ჟოან ლაპორტას ნაბილ ფექირის შეძენა უნდა

ჟოან ლაპორტას ნაბილ ფექირის შეძენა უნდა

“ბარსელონა” გუნდის გაძლიერებაზე მუშაობას განაგრძობს. წინ ცხელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გველოდება. უკვე ცნობილია, რომ “ბლაუგრანას” პრიორიტეტი ერლინგ ჰოლანდის დამატებაა, მაგრამ კატალონიური კლუბი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის შეძენასაც აპირებს.

Sport-ის ინფორმაციის თანახმად, “ბარსა” სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. ერთ-ერთი მათგანი “ბეტისის” შემტევი ნახევარმცველი ნაბილ ფექირია, რომელიც პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ძალიან მოსწონს.

წყაროს ცნობით, “ბარსელონა” მზადაა, ფექირის შეძენა დაახლოებით 60 მილიონ ევროდ სცადოს, თუმცა ივარაუდება, რომ “ბეტისი” ფრანგს 80 მილიონზე ნაკლებ ფასად არ გაუშვებს. სევილიელები 28 წლის ფეხბურთელის თამაშით ძალიან კმაყოფილები არიან და სწორედ ამიტომ კლუბმა ერთი თვის წინ მასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ფექირის ტრანსფერის განხორციელება რთულია, მაგრამ ლაპორტა ფრანგ მოთამაშეს თვალს არ აშორებს.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (20)

  • njanka1977
    schedule 13 თებ 2022, 20:27

    ვინაა ხალხო ფექირი? სადაური ფრანგია, ალჟირი მაროკოელი? ბარსა გახდა ჩვეულებრივი, საშუალოდ ძლიერი ევროპული გუნდი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ გრანდი აღარაა 😢

  • პავლოვიჩი56
    schedule 13 თებ 2022, 13:21

    ჰა,ჰა…ჰააა.

  • Davita
    schedule 13 თებ 2022, 11:45

    თქვენ ლაპოს მაგარი შიგნით აქვს, ერთი წესიერი ტრანსფერი გააკეთოს ხო შეიძლება, იმედია სიცრუეა და მართლა არ აპირებს ამ ფეკალიაში 60 მლ გადახდას

  • Barca1980
    schedule 13 თებ 2022, 10:53

    ეს ყველაფერი პერესის დაგეგმილ კამპანიას გავს . ჰოლანდზე თვითონ ჩალიჩობს და მბაპეს ვარიანტის გამეორება უნდა , დაზოგავს ორივე ტრანსფერში 200 მილიონს , პლიუს თავის ფეიკ ჟურნალისტებს ააგორებინებს ვითომ ბარსელონას დაინტერესებულ უაზრო ტრანსფერებსა და გაზრდილ თანხებს . ამით რაიოლას გაუჩენს სურვილს , რომ მაქსიმუმი მოითხოვოს , ეცდება ლაპოსა და მას შორის უნდობლობის გაჩენას , ეგ ბებერი მელა , გროსმეისტერია მაგ საქმეში . თუმცა ლაპომაც აჩვენა , რომ მასზე არაფრით ნაკლები არ არის .

  • azulgerana
    schedule 12 თებ 2022, 23:36

    კაი დროსია

  • Fc Barca Batumi
    schedule 12 თებ 2022, 22:30

    რატომ გვიწიწკნით ნერვებს! რა ფეკირი და 80 ლიმონი?

  • shu1987
    schedule 12 თებ 2022, 21:36

    რა ფეკირი ?? ამდენ ჭორს რატო აქცევთ ყურადღებას, ამხელა თანხას ფეკირში არავინ გადაიხდის, ჰალანდი მოყავს ფაქტია..

  • davidus2020
    schedule 12 თებ 2022, 20:49

    ზღაპარი არის! საერთოდ არ სჭირდება ბარსას, ცენტრფორვარდი და დაცვა!?

  • LM10TheLegend
    schedule 12 თებ 2022, 20:09

    ეს ვინისუსი ყველაზე გამაღიზიანებელი და დებილი ფეხბურთელია. ნეიმარს მარტო მსახიობური ნიჭით ჰგავს

  • marksheideri
    schedule 12 თებ 2022, 19:53

    დავიჯერო ფეკირს დიბალა არ ჯობია? სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება და 80 მილიონის გადახდა მაინც არ იქნება საჭირო დიბალას მოსაყვანად

  • nika 54
    schedule 12 თებ 2022, 19:48

    რეალი სასწაულებს კადრულობს უკვე. მიუხედავად იმისა რო მბაპე უფასოდ მოყავთ, ჰოლანდზე მაინც ენანებათ ფული და შესთავაზეს დორტმუნდში დარჩეს. მერე გიყიდითო და ეს იმ დროს როცა პერესმა ხმამაღლა განაცხადა ლაპორტას კანდიდატ ფეხბურთელებს არ წავართმევო, სინამდვილეში ასე იქცევა.
    https://www.eurosport.ru/football/liga/2021-2022/story_sto8779267.shtml

  • gio-rakitich
    schedule 12 თებ 2022, 19:04

    ვინ ჩემი შაშაკოლაა 80 მილიონი არადა 80 ქართული ლარი თუ უნდათ აიღონ :დდდდ

  • nika 54
    schedule 12 თებ 2022, 18:55

    ანუ 80 მილიონი ამის ტრანსფერი და 75 ჰოლანდის? გასაგებია რომ ჰოლანდს აგენტის ფულიც მეტი დასჭირდება და ბონუსიც, მაგრამ ამის ტრანსფერზე არაფერი არ დაიხარჯება დავიჯერო? ნეიმარიც 54 მილიონად მოყავდათ მაგრამ გადახდილი 80-მდე გამოვიდა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 თებ 2022, 18:46

    ამაში ხო კიარა 50 მილიონსაც არცერთი გუნდი გადაიხდის, მაქსიმუმ ნიუკასლს ეყიდა 40 ად, ნამდვილად არაა ფეკირი საჭირო ახლა

  • BEQA BARCA
    schedule 12 თებ 2022, 18:38

    80 ამაში მიცემა იქნება სრული სისულელეეეე. დიდი იმედი მაქ რო ეს ჭორი იქნებააა. ცოტა დაამატონ და ბარემ ჰოლანდსაც ვიყიდით 😛

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 12 თებ 2022, 18:36

    ბროზოვიჩი გვინდა ცენტრში უფასოდ მეტი არავინ

  • gecheche
    schedule 12 თებ 2022, 18:27

    ფეიკი იქნება ვიზე არ წერენ იმენა ლაპორტას ეს მოწონს მის დას ის მოწონს საქმე არააქვთ ამ გამოცემებს იმენა რაღაცა როარ დააბრეხვონ ყოველდღიურად არ შეუაძლიათ ისე

  • La Pulga10
    schedule 12 თებ 2022, 18:25

    უაზრობებს ავრცელებენ ეს გამოცემები ზოგჯერ.ეგრე მე რის ჯეიმსი,ემი მარტინესი,კანსელუ,კიმიხი,მბაპე,ჰოლანდი და კიდე ბევრი ფეხბურთელი მომწონს.ფეკირში 80 ლიმონის გადამხდელს ტვინში რა აქვს აღარ ვიტყვი.

  • M10 S9 D11
    schedule 12 თებ 2022, 18:25

    რა სისულელეა რა ფეკირი და რა 80 მილიონად ხომ არ ჭმუჭნიან ესენი

  • GiorgiM86
    schedule 12 თებ 2022, 18:24

    აუ ეს არა ტო 🙁 ბოლოს კი ათამაშდა, მაგრამ მაინც არაა ბარსას დონის და იყოს იქ, სადაც არის.