“რამონ სანჩეს-პისხუანზე” “სევილიასთან” მატჩში ქამბექის შესრულებისა და კიდევ ერთი ჰეთ-თრიკის გარდა, რითაც 12 გატანილი ბურთით პიჩიჩის დავას სათავეში უდგას, “ბარსელონას” კაპიტანმა რაფინიამ შეხვედრის მთავარ არბიტრს მეტოქის მხრიდან უხეში თამაშის გაკონტროლებაც სთხოვა.
თამაშის ერთ-ერთ ეპიზოდში კატალონიელთა შემტევი მსაჯ ხუან მარტინეს მუნუერას მიმართავს:
“ყურადღებით იყავით ამ ბლოკირებებსა და ჩაჭიდებებზე.”
არბიტრი ბრაზილიელს პასუხობს:
“დიახ, ვაკონტროლებთ. ეს დავინახე და მათაც ვუთხარი.”
“ბლაუგრანას” კაპიტანი კი თავისას განაგრძობს:
“ყურადღებით იყავით, რადგან ერთ ან ორ ჯარიმას როგორც კი დაუსტვენთ, ამის კეთებას შეწყვეტენ.”
“შესანიშნავია, მადლობა”, – ასრულებს დიალოგს მსაჯი.
ეს ეპიზოდი DAZN-ის მიერ გავრცელებულ კადრებში გამოჩნდა, რომელიც უშუალოდ მთავარი მსაჯის კამერამ გადაიღო.
კიდევ ერთ ეპიზოდში, რომელიც ასევე კამერამ დააფიქსირა და სადაც მთავარი გმირი კვლავ რაფინია იყო (ამჯერად ფოფანასთან დაპირისპირებაში), მსაჯმა “ბარსას” კაპიტანსა და მეტოქეს შენიშვნა “სევილიას” საჯარიმოსთან სტანდარტის გათამაშებამდე მისცა:
“ფოფანა, ეი, რაფა, რაფა. ორივემ მომისმინეთ: ის გექაჩება, შენ კი იცილებ. ეს ფეხბურთი არ არის, ამას ძიუდო ჰქვია.”
გენიალური მსაჯია საღოლ ამ კაცმაო ვაჰ ფრთოვანები
მალადეც მსაჯი.