ბარსელონა ჰოლანდისთვის ბრძოლას აგრძელებს - Sport
Sport "დორტმუნდის" ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსა" ზაფხულში ნორვეგიელი თავდამსხმელის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს. მომდევნო სეზონის სპორტული პროექტი მთლიანად მიმართული იქნება ლიონელ მესი შენარჩუნებასა და ჰოლანდის გაფორმებაზე.
Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელები მიიჩნევენ, რომ "დორტმუნდთან" შეთანხმების მიღწევას შეძლებენ, მაგრამ მათ კარგად იციან, რომ 20 წლის შემტევის ფასი 125 მილიონ ევროზე ნაკლები არ იქნება.
გავრცელებული ცნობებით, ბლაუგრანას" პრიორიტეტი ნეიმარის შეძენა იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, "ბარსას" გეგმები შეიცვალა. კატალონიური კლუბის მთავარი სამიზნე ახლა უკვე სწორედ ერლინგ ჰოლანდია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]