workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მორიგი ტრავმა მიიღო

მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მორიგი ტრავმა მიიღო

“ბარსელონას” გერმანელმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მორიგი ტრავმა მიიღო, რის გამოც ის ესპანეთის სუპერ თასის განაცხადიდან ამოვარდა.

“ბლაუგრანას” ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ 33 წლის კარის დარაჯმა ვარჯიშზე მიღებული დაზიანების გამო საუდის არაბეთი დატოვა და სამედიცინო გამოკვლევებისთვის ესპანეთში დაბრუნდა. ტერ შტეგენს სუპერ თასის განაცხადში “ბარსა ბ”-ს მეკარე დიეგო კოჩენი შეცვლის.

ტრავმების გამო ბოლო ორ სეზონში ტერ შტეგენმა მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ჟოან გარსიას ტრანსფერისა და შესანიშნავი თამაშის შემდეგ კი “ბარსას” კარში გერმანელის ხილვის შანსები უფრო და უფრო მცირდება. ახალი ტრავმა “ბარსელონასთვის” ცუდი იმ მხრივაა, რომ კატალონიელებს გერმანელი კიპერის სხვა გუნდში იანვარში გაშვება გაუჭირდებათ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • Rick Sanchez
    schedule 07 იან 2026, 20:40
    #14

    მეცოდება

  • M10 S9 D11
    schedule 07 იან 2026, 18:07
    #13

    ესეც რა ჭირიანი გამოდგა იმედია ზაფხულში მოვიშორებთ

  • me da barca
    schedule 07 იან 2026, 17:31
    #12

    დამთავრდა ამის კარიერა. ეს ისეთი ზედმეტად ამაყი და თავმოყვარეა, რომ დაბალი დონის გუნდში გადასვლას ამჯობინებს კარიერის დასრულებას. პლუს ბოღმის ბუკეტია. ალბათ ნატრობს გარსიამ ფეხი მოიტეხოს.

  • MESSI 2017
    schedule 07 იან 2026, 15:34
    #11

    მაგარი უიღბლოა ეს საცოდავი ადამიანურად შეგეცოდება

  • nika 54
    schedule 07 იან 2026, 15:33
    #10

    ესპანიოლთან თამაშის შემდეგ ეს რო შჩესნისთან ერთად არ მივიდა და გარსიას არ მიულოცა ღმერთმა დასაჯა. თამაშის დროსაც შჩესნი როგორ აღნიშნავდა გარსიას სეივებს და ამას სახე გაყინული ქონდა. მაგარი ბოღმიანი ყოფილა.

  • Rivaldo
    schedule 07 იან 2026, 14:44
    #9

    მკიდია ეს და ამის ჯანმრთელობა. ამ ტრავმებითაც აზარალებს კლუბს.🐀 დაისამარა კარიერის ბოლო წლები ხელფასის გამო. ვირთხაა და ისე ვერ წავა მსოფლიოზე როგორც მე🖕🏿

  • Koundè 23
    schedule 07 იან 2026, 14:24
    #8

    თავის თავს დააბრალოს ძაან კი მეცოდება ადამიანურად მაგრამ როგორც სპორცმენი ძალიან ცუდი ტიპია აი ძალიან

  • ზებულონი
    schedule 07 იან 2026, 13:54
    #7

    დროულად მოიშორონ ეს ჩინური ნოიერი

  • Don_Andresito
    schedule 07 იან 2026, 12:11
    #6

    ტიპი ბოღმისგან იღებს ტრამვებს? წასვლის თემა რო იყოს წავიდოდა ტრამვით არ დააფრთხობდნენ მსურველებს. დარჩა მგონი მსიფლიოს მიღმა

  • La Pulga10
    schedule 07 იან 2026, 10:25
    #5

    მახინაცია თუა სხვა საქმეა. თუ მართლა ტრავმაა და ცოდოა რა დონის სალამურიც არ უნდა იყოს.

  • ☠️•Spooky•☠️
    schedule 07 იან 2026, 10:20
    #4

    წასვლის თემა მგონია. ალბათ იჯარა ჟირონაში.მოიშორონ დროულად

  • vaiman . vamsdrane
    schedule 07 იან 2026, 10:02
    #3

    ტიპი 3 წლის წინ ლეგენდობაზე მიდიოდა და ახლა უკვე თავი შემაზიზღა.

  • korezi
    schedule 07 იან 2026, 08:35
    #2

    უკვე მეცოდება ტო,დაითარსა,პერესმაშულოცა სტო პრო:))))))