რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონამ” 18 წლის ესპანელი ტალანტი პაბლო ტორე დაიმატა. მანამდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველით მადრიდის “რეალიც” სერიოზულად იყო დაინტერესებული, მაგრამ ფეხბურთელმა “ბარსელონა” ამჯობინა.
Fichajes ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა პაბლო ტორეს არჩევანის “ბარსელონაზე” შეჩერება. ესპანური გამოცემის ცნობით ფეხბურთელს სჯერა, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს პირველ გუნდში თამაშის შანსი “ბლაუგრანაში” უფრო მეტად მიეცემათ, ვიდრე “რეალში”, რასაც მიმდინარე სეზონიც ადასტურებ.
ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, გამოყენებული ფეხბურთელების მხრივ “რეალი” ბოლოსწინა ადგილზეა. კარლო ანჩელოტი როტაციის დიდი მოყვარული არაა და ის ახალგაზრდა ფეხბურთელებს იშვიათად ენდობა. მიმდინარე სეზონში ერთადერთი ოცწლამდე ფეხბურთელი, რომელიც “რეალში” მეტნაკლებად რეგულარულად თამაშობს, ედუარდო კამავინგაა, მაგრამ ახალგაზრდა ფრანგი უმეტეს შემთხვევაში მოედანზე შეცვლაზე შედის. “ბარსელონაში” კი რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა – 19 წლის პედრი გუნდის საკვანძო ფეხბურთელია, იგივე ითქმის 19 წლის ანსუ ფატიზე, როდესაც ის ტრავმირებული არაა. გარდა ამისა ძალიან ბევრი სათამაშო დრო ეძლევა 17 წლის გავის. ფაქტია, რომ “ბარსა” ახალგაზრდებს უფრო მეტად ენდობა, ვიდრე “რეალი” და პაბლო ტორეს არჩევანიც სწორედ ამან განაპირობა.
ეს ბიჭი ცოტა ხანში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნება
You can save my comment 😉
სწორი არჩევანია😍
კუბომ ხო იხეირა, სებალიოსმა ან ვონმემ საერთოდ
ასეც ეძახიან, რეალი ტალანტების სასაფლაოაო. ისკო ალბათ ყველაზე ტექნიკური იყო პირველად რო ვნახე, სუფთა ბარსას კლიენტი და მიუხედავად იმისა, რო იშვიათად ათამაშებდნენ ბარსელონას შეთავაზებაზე პერესმა თავი გაიგიჟა. ახლაც ასეა ხხანდახან ათამაშებენ, მაგრამ მხხოლოდ რეალის სტილში არავითარი იმპროვიზაცია და სილამაზე. დაარტყი გაიქეცი საჯარიმოში ჩააწოდე და რონალდუ კი აღარ არის მაგრამ ბენზემაა ზატო იქვე.