მიმდინარე სეზონში თავი გოლით 17-მა ფეხბურთელმა გამოიჩინა
გუშინ, ლა ლიგის 27-ე ტურში, კატალონიის "ბარსელონამ" "უესკა" 4-1 დაამარცხა და ლიდერთან სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა.
"ბლაუგრანას" მხრიდან მესამე გოლი ოსკარ მინგესამ გაიტანა, რომელიც, Sport-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონში კლუბის მე-17 ფეხბურთელია, რომელმაც გოლის გატანა შეძლო.
წყაროს ცნობით, ევროპის ტოპ 5 ლიგის მასშტაბით, "ბარსას" შედეგი საუკეთესოა. მეორე ადგილს 16-16 გამტანით "მანჩესტერ სიტი", "ატალანტა" და "დორტმუნდი" იკავებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]