ხეტაფე-ბარსელონა – მსაჯი ცნობილია

ხეტაფე-ბარსელონა – მსაჯი ცნობილია

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მატჩების მსაჯების ვინაობა ცნობილია.

37-ე ტურში “ბარსელონა” “ხეტაფეს” ეწვევა და ქულის აღების შემთხვევაში მე-2 ადგილს გაინაღდებს.

ამ შეხვედრის განსასჯელად ფეხბურთის ფედერაციამ გამოცდილი არბიტრი ხესუს ხილ მანსანო მიავლინა.

“ბარსელონაში” მანსანო ძალიან არ უყვართ. კატალონიური გუნდის ქომაგები მას “ბლაუგრანას” საწინააღმდეგო არაერთ უსამართლო გადაწყვეტილებაში ადანაშაულებენ, რის მიზეზადაც ხესუს ხილის “რეალის” გულშემატკივრობას ასახელებენ.

მანსანომ ესპანეთის მე-3 ლიგაში მსაჯობა 2006 წელს დაიწყო. 3 წლის შემდეგ ის მე-2 დივიზიონში, კიდევ 3 წლის შემდეგ კი პრიმერაში დაწინაურდა. 2014 წლიდან ხესუს ხილ მანსანო FIFA-ს არბიტრია.

კარიერის განმავლობაში მანსანო თამაშში საშუალოდ 27.3 ჯარიმასა და 0.43 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს. ის ფეხბურთელებს თამაშში საშუალოდ 5.56 ყვითელ (მე-4 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) და 0.26 წითელ (მე-8 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) ბარათს უჩვენებს.

“ბარსელონას” შეხვედრაში მანსანოს მონაწილეობა 30-ჯერ მიუღია. კატალონიელებს 18 მოგება, 6 ფრე და 6 მარცხი დაუგროვდათ. მოგების 60%-იანი მაჩვენებელი “ბარსელონასთვის” საკმაოდ დაბალია. შედარებისთვის, “რეალმა” მანსანოს მიერ განსჯილი შეხვედრების 78% მოიგო. გასაკვირი არაა, რომ “ბარსას” გულშემატკივრები ამ არბიტრს ერჩიან.

ხესუს ხილ მანსანომ “ბარსელონას” ფეხბურთელები მოედნიდან 8-ჯერ გააძევა, მეტოქის კი – 6-ჯერ. დანიშნული 11 პენალტიდან 6 “ბარსას” სასარგებლოდ იყო. ეს სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ არბიტრს “ბლაუგრანა” დიდად არ უყვარს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მანსანომ შეუძლებელი შეძლო და კაზემიროს წითელი ბარათი უჩვენა, თანაც “ელ კლასიკოში”. მას ეს გმირობა აუცილებლად უნდა დავუფასოთ.

“ხეტაფეს” მატჩში ხესუს ხილს 14-ჯერ უმსაჯია. მადრიდელებს 4 მოგება, 2 ფრე და 8 მარცხი დაუგროვდათ. 8 წითელი ბარათიდან 5 მანსანომ “ხეტაფეს” ფეხბურთელებს უჩვენა, ხოლო 8 თერთმეტმეტრიანი ამ გუნდსა და მის მეტოქეებზე თანაბრად გადაანაწილა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (8)

  • levanoza
    10 აგვ 2023, 23:35

    ციტატა: Rick Sanchez

    ციტატა: levanoza
    ისე ჩვენში და, კუკურელია ხომ არ დაგვებრუნებინა? დესტს და ალონსოს მარტო ვარცხნილობით ჯობია!


    რა კუკურელია ძმა, მაგას ჩელსის ფანები ვერ იტანენ და ჩილველის ტრავმის პერიოდში დღე და ღამე აგინებდნენ. 60 მილიონი გადაიხადა ჩელსიმ მაგაში და იაფად არ გამოუშვებენ, რომც გამოუშვან ვის რად უნდა ეგ ხუჭუჭა დესტი.


    გავიხუმრე მეგობარო

  • Rick Sanchez
    10 აგვ 2023, 17:30

    ციტატა: levanoza
    ისე ჩვენში და, კუკურელია ხომ არ დაგვებრუნებინა? დესტს და ალონსოს მარტო ვარცხნილობით ჯობია!


    რა კუკურელია ძმა, მაგას ჩელსის ფანები ვერ იტანენ და ჩილველის ტრავმის პერიოდში დღე და ღამე აგინებდნენ. 60 მილიონი გადაიხადა ჩელსიმ მაგაში და იაფად არ გამოუშვებენ, რომც გამოუშვან ვის რად უნდა ეგ ხუჭუჭა დესტი.

  • levanoza
    10 აგვ 2023, 16:14

    ისე ჩვენში და, კუკურელია ხომ არ დაგვებრუნებინა? დესტს და ალონსოს მარტო ვარცხნილობით ჯობია!

  • Genius8
    10 აგვ 2023, 16:13

    🚨 BREAKING: ტიბო კურტუამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა 🤕აი სად დაენძრა რეალს

  • levanoza
    10 აგვ 2023, 16:02

    მეგა საქართველოა მანდ. ფული მარტო ჯოჯოხეთს კი არა, ცხრა ჯოჯოხეთს ანათებს… ცხრაჯერ ცხრა შეზღუდვები მოიგონეს. აღარც ლეო, აღარც კრისტინა . სასირეთი გახდა ლა ლიგა. ბარსაც რომ არ ვგულშემატკივრობდე, სულ დავიკიდებდი ამ ჩემპიონატს!

  • nika 54
    10 აგვ 2023, 15:27

    ნამეტანი მადრიდისტა ჩანს, 7 თამაშში 4 წაგება რა ამბავია ჩვენზეა დაგეშილი?

  • azulgerana
    12 მაი 2022, 17:48

    We don't care dude

  • nika 54
    12 მაი 2022, 14:37

    სევილას ვერ მოგებამ მე-2 ადგილზე ფიქრიც დაავიწყა, ეგ კი არა მე-3 ადგილიც დაკარგა. ატლეტიკომ ერთი ფრეც რო ითამაშოს ჩვენ მეორე ადგილს ვინაღდებთ, თუმცა ერთი ქულა თვითონ ავიღოთ ჯობია.