დღეს “ბარსელონას” დირექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კლუბის ხელმძღვანელმა პირებმა ეკონომიკური საკითხების გარდა “ბარსა ბ-სთვის” სახელის კიდევ ერთხელ გადარქმევაზე იმსჯელეს და გადაწყვეტილებაც მიიღეს.
ჟოან ლაპორტას პრეზიდენტობის დროს უკვე მეორედ ხდება, რომ “ბარსელონას” სარეზერვო გუნდს “ბარსელონა ბ-ს” ნაცვლად “ბარსელონა ატლეტიკი” ეწოდება.
“ბარსას” სარეზერვო გუნდი 1970 წელს შეიქმნა და მას “ბარსელონა ატლეტიკი” ეწოდა. 1990 წელს გუნდს სახელი შეეცვალა და “ბარსელონა ბ” დაერქვა. 2008 წელს ჟოან ლაპორტას დირექტორთა საბჭომ გუნდს ისტორიული სახელი დაუბრუნა, თუმცა 2010 წელს, კლუბის სათავეში სანდრო როსელის მოსვლის შემდეგ, ისევ “ბარსელონა ბ” ეწოდა.
დღეს კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დირექტორთა საბჭომ სარეზერვო გუნდისთვის “ბარსა ატლეტიკის” დარქმევის გადაწყვეტილება მიიღო.
ეს ატლეტიკაი რაღა იყო
კახურად – ბარსელონა რეაალი!
შენც კაი მაგარი ყოფილხარ🤣🤣🤣 რომელი გუნდი დაარქმევს სხვა ქალაქის სახელს სოსიედადი არა მადრიდი კიდევ ან სევილია ვალენსუა🤣🤣🤣
ანუ ყოველი ახალი პრეზიდენტი თავის საყვარელ სახელს არქმევს? და პირველი გუნდის სახელიც რო მობეზრდეთ რა უნდა დაარქვან "ბარსელონა რეალი" თუ "ბარსელონა სოსიედადი"
ატლეტიკი როცა ერქვა მაქედან მაგარი ხალხი წამოვიდა თავის დროზე და იქნებ სახელგადარქმეულზე სეგუნდაშიც ამოაღწიონ