წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 21 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
21 ოქტომბერს “ბარსელონამ” 15 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 6 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
1937 წელი
დაიბადა “ბარსელონასა” (1976) და “ბარსა ბ-ს” ყოფილი მწვრთნელი (1976-1978) ლაურეანო რუისი.
1945 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონა” “ბილბაოსთან” 0-6 განადგურდა.
1956 წელი
“ლას პალმასთან” სტუმრად 0-1 წაგებულ შეხვედრაში “ბარსამ” ლა ლიგაში მე-1000 გოლი გაუშვა. ამ გოლის ავტორი კაბრერა იყო.
1965 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ანდონი გოიკოეჩეა. 1990-1994 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 178 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. გოიკოეჩეამ კატალონიურ გუნდში 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო. 1990/91 წლების სეზონში ის Don Balon-ის ვერსიით ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
2000 წელი
“ელ კლასიკო“, რომელშიც ლუიშ ფიგუმ “კამპ ნოუზე” “რეალ მადრიდის” მაისურით პირველად ითამაშა, კატალონიელებმა ლუის ენრიკესა და სიმაუს გოლებით 2-0 მოიგეს.
ეს ის თამაში იყო გოჭის თავი რო გადმოუგდეს?