“ბარსელონას” შემადგენლობაში კიდევ ერთი ფეხბურთელის დებიუტი შედგა. შაბათს დომინიკ ლივაკოვიჩმა კატალონიური კლუბის მაისურით პირველი შეხვედრა ჩაატარა, “სევილიასთან” გასვლაზე ანგარიშის შემოტრიალებასა და 3-1 გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა და დადებითი შთაბეჭდილებაც დატოვა.
მასპინძელთა მიერ ანგარიშის გახსნის ეპიზოდში, როდესაც ფოფანამ თავური დარტყმით გაიტანა, ხორვატი კიპერი უძლური იყო. ამის შემდეგ ლივაკოვიჩმა კარგი თვისებები გამოავლინა, თავდაჯერებული თამაში აჩვენა და ლა ლიგის ერთპიროვნულ ლიდერს მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
ის მუდმივად ყურადღებით მოქმედებდა კარიდან გამოსვლისას, როდესაც რობი იურისკენ მიმართულ პასებს ჭრიდა, მეორე სართულზე ბურთებს უშეცდომოდ აკონტროლებდა და მეტოქეს შორეული დარტყმების შემდეგ დამატების შანსს არ უტოვებდა. ლივაკოვიჩმა საკუთარი წვლილი უკვე შეიტანა გუნდში, რომელიც მხოლოდ გამარჯვებებით მიიწევს წინ.
ახლა მეკარე ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება.
forum კომენტარები (0)