ჰანსი ფლიკი: გასახდელში გამარჯვება ვიზეიმეთ და არა ტიტული

ჰანსი ფლიკი: გასახდელში გამარჯვება ვიზეიმეთ და არა ტიტული

დღეს “ბარსელონამ” დაძაბულ დაპირისპირებაში “ხეტაფე” დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გერმანელმა სპეციალისტმა როგორც გუნდის საერთო თამაში, ისე ფეხბურთელების ინდივიდუალური გამოსვლები და სამომავლო გეგმები შეაფასა.

პრესკონფერენციის დეტალები

ტიტულის მოგების შანსებსა და უშუალოდ მატჩზე საუბრისას, მწვრთნელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმე ჯერ ბოლომდე მიყვანილი არ არის.

ჩვენ გავიმარჯვეთ და სწორედ ეს გვსურდა: გვეჩვენებინა ჩვენი თამაში და გვეთამაშა ფეხბურთი. გასახდელში გამარჯვება ვიზეიმეთ, მაგრამ არა ტიტული. დღეს ჩვენ მხოლოდ საკუთარი სამუშაოს შესრულებაზე ვიყავით კონცენტრირებულები. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ ვითამაშეთ ბურთით და მის გარეშე. ჩვენ ეს ძალიან კარგად გავაკეთეთ, რადგან ამის შესრულება მარტივი ნამდვილად არ არის. სეზონის ბოლოს იმას ვიზეიმებთ, რასაც დავიმსახურებთ, მაგრამ არა დღეს.

“ხეტაფესთან” მოპოვებულ სამ ქულაზე მან დამატებითი კომენტარიც გააკეთა.

ამ გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ აუცილებელი ხარისხი და თავდაჯერებულობა ჩვენ გაგვაჩნია. ეს პირველივე წუთებიდან მინდორზე ვაჩვენეთ. ბოლო დღეების განმავლობაში გუნდში ძალიან კარგი ატმოსფერო, განწყობა და შემართება დავინახე. კლუბისა და გულშემატკივრების გამო ძალიან ბედნიერი ვარ.

კითხვაზე, ურჩევნია თუ არა “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ ჩემპიონობის გაფორმება, თუ მანამდე, გერმანელმა მოკლედ უპასუხა.

ჩვენ მომავალზე არ ვფიქრობთ. შემდეგი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელსაც “ოსასუნას” წინააღმდეგ გავმართავთ და რომელიც მარტივი ნამდვილად არ იქნება.

დასასრულს, პრესკონფერენციაზე ფლიკმა პედრის, რუნი ბარდჯისა და მარკუს რაშფორდის თამაშიც შეაფასა.

პედრიმ საოცარი მენტალიტეტი და ხარისხი აჩვენა. როდესაც მეტოქე გუნდის გულშემატკივრები ტაშს გიკრავენ, ეს პატივისცემაზე ნათლად მეტყველებს. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.

პირველ ტაიმში ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და რუნი ამის ნაწილი იყო. მეორე ტაიმში კი, თავისუფალი სივრცეების გაჩენის შემდეგ, რაშფორდმა ამით შესანიშნავად ისარგებლა. მისთვის გოლის გატანა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    29 აპრ 2026, 12:22

    ტიტულიც ჯიბეში გვაქვს უკვე

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    26 აპრ 2026, 21:50

    რუნის თამაშს კარგს ვერ დავარქმევდი ვერც გუშინ და ვერც წინა თამაშში მეორე ტაიმში იამალის შეცვლის შემდეგ. იმედია გაყიდიან ან იჯარით გაუშვებენ.

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_ ვეტერანი
    26 აპრ 2026, 07:17

    სიმონსიც დაიმტვრა
    იმენა მსოფლიოზე მგონი ტოპ ვარსკვლავები ყველა დამტვრეული იქნება 😂😂

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    26 აპრ 2026, 03:07

    სუპერ კაცი ხარ ჰერ ფლიკ❤️ ოსასუნასთანაც გაწურე მოგება და ტრანსიტკანიების თვალწინ ვიზეიმოთ ჩემპიონობა🖕🏿❤️

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    25 აპრ 2026, 23:58

    ვფიქრობ ოსასუნათან დაკარგავენ ქულებს.

    • CHEPE
      CHEPE ვეტერანი
      26 აპრ 2026, 00:42

      მოტივაცია არააქ და ისე თუ გაიგიჟებენ თავს ეგ სხვა თემაა

  • CHEPE
    CHEPE ვეტერანი
    25 აპრ 2026, 23:48

    ისე ჟოანი ზამორაზე რომ მიდის და წელს დიდი ალბათობით აიღებს რავი მოტივაცია მაგარი ექნება პირველივე სეზონში ტიტულები და ზამორაც🤭🤭🤭

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    25 აპრ 2026, 23:06

    რაღას წელავ შე კაცო, მოგებულია და ეგაა.

    • 958
      958 ახალბედა
      25 აპრ 2026, 23:29

      ოფიციალურად არ არის და ხო არ იტყვის ვსო მოვიგეთო ტიტული მწვრთნელია ბოლოს და ბოლოს