workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მცველებს შორის ჩავი ერნანდესის ფავორიტი კანდიდატი ჟიულ კუნდეა

მცველებს შორის ჩავი ერნანდესის ფავორიტი კანდიდატი ჟიულ კუნდეა

გუნდში ანდრეას კრისტენსენის მოსვლის მიუხედავად, ამ ზაფხულში “ბარსელონა” კიდევ ერთი ცენტრალური მცველის დამატებაზე იმუშავებს.

TV3-ის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესისთვის ფავორიტი კანდიდატი ჟიულ კუნდეა, რაც კლუბში ყველამ იცის, მაგრამ “სევილია” ფრანგს 60 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის. პოტენციური ტრანსფერი ეკონომიკური ბერკეტების გააქტიურებასა და ხელფასების შემცირებაზეა დამოკიდებული. 

ამავე წყაროს ცნობით, სიაში მეორე ადგილს კალიდუ კულიბალი იკავებს. კლუბს მისი შეძენა უფრო ნაკლები დაუჯდება, რადგან სენეგალელს “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და გახანგრძლივებას არ აპირებს, რაც ნიშნავს, რომ იტალიელებს ფეხბურთელის გაყიდვა ამ ზაფხულში მოუწევთ. შესაძლოა, “ბარსამ” იგი ხელში 40 მილიონად ჩაიგდოს.

Mundo Deportivo-ს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ “ნიუკასლი” და “ჩელსი” მზად არიან, მისი გამოსასყიდი თანხა გადაიხადონ, კუნდეს პრიორიტეტი “ბარსელონაში” თამაშია. “ბარსა” და “სევილია” შეთანხმების მისაღწევად ფორმულას ეძებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • nikusha
    schedule 19 ივნ 2022, 18:02
    #15

    კარგი ვარიანტია კუნდე

  • Davita
    schedule 15 ივნ 2022, 18:13
    #14

    უმტიტი ლენგლე მინგესა კრისტესენი ნაქუიზე რომ გაუშვან და კულიბალი კუნდე ორივე დაიმატონ არუნდათ😃😃

  • rivaldo80
    schedule 15 ივნ 2022, 02:05
    #13

    კულიბალი მირჩევნია ასი თავით.

  • CuleTillIDie
    schedule 15 ივნ 2022, 00:37
    #12

    აი ჰოლანდიის ნაკრების დეპაი და დეიონგი ბარსელონას ვერსიებთან შედარებით ცა და მიწაა

  • Iniesta_8
    schedule 15 ივნ 2022, 00:09
    #11

    ყველამ იცის რომ ამის საყიდელი ფული არ აქვთ, ლევანასათან ერთად 1 კაი ფეხბურთელი თუ მოვა ეგეც კაი იქნება. დე იონგი წავა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა. იმედია მარჯვენა მცველს მოიყვანენ ვინემ წესიერს თორემ დაგვერხა.

  • რივალდო-მესი
    schedule 15 ივნ 2022, 00:06
    #10

    მე მონიკა ბელუჩი მომწონს 29 წლის. ოღონდ დროის მანქანა და ბევრი ფული მინდა სამაგისოდ🤨

  • El pistolero 9
    schedule 14 ივნ 2022, 22:13
    #9

    ასპილიკუეტა/დოდო, კუნდე/კულიბალი, ალონსო/გალანი/გრიმალდო, ბერნარდო/ნევეში, დი მარია/რაფინია, ლევანდოვსკი.
    ფლანგის მცველებიდან ვინცაა ჩამოთვლილი მაგათი ყიდვა რეალობასთან ახლოსაა. დეიონგს თუ გაყიდიან ლევანდოვსკი, დი მარია და ნევეში მოუვათ. სევილიას და ნაპოლის ბარტერებით იქნევა გამოვტყუოთ რომელიმე.

  • CuleTillIDie
    schedule 14 ივნ 2022, 21:31
    #8

    ერთ დროს ლენგლეც იყო სევილიაში უმაგრესი ფრანგი ახალგაზრდა ყველა გრანდს რო უნდოდა ;დ

  • NEYBarca
    schedule 14 ივნ 2022, 20:39
    #7

    ციტატა: Albicelecte
    დიდი ნაკლი აქვს, ფრანგია;
    ცუდი ფეხი დატოვა ანრიმ


    ოდესღაც ხო უნდა გატყდეს ნავსი

  • Albicelecte
    schedule 14 ივნ 2022, 20:27
    #6

    დიდი ნაკლი აქვს, ფრანგია;
    ცუდი ფეხი დატოვა ანრიმ

  • VanillaSoul
    schedule 14 ივნ 2022, 19:53
    #5

    დემბელეს გუნდში ყოლას, ჯობია გააუქმონ საერთოდ მარჯვენა ფლანგი… რაც შეეხება კუნდეს, კულიბალი 100 თავით ჯობს…

  • Memphis Depay
    schedule 14 ივნ 2022, 19:49
    #4

    შტეგო
    დესტი არაუხო კუნდე ალბა
    პედრი ბუსი ბერნარდო
    რაფინია ლევი ფატი

  • nika 54
    schedule 14 ივნ 2022, 19:19
    #3

    ციტატა: Msn91011
    მარტო მე მგონია რო ხან ვის მიაწერენ ბარსაში გადასვლას ხან ვის და ბოლოს დემბელეც წავა და ეგრე დავრჩებით? ძალიან არ მომწონს მოვლენების ესე განვითარება


    დემბელე წასულია ფაქტიურად ჩელსიში.

  • Msn91011
    schedule 14 ივნ 2022, 19:06
    #2

    მარტო მე მგონია რო ხან ვის მიაწერენ ბარსაში გადასვლას ხან ვის და ბოლოს დემბელეც წავა და ეგრე დავრჩებით? ძალიან არ მომწონს მოვლენების ესე განვითარება

  • Dani alves
    schedule 14 ივნ 2022, 18:27
    #1

    მიუხედავად იმისა, რომ კულიბალი ძალაინ კლასნია, აქცენტი ახალგაზრდებზე უნდა გაკეთდეს, მაგრამ ფრანგის მოყვანის პერსპექტივა დიდად არ მხიბლავს.