პაუ კუბარსი: ლა ლიგის მოგება რაც შეიძლება მალე გვსურს

პაუ კუბარსი: ლა ლიგის მოგება რაც შეიძლება მალე გვსურს

“ხეტაფესთან” გამარჯვებით დასრულებულ მატჩში პაუ კუბარსი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მატჩის შემდეგ კატალონიელმა ცენტრალურმა მცველმა ლა ლიგის ტიტულის მოპოვების შანსებზე ისაუბრა და ოპტიმისტური განწყობა დააფიქსირა.

კითხვაზე, ურჩევნია თუ არა ჩემპიონობის გაფორმება მომდევნო ტურში, თუ “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ, ფეხბურთელმა მკაფიო პასუხი გასცა.

ლა ლიგის მოგება რაც შეიძლება მალე გვსურს და მომდევნო მატჩში გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს გავიღებთ.

“ბარსელონას” პირველი გოლის ეპიზოდში ახალგაზრდა მცველმა ბურთი შესანიშნავად დაიბრუნა და ამაზე დამატებითი კომენტარი გააკეთა.

ვიცოდით, რომ კონტრშეტევის წამოსაწყებად დიდი ყურადღების გამოჩენა გვმართებდა. წინ ბურთის დაბრუნება კარგად გამომივიდა. როდესაც ზურგს უკან სივრცეები რჩება, გამორჩეული მეპასეები და შესანიშნავი დაგვირგვინება გვაქვს.

კიდევ ერთი გამორჩეული მომენტი საკუთარი კარის ხაზიდან ბურთის გამოტანა იყო, რითაც კუბარსიმ გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

დაცვაში ცოტა მეტი სიმტკიცე დაგვაკლდა, თუმცა საბოლოოდ მეტოქისთვის ხელის შეშლა მაინც მოვახერხე. არ ვიცი, ზუსტად მე გამოვიტანე თუ არა, მაგრამ ბურთი კარს აცდა. ამან ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა, რათა კონტრშეტევაზე მეორე გოლი გვეძებნა.

ბოლოს, ჩემპიონობის შანსებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ მიზნამდე სულ ცოტა რჩება.

ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ, რითაც ლა ლიგის ტიტულს კიდევ უფრო მივუახლოვდით. ახლა ერთი თამაში დაგვრჩა, სადაც მიზნის მისაღწევად და ჩემპიონობის გასაფორმებლად ყველაფერი უნდა გავიღოთ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • nini1996
    nini1996 ახალბედა
    27 აპრ 2026, 17:12

    ეს ბიჭი იქნება დიდი სახელი ფეხბურთში.
    უშეცდომო არავინაა და ეს ამ ასაკში რა თავდაჯერებულობითაც თამაშობს ძაან დასაფასებელია, შესაბამისი მეწყვილე და ყველაფერი დალაგდება.

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    26 აპრ 2026, 21:45

    მშვენიერი ბიჭია, მე კი მიკვირს, რატომ არ მოსწონთ ეს სუყველას და რატო აკრიტიკებენ ასე ხშირად. 18 წლის ბიჭს კი არა 28 წლის ლეოსაც ჰქონდა ხანდახან ცუდი თამაშები. ლეოსთვის ცუდი თამაში კი გოლის გაუტანლობა ითვლებოდა თუნდაც გუნდს მოეგო.

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    26 აპრ 2026, 03:09

    ვერ ვაფასებთ ამ ბიჭს, სასწაული პოტენციალი აქვს და ეს და ბასტონი, ან უკეთესი ეს და ვუსკოვიჩი შეიძლება ვიდიჩი ფერდინანდის და მალდინი ნესტას დონის დუეტად ჩამოყალიბდეს❤️

  • Rivaldo80
    rivaldo80 ვეტერანი
    25 აპრ 2026, 23:24

    დღეს მაგრად ითამაშა 👌🏻

    • Barca
      Barca გულშემატკივარი
      25 აპრ 2026, 23:37

      ბასტონთან ერთად კაი დუო იქნებოდა