workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დირექტორთა საბჭომ ფინანსების მოზიდვის 4 ვარიანტი განიხილა

დირექტორთა საბჭომ ფინანსების მოზიდვის 4 ვარიანტი განიხილა

დღეს “ბარსელონას” დირექტორთა საბჭოს შეხვედრას გაიმართა, რომელზეც კლუბის ხელმძღვანელმა პირებმა ფინანსური პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

“ბარსელონა” ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების ოთხი მიმართულებით მუშაობს.

CVC კაპიტალი

“ბარსელონას” გულშემატკივრებს ეს სახელი დიდი ხანია, ესმით. ლა ლიგამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური ზიანის ასანაზღაურებლად ესპანური გუნდებისთვის ინვესტორი იშოვა, რომელიც მზადაა, ახლა ერთჯერადად 270 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა სატელევიზიო უფლებების ნაწილი 50 წლით მიისაკუთროს.

“ბარსელონაში” მიაჩნიათ, რომ ეს ფინანსურად წამგებიანი ოპერაციაა და მართლაც ასეა, მაგრამ ეს ვარიანტი მაინც განიხილება იმის გამო, რომ კლუბი 270 მილიონს დაუყოვნებლივ მიიღებს.

პრობლემა არის ისიც, რომ “ბარსას” ტრანსფერებსა და ხელფასებში ამ თანხის მხოლოდ 15%-ის გამოყენების უფლება ექნება.

Goldman Sachs

ამ კომპანიასთან მოლაპარაკებები Espai Barca-ს პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. საუბარი დაახლოებით მილიარდნახევარ ევროზეა. Mundo Deportivo-ს ცნობით “ბარსა” თავდაპირველად 900 მილიონ ევროს მიიღებს, რის სანაცვლოდაც აუდიოვიზუალური უფლებების 30%-ს დათმობს.

Barca Studios

მიმდინარე სეზონის ბიუჯეტში Barca Studios გაყიდვა არის გათვალისწინებული. სეზონი ერთ თვეში სრულდება და კლუბს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

“ბარსას” თავდაპირველად 350-400 მილიონი ევროს მიღება სურდა, მაგრამ როგორც ჩანს, კატალონიელები Barca Studios 49%-ის უფრო იაფად გასხვისებასაც დასთანხმდებიან.

Barça Licensing & Merchandising

ეს ვარიანტი ყველაზე ბოლოს გამოჩნდა. “ბარსელონა” ფიქრობს, რომ 2018 წელს დაარსებული კომპანია გაყიდოს, სანაცვლოდ კი 200-დან 400 მილიონამდე მიიღოს.

კატალონიური პრესის ცნობით “ბარსას” გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 8 ივნისამდე აქვს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ შესაბამისი პროცედურები სეზონის დასრულებამდე, ანუ 30 ივნისამდე მოესწროს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • პავლოვიჩი56
    schedule 31 მაი 2022, 20:25
    #5

    ჰა…ჰა…ჰა.

  • SHOTADEPAY9
    schedule 31 მაი 2022, 19:11
    #4

    არაბმა რომ იყიდოს ბარსა კარგი იქნება

  • El pistolero 9
    schedule 31 მაი 2022, 18:35
    #3

    იმედია ამოვალთ ამ ფინანსური ჭაობიდან, მოკითხვა ბართომეუს თავის შტაბიანად

  • nika 54
    schedule 31 მაი 2022, 16:35
    #2

    ეს ყველაფერი დიდი ხანია გვესმის, რამე წინსვლა თუა ის გვითხარით.

  • La Pulga10
    schedule 31 მაი 2022, 16:30
    #1

    მალე მე თქვენი