმაღლესი დონის მცველი გახდეს და პირველივე მუნდიალზე 19 წლის ასაკში საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო მიიღოს? არის იმის შანსი, რომ წყნარ და სოფლის გარემოში გაზრდილმა თინეიჯერმა ამხელა სიმწიფე აჩვენოს და მოედანზე ნამდვილ მეომრად იქცეს?”
ამ კითხვებს ავტორმა მალევე გასცა პასუხი:
“დიახ, ეს შესაძლებელია. პაუ კუბარსი ამის მაგალითია”.
სტატიაში ხაზგასმულია ისიც, რომ “ბარსელონამ” თავის დროზე ეს ტალანტი სწრაფად შენიშნა და 2018 წელს, 11 წლის ასაკში დაიმატა. კუბარსი კატალონიის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის იდეალურ გარემოში, “ლა მასიაში” გადავიდა.
“მისი ისტორია დიდ ფეხბურთში ახლა იწყება, მაგრამ ასეთი ტემპით, სანამ ის კარიერის დასასრულებლად თავის სოფელში დაბრუნდება, კიდევ ბევრ ოქროს ფურცელს დაწერს”, – ასრულებს არგენტინული გამოცემა.
სუპერ ბიჭია პაუ
თან ყველაზე საინტერესო ის არი, რომ ერთი გუნდის ფანები განუწყვეტლად, დაუღალავდ და დაუზარლად ადარებდნენ მათი გუნდის ცენტრალურ მცველებს და არაერთხელ დაკნინდა კუბარსი თუ გახსოვს..ეხლა შემაშფოთებლად ჩუმად არიან, მე კიდე მეგონა რამე სასაცილო სიახლეს შემოგვთავაზებდნენ მაგ ერთი გუნდის ფანები, მაგათ ხომ ფეხბურთი ძალიან მაგრად ესმით…😁😁
მაგ გუნდს თავი დანებე ბარსას ვაი ფანები რას აღარ წერდნენ დიდი ვერაფერი გაპიარებულიაო😂😂🤡 ვანდევენი ერჩივნათ ბიჭოო ვანდევენი რომელიც სირბილის გარდა 0 ტიპი😂😂😂 მთელი მსოფლიო აღიარებდა პაუს 18 წლის სასტარტო მცველი ამ დონეზე ჯერ არ ყოფილა და არც უნახავთ.
კიი ეგრე იყო უბრალოდ აღარ გავაგრძელე ბევრი საუბარი, იამალზეც იგივე ვაი ვიში არ ქონდათ ატეხილი? 15 წლიდან მოყოლებული ტიპს სიბრძნეს და ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანის აზროვნებას თხოვენ რადგან მსოფლიო დონის ფეხბურთელია, აზზე ხარ რა უვიცია ხალხი?? გამოდოს, რომ ბავშვობა არ უნდა ქონდეს რაა ტიპს გააფარჩაკეს ბავშვი ისეთი კომენტარები მაქ წაკითხული და ლაივში ზრდასრული რეალის და რონალდოს ფანებისგან მოსმენილი, მაგრად ტეხავს მაგ ასაკში მე ჯერ კიდევ ტალახში ვთამაშობდი..საოცარია ადამიანი რა…😁💙❤️
არა ღადაობა ისა რომ იამალს არც არავისთვის არაფერი დაუშავებია უზრდელობაც კი არ იცის ტიპმა პროსტა პატარა ბავშვი იყო და ცანცარებდა როგორც ყველა მოზარდი და შეჭამეს კინაღაამ აი ესაა ბოღმა ადამიანის ნატურა.ყველაზე ცუდი ბარსას ფანები რო ასხამდნენ 🤡 ქალები რატო ევასებაო ბიჭო 😂😂😂 დაბადების დღე რატო გადაიხადაო😂😂😂💩თავში აუვარდაო და ტიპი ან დროს მაგარი უბრალო მასტია✌🏻მაგის ხელა კრისტინა ზედ არავის აკუებდა და თავი ნ1 ეგონა აი ვის ქონდა ავარდნილი მაგრამ მე არც ის მაღიზიანებდა ეგეთია და მორჩა🤝 თავის დროზე მესიზეც რეებს არ იგონებდნე😂😂😂🤡
რა ყველა სოლომონ ბრძენი გახდა იამალთან, ასეთი შეგნებული და ჩამოყალიბებული ხალხი თუა აბა დედიკოს რატო სთხოვენ სიგარეტის ფულს შუა სიბერეში? მაგრები ვართ ადამიანები… სხვისთვის ჭკუის სწავლება მარტივია მაგრამ ეგ ადამიანები რო თვითონ უარესს აკეთებენ ლამის დაბერდნენ და პატარა ბავშვს სთხოვენ ბრძენი სოლომონის სიბრძნეს…
რაღა კომენტარი უნდა, ქართული ზღაპრებისა არ იყოს ზოგი, რო წლობით იზრდებოდა ეს ყოველდღე იზრდება. ხო აზრზე ხართ რამხელა გამოცდილება მიიღო ამ ბავშვმა. და რა იქნება შემდეგ არვიცი.
გეთანხმები…თან ყველაზე საინტერესო ის არი, რომ ერთი გუნდის ფანები განუწყვეტლად, დაუღალავდ და დაუზარლად ადარებდნენ მათი გუნდის ცენტრალურ მცველებს და არაერთხელ დაკნინდა კუბარსი თუ გახსოვს..ეხლა შემაშფოთებლად ჩუმად არიან, მე კიდე მეგონა რამე სასაცილო სიახლეს შემოგვთავაზებდნენ მაგ ერთი გუნდის ფანები, მაგათ ხომ ფეხბურთი ძალიან მაგრად ესმით…😁😁