რაიოლა და ჰოლანდის მამა ბარსელონაში არიან
დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის სატრანსფერო საგაზე ესპანური Sport საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, 20 წლის ნორვეგიელის მამა, ალფ-ინგე ჰოლანდი და ფეხბურთელის აგენტი, მინო რაიოლა ბარსელონაში არიან.
სტუმრებს, დღეს დილით, აეროპორტში კატალონიელთა პრეზიდენტის ასისტენტი, ედუარდო დახვდა.
ჰოლანდის წარმომადგენლები ჟოან ლაპორტას, სავარაუდოდ, დღეს შეხვდებიან.
მოგვიანებით ეს ჟერარ რომერომ და ფაბრიციო რომანომაც დაადასტურეს, ინფორმაცია 100%-ით სიმართლეს შეესაბამება.
განახლება: Sport-ის ინფორმაციით, ჟოან ლაპორტასთან შეხვედრა დაიწყო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]