ბარსელონა ალბას შემცვლელად ალექს მორენოსა და ხავი გალანსაც მოიაზრებს

ბარსელონა ალბას შემცვლელად ალექს მორენოსა და ხავი გალანსაც მოიაზრებს

ზაფხულში “ბარსელონას” ერთ-ერთი პრიორიტეტი ჟორდი ალბას რეზერვისტის მოყვანა იქნება, რომელიც ამჟამად თავის პოზიციაზე უკონკურენტოა.

გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელის შეცვლის ყველაზე დიდი შანსი ალექს გრიმალდოს აქვს, თუმცა “ბარსა” მის ალტერნატივებსაც განიხილავს.

Diario AS-ის ცნობით, კატალონიურ კლუბს ალექს მორენოსა (“ბეტისი”) და ხავი გალანის (“სელტა”) ვარიანტებიც მოსწონს. 

მარცხენა პოზიციაზე “ბარსას” მთავარი სამიზნე ხოსე გაია იყო, თუმცა “ვალენსიას” მისი გაშვება არ სურს და, როგორც ცნობილია, დარჩენაზე თავად ფეხბურთელიც ფიქრობს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 05 მარ 2022, 13:03

    საერთოდ მე მგონი არ ღირს ვინმეს კონტრაქტზე ვეხვეწოთ. დაწყებული ამ ჰოლანდიდან რომელსაც თურმე რეალი სდომებია და გაგრძელებული ამ მცელებით. თუ ფულისთვის მოდიან არ გვინდა, გასაგებია რო უფულოდ არავინ ითამაშებს, მაგრამ ხო უნდა ქონდეთ გუნდის სიყვარული, ამის მაგალითი ხო ალვესია და არა რობერტო თუმცა ჩვენ გვეგონა რო რობერტო იყო კულე და აღმოჩნდა რომ კულე კი არა სოვდაგარი ყოფილა, ალვესმა კი პირიქით დაამტკიცა ფული არც კი მაინტერესებსო. ამიტომ ჯერ იმ ფეხბურთელებზე უნდა გაამახვილონ ხოლმე ყურადღება ვისაც ისეც ეტყობა რო ბარსელონაში უნდა და ეს ეამაყება.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 04 მარ 2022, 22:11

    გრიმალდო მოვიდეს ან გაია,თუმცა გაია უკვე ალბათ აღარ მოვა. რობერტო,ლენგლე,უმტიტი და მინგესა ყველა ვარიანტში წასასვლელები არიან და ეს დაცვა საკმარისი იქნება: პიკე,არაუხო,ქრისტენსენი,ასპი,დესტი,ალბა,მაზრაუი,გრიმალდო

  • M10 S9 D11
    schedule 04 მარ 2022, 18:29

    არანაირი ალტერნატივა გრიმალდო უნდა მოიყვანოთ

    ცენტრალური მცველები: არაუხო პიკე კრისტენსენი გარსია
    ფლანგის მცველები: ალვეში ასპილიკუეტა/მაზრაუი დესტი ალბა გრიმალდო

    ციტატა: ROUCH
    მაზრაუის თუ იმატებენ და ასპილიკუეტაც მოყავთ დესტი აქციონ მარცხენა მცველად რა საჭიროა ზედმეტი ფულის ყრა. ოღონდ ისე არა რო სუ ალბა თამაშობდეს და დესტი მარტო მაშინ როცა ტრამვა ან წითელი ექნება საუკუნეში ერთხელ. ამ სეზონში ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ და ივარგებს ალბას შემცვლელად და მის გამოსაფხიზლებლად. ეხლა მთელი ფინანსები ჰალანდზე უნდა მოამობილიზონ და პლიუს სიქიმი დემბელეს წასვლის შემთხვევაში მარცხენა ვინგერზე რადგან არც დეპაი არც ტორესი არ არიან მაგ პოზიციისთვის შესაფერისი არც ფორვარდებად ვარგანან მამენტ მე სუ არ ვიყიდიდი არცერთს. ეგ კი არა ობამეიანგი მირჩევია ფლანგზე მაგ ორს. ფატი არ დამვიწყებია მარ ამ ეტაპზე დემბელეს შემცვლელი ლაზარეთში უფროა ეგ ვიდრე მოედანზე სმწუხაროდ

    ენტონი დაგვხატავდა ძალიან

    რაც შეეხება ალბას შემცვლელს გრიმალდო ჯობია მოიყვანონ ვიდრე დესტი აწვალონ მარცხნივ ასპი მაზრაუიდან ერთ-ერთი დასაკიდებელია ყველა ვარიანტში თუ დესტს დატოვებენ ჯობია მაზრაუი დაიკიდონ ასპილიკუეტას ცენტრალურ მცველადაც ათამაშებს კაცი გაჭირდების დროს

  • ROUCH
    schedule 04 მარ 2022, 17:41