ჟიულ კუნდეს “ბარსელონას” დატოვების განზრახვა არ აქვს. მიუნხენის “ბაიერნს”, “არსენალს”, პსჟ-სა და “ტოტენჰემს” ის თავიანთ დღის წესრიგში ჰყავთ, თუმცა ფრანგი ფეხბურთელი სხვა გუნდში გადასვლის ინტერესს არ იჩენს.
ზუსტად ერთი წლის წინ კუნდემ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა. ის დარწმუნებულია ჰანსი ფლიკის გუნდში თავის მომავალში და “ბარსელონაში” დარჩენის სურვილი უცვლელია. კატალონიურმა კლუბმა “სევილიას” ყოფილი მოთამაშის მტკიცე პოზიციის შესახებ იცის და მის წასვლას არ ელის. მისმა აგენტმა, რომელიც უარყოფს გუშინდელ (ოთხშაბათის) ბარსელონაში ვიზიტსა და ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, კლუბს სწორედ ეს პოზიცია დაუდასტურა. თავად ფეხბურთელმაც იგივე გაიმეორა.
მტკიცე პოზიცია და ინტერესი ინგლისიდან
27 წლის კუნდეს კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელება სურს. ეს კარგად იციან კლუბის მწვრთნელებმა და დირექტორებმა, ამიტომ არავის სჯერა, რომ დაცვის ხაზიდან ერთ-ერთი წამსვლელი სწორედ ის იქნება. ინგლისიდან გავრცელებული ინფორმაციით, “ტოტენჰემი” მის სანაცვლოდ 65 მილიონი ევროს გადასახდელადაა მზად, მაგრამ კონკრეტული ოფიციალური ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.
თუ რაიმე არაორდინალური და კონკრეტული წინადადება არ გამოჩნდება, კლუბის სპორტული დირექცია ფრანგის მომავალზე დიდად არ ნერვიულობს, რადგან მისი პასუხი ყოველთვის ნათელია – მას წასვლა არ სურს. დეკუ და ფლიკი აცნობიერებენ, რომ უახლოეს დღეებში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და არაფერს გამორიცხავენ, თუმცა კუნდეს პოზიცია ამ ეტაპზე საბოლოო ჩანს.
ისტორიის ზღვარზე
ჟიულ კუნდე “ბარსელონაში” თავს არა მხოლოდ მნიშვნელოვან და დაფასებულ მოთამაშედ გრძნობს (ის ჰანსი ფლიკის სასტარტო თერთმეტეულის უცვლელი წევრია), არამედ კატალონიურ კლუბთან ერთად ისტორიის დაწერისგან ერთი ნაბიჯი აშორებს. ის ძალიან ახლოსაა, რომ გუნდის ისტორიაში თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწეროს.
ფრანგმა ფეხბურთელმა “ბარსელონას” მაისურით უკვე 188 მატჩი ჩაატარა. ის კლუბს 2022 წელს შეუერთდა და მხოლოდ 5 შეხვედრა აშორებს ერიკ აბიდალის რეკორდთან, რომელმაც ფრანგ ფეხბურთელებს შორის კატალონიელთა რიგებში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა (აბიდალი გუნდში 2007-დან 2013 წლამდე თამაშობდა). ამ მაჩვენებლით კუნდემ უკვე უკან მოიტოვა უსმან დემბელე (185 მატჩი), კლემან ლანგლე (160) და სამუელ უმტიტი (134).
აიი რა მაინერესებს იცით?, კუნდე რომელსაც კონტრაქტი აქ 2030 წლამდე და არი შემადგენლობის უცვლელი წევრი, ერთ-ერთი “ქრუშიალ” ფლეიერი, ეს ხიხო გუნდევი რო მოდიან და ესეთ დაბალ ფასად ცსილობენ ბარსას ფეხბურთელების დათრევას ამას ვინმე უნდა უყურებდეს აკონტროლებდეს ან რამე მსგავსი??? აი ვიღაც ლოსიი ღირს კუნდეზე ბევრად მეტი, რომელსაც არაფერი აქ დამტკიცებული პირობითად ვიძახი ბევრი ფეხბურთელის ჩამოთვლა შეილება ტრანსფერებს რომ გადახედოთ, ძაან მაღიზიანებს ეგ ფაქტი, ჩვენთან მოვლენ კაპიკებით რომ კუნდესნაირი ფეხბურთელი იყიდონ, ჩვრნ კიდე ამ სიტისთან ვერ მოვგვარდით, როდრის ერთი წელი აქ დარჩენილი კონტრაქტი და 80ლიმონს ფეხს არ უცვლიან, ფეხზე კიდიათ…მოკლედ ძაან ვიჭრები რა ესეთ რაღაცეებზე
ჰალაზე ზეიმი აქვთ მოურინიოს პირველ “ტიტულს” ულოცავენ. ვიღაც “ტერესა ერერას სახელობის ტიტული” მოუპოვებია. თანაც ვისთან დეპორტივოსთვის მოუგია 1-0 ეხუმრებით. და ესენი დაგვცინიანგამპერის თასს რო ვთამაშობთ ხოლმე მოწვეულ სტუმრებთან.
არ მგონია ამის წასვლა რომელიმე გიჟს მოსდიოდეს თავში, ეგეთი ყბიც არ არიან, მითუმეტეს რომ ცენტრალური მცველის ყიდვაზეც ფიქრობენ, და ამ დროს კუნდე მშვენიერი მცველია როგორც ცენტრში ისე მარჯვნივ
რაა აქ ბევრი ყიდიდა კუნდეს და ახლაც მაგ აზრზეა 😂😂😂 სპენსი ერჩივნათ სპენსი უფალო 😂😂😂
კუნდე რატო უნდა გაუშვა თავის სტილში ნ1 დღეს.თვითონ თუ არ მოინდომა ამას ვინ გაუშვებს.
კუნდე არარის გასაშვები თან მითუმეტეს 60ად. იამალს კარგათ ეწყობა და დაცვაშიც კარგია. ეხლა როდრი და ფორვარდი გვინდა. ალვარესი ალბათ გამოირიცხა, ლაუტარო ოსიმენიდან ერთერთი დაგვხატავდა.
აბა რას აუხტა ფლიკს, ცენტრში დამაბრუნეო, არაუხოს მაგივრადო. ეტყობა მოსვეს თავის ადგილზე.
თუ ბარსელონა ფერან ტორესის კონტრაქტს ახლავე გაახანგრძლივებდა, მათ მანჩესტერ სიტისთვის 8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდათ.
ეს არის სპეციალური პუნქტი, რომელიც მატეუ ალემანიმ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმებისას დააბრუნა და რომელიც კლუბში იმ დროს არავის, აბსოლუტურად არავის, არ ესმოდა. უცნაური პუნქტი დღევანდელ ფეხბურთში.
@alfremartinezz |Diario Sport
ასევე, თუ ბარსელონა ფერან ტორესს 55 მილიონად ან მეტ ფასად გაყიდდა, მათ მანჩესტერ სიტისთვის დამატებით 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდათ.
~ @nilsola10 |La SER