სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა | Last minutes

სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა | Last minutes

2021/22 წლების სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა დრო რჩება. დღის მთავარი თემა პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერია, რომელთან დაკავშირებითაც უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

გთავაზობთ განახლებად გვერდს, სადაც ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ოპერატიულად შევიტან.

21:15 | ბარსელონას სამედიცინო გუნდისათვის არავის უთქვამს, რომ ობამეიანგის შემოწმება ჩაიშალა | COPE

21:16 | სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში “ბარსელონას” შეტევის გაძლიერებას კვლავ აპირებს – კატალონიელები დაბალი სატრანსფერო ღირებულების მქონე თავდამსხმელის დამატებას გეგმავენ. ობამეიანგის ტრანსფერი, მისი ხელფასის გამო, რთული იქნება | Sport

21:21 | “არსენალმა” ობამეიანგს შეატყობინა, რომ მისი ხელფასის ნაწილის გადახდა არ სურს. ტრანსფერის მოგვარება თავად ფეხბურთელსა და “ბარსელონას” მოუწევთ. დემბელე გარიგებაში არ ჩაერთვება | ფაბრიციო რომანო

21:27 | ობამეიანგის გარდა, “ბარსელონა” შეტევის გაძლიერების სხვა ვარიანტიც აქვს | ალფრედო მარტინესი

21:29 | “ბარსელონამ” ობამეიანგისათვის დაგეგმილი სამედიცინო შემოწმების პროცესი გააუქმა | La Sexta

21:35 | ჟოან ლაპორტა დემბელესა და ობამეიანგზე: “არაფერი დასრულებულა. მუშაობა ბოლო წუთამდე გაგრძელდება” | დავიდ იბანიესი

21:41 | დემბელე საკუთარ მომავალთან დაკავშირებით დუმილს ინარჩუნებს. ფეხბურთელთან დაახლოებული წყარო იტყობინება, რომ მას დარჩენა ჯერ კიდევ სურს, მაგრამ არაა გამორიცხული, ფრანგი დღეს წავიდეს | Mundo Deportivo

21:45 | ობამეიანგი ჯერ კიდევ ბარსელონაშია და სიახლეებს ელის – ფეხბურთელი ლონდონში არ გამგზავრებულა | ჟოზეპ სოლდადო
21:51 | ობამეიანგის წარმომადგენელი მატეუ ალემანისთან ერთად სიუტატ ესპორტივას ოფისში იმყოფება – მხარეები გამოსავალს ეძებენ | COPE
22:00 |კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური საიტი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ინიაკი პენია “გალათასარაიში” ითამაშებს.
22:10 | ჩელსიმ უსმან დემბელეს შემოთავაზებით კიდევ ერთხელ მიმართა. | Sky Sports
22:12 | რაფა იუსტე დემბელესთან დაკავშირებით: “დრო კიდევ დაგვრჩა” | MD
🔥22:15 | ჟოან ლაპორტა: “ობამეიანგმა არსენალთან არსებული პრობლემები უნდა მოაგვაროს და კონტრაქტის სწორი პირობები შექმნას”,
22:20 | ბარსას და ჩელსის შორის მოლაპარაკებები გრძელდება. ორივე გუნდი დარწმუნებულია, რომ დარჩენილ დროში საქმის მოგვარება რთული იქნება, თუმცა ისინი მაინც ცდილობენ. | MCTorresA
🔥22:20 | ჟოან ლაპორტა: “ჩვენ ობამეიანგის შეძენა გვინდა. სიტუაცია რთულადაა, თუმცა იმედი არსებობს”.
🔥22:41 | მატეუ ალემანი, ჟორდი კრუიფი და პიერ-ემერიკ ობამეიანგის წარმომადგენელი – ეულოგიო ბოტასი სიუტატ ესპორტივას ოფისში იმყოფებიან. ასევე, თავის ძმასა და ასისტენტთან, ოსკარ ერნანდესთან ერთად ადგილზე მივიდა ჩავი ერნანდესი.

22:48 | ჩელსი დემბელეს წაყვანით არ ინტერესდება. | @GuillemBalague
22:51 | ჟოან ლაპორტა: “დემბელეს შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალს ვეძებთ. რამდენიმე საათი რჩება, თუმცა ყველაფერს ბოლო წუთამდე ვეცდებით”.
🔥 22:51 |  ბარსელონამ საავადმყოფოს გადასცა, რომ ობამეიანგი სამედიცინო შემოწმების გასავლელად მივა. |@victor_nahe
23:01 | ბარსელონა ობამეიანგის შეძენასთან დაკავშირებით კვლავ ოპტიმისტურად გნეწყო. | jugones
23:05 | ლაპორტა: “. რაც შეეხება უსმანს, რამდენიმე შეთავაზება გვაქვს და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული”.
🔥23:10 | ობამეიანგის ტრანსფერი რეალური გახდა. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ალემანმა საქმის მოგვარების თაობაზე აცნობა. 
🔥23:13 | სამედიცინო ჯგუფი ობამეიანგისათვის სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად მზადაა. | @Benayadachraf
🔥23:27 | ობამეიანგის გაფორმება 90%-ით გადაწყვეტილია.  | @albert_roge
🔥23:28 | ვერბალური შეთანხმება მიღწეულია – კლუბი ობამეიანგის 6-თვიან კონტრაქტს გაუფორმებს (1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით) @David_Ornstein
23:35 | უსმან დემბელეს შეძენას “ტოტენჰემი” ცდილობს. | @ffpolo

🔥23:39 | ობამეიანგი ბლაუგრანას უფასოდ შეუერთდება და სახელფასო ფონდში წესების დასაცავად, ხელფასს საგრძნობლად შეიმცირებს. | @GuillemBalague
23:42 | თუ დემბელე ბარსას დატოვებს, კლუბში ობამეიანგის გარდა სხვა ახალწვეულებსაც უნდა ველოდოთ | @gerardromero
🔥🔥23:46 | ობამეიანგი კლუბს უფასოდ შეუერთდება და არა იჯარის წესით. | @charles_watts
🔥🔥23:48 | არსენალი ობამეიანგის გაშვებაზე სავსებით თანახმაა. | Sky Sports
23:48 | უსმან დემბელემ ტოტენჰემის შეთავაზება უარყო. ფრანგი კლუბში ზაფხულამდე დარჩება. | @fansjavimiguel
🔥🔥23:51 | ბარსელონა ობამეიანგისათვის ხელის მოსაწერად კონტრაქტს ამზადებს. | @FabrizioRomano
00:05 | ლა ლიგამ ბარსელონას ობამეიანგის რეგისტრაციის ნება დართო, მიუხედავად იმისა, წავა თუ არა უსმან დემბელე კლუბიდან. კლუბმა ლა ლიგასთან გაბონელის სათამაშო ნომერიც წარადგინა | @HelenaCondis
🔥🔥00:13| ჟოან ლაპორტა: “მატეუ ალემანი სასწაულებს ახდენს. დემბელე? მას საბოლოო არჩევანი მივეცით”.
🔥🔥00:21 |  ობამეიანგი 1,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასს საგრძნობლად შეიმცირებს. | @tjuanmarti
00:29 | ჟოან ლაპორტა, მასიპი, იუსტე და ჟორდი კრუიფი სასადილოდ გადიან. 

00:38 | ოფიციალურად: “ბარსელონამ”, სარეზერვო გუნდისთვის, “გრანადას” 20 წლის სენეგალელი ფეხბურთელი, ალფა დიონკუ იჯარით აიყვანა – სეზონის ბოლოს კლუბს მისი გამოსყიდვა შეეძლება.
00:49 | კლუბის ოფისში ამ წუთებში პიცა მიიტანეს. როგორც ჩანს, წინ გრძელი ღამე გველოდება. | DavidIbanez5
🔥🔥00:54 | ობამეანგი სამედიცინო შემოწმებას გადის. | @samuelmarsden
🔥🔥01:02 | ობამეიანგმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა!! |@gerardromero
01:04 | ობამეიანგი სამედიცინო დაწესებულებაში უკანა კარით შევიდა, რათა ჟურნალისტები თავიდან აეცილებინა. | @VMalo8
01:10 | ჯამში, ობამეიანგმა, ბარსაში სათამაშოდ უარი, თითქმის, 30 მილიონზე თქვა. “არსენალში” დარჩენით, ის მიმდინარე სეზონში 8.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, შემდეგ წელს კი – 19 მილიონს | @VMalo8
01:34 | ობამეიანგს საავადმყოფო ჯერ არ დაუტოვებია. ჟურნალისტებმა უკანა კართან მისი მანქანა შენიშნეს, შესაბამისად, ხალხმრავლობისათვის თავის არიდება ფეხბურთელს ამჯერად ვერ გამოსდის. | @JugoneslaSexta
02:01 | ობამეიანგმა საავადმყოფო დატოვა და ახლა სიუტატ ესპორტივასაკენ მიემართება, რათა კონტრაქტზე ხელი მოაწეროს. | ReshadRahman_
02:05 | ობამეიანგი უკვე სიუტატ ესპორტივაზე იმყოფება. | @fansjavimiguel
02:41 | ობამეიანგი ჟოან ლაპორტასთან ერთად.

ოფიციალურად: ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა.
03:04 | ობამეიანგმა კონტრაქტი გააფორმა.
03:05 | შესაძლოა, ობამეიანგმა, პირველ რიგში, “არსენალთან” არსებული კონტრაქტი გაწყვიტოს, რისი წყალობითაც ის თავისუფალი აგენტი გახდება. შესაბამისად, “ბარსას” უფლება ექნება, გაბონელის შეძენა სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგაც დაადასტუროს | @antonmeana
03:01 | “ბარსელონა” უსმან დემბელესთან კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს განიხილავს | @tjuanmarti
pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (116)

  • Tsitsi
    schedule 01 თებ 2022, 01:49

    ციტატა: Shamati_
    გუნდში მხოლოდ ორი ნომერია დარჩენილი, 25 და 11 , 25 ნომერი როგორც ვიცი მეკარისაა და ლალიგა კრძალავს ფეხბურთელზე მიცემას თუ ზუსტად მახსოვს და 11 ნომერს ხო არ გაიყოფს ადამა და ობამეიამგი ,შესაბამისად ვინმემ უნდა დატოვოს გუნდი ,სხვანაირად ობამა მეორე გუნდში დარეგისტრირდება ? 😂😂😂


    მგონი სხვა ნომერი როცა არ რჩება შეუძლია აღება 25-ის

  • Ŀůčĥø♛♛
    schedule 01 თებ 2022, 01:41

    Tsitsi,
    😊😊😊🤗

  • Tsitsi
    schedule 01 თებ 2022, 01:29

    ციტატა: Ŀůčĥø♛♛
    ახალი არაფერი არ ისმის ტვიტი ინსტა ფბ გადავჩხრიკე და ვწრაფერი ახლალი ვერ ვიპოვე თუ ვინმემ გაიგეთ კომენტარებში ჩაგდეთ 😔😔🥺


    რათ გინდა მაგდენი ქექვა. წამებში ვდებ ამ სტატიაში თან დროსაც ვუთითებ და, დაელოდე მშვიდად ^)^

  • Shamati_
    schedule 01 თებ 2022, 01:29

    გუნდში მხოლოდ ორი ნომერია დარჩენილი, 25 და 11 , 25 ნომერი როგორც ვიცი მეკარისაა და ლალიგა კრძალავს ფეხბურთელზე მიცემას თუ ზუსტად მახსოვს და 11 ნომერს ხო არ გაიყოფს ადამა და ობამეიამგი ,შესაბამისად ვინმემ უნდა დატოვოს გუნდი ,სხვანაირად ობამა მეორე გუნდში დარეგისტრირდება ? 😂😂😂

  • Ŀůčĥø♛♛
    schedule 01 თებ 2022, 01:28

    ახალი არაფერი არ ისმის ტვიტი ინსტა ფბ გადავჩხრიკე და ვწრაფერი ახლალი ვერ ვიპოვე თუ ვინმემ გაიგეთ კომენტარებში ჩაგდეთ 😔😔🥺

  • BARC4ever
    schedule 01 თებ 2022, 01:27

    ეს შეტევა ხო მაგრამ დაცვა? თითქმის ყველა პოზიციაზე გვჭირდება გაძლიერება

  • Shamati_
    schedule 01 თებ 2022, 01:21

    ე ბიჭო მეძინება მალე რა

    ობამეიამგმა 30 მილიონზე კი არ თქვა უარი ,არსენალმა ათქმევინა უარი, კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს ,დააჯარიმეს, ვარჯიშებიდან მოკვეთეს ,განაცხადში აღარ შეჰყავდათ და ეს ყველაფერი მაგის უდისწიპლინობის გამო ,პროსტა ამას ეყო ნამუსი და ფეხბურთის თამაში ამჯობინა და წამოვიდა ბარსაში იქ სკამზე ჯდომას და ხელფასის აღებას. ეს სლემბელეა პროსტა ასეთი ცალფაზიანი მე ამის -_-

  • CRackeD13
    schedule 01 თებ 2022, 01:15

    აბდე ,ფატი,ფერანი,ობამეიანგი,დეიონგი,ადამა,დემბელე,ბრაიტა,დეპაი…ძაან ბევრი დავდასხმელი დაგროვდა და ამ დროს გუნდში ნომინალური მარცხენა მცველი 1 არის და ისიც ასაკში და თრამვებისკენ მიდრეკილი..1-1-1 მარცხენა შუა და მარჯვენა მცველი სჭირდება ჰაერივით გუნდს და ზედმეტი დავდასზმელების გაყიდვით უნდა შეზლონ დამატება Vინმე კაის

    გრიმალდო,პაუ ტორესი და პედრო პორო მოუხდება ძალიან დღევანდელ ბარსას

  • Norman Bates
    schedule 01 თებ 2022, 01:12

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    ალემანს ნეიმარის ფული მისცა თავის დროზე….


    მაგიტომ არის ყველა სფეროში პროფესიონალის მოყვანა აუცილებელი და არა ჯიგრულ პონტში შეტენილი აბიდალი და ჟორდი კრუიფი

  • La Pulga10
    schedule 01 თებ 2022, 01:11

    ციტატა: davidus2020
    ახლა პსჟ ნიცას თამაშს ვუყურებ, მესი , რაც ბარსაში იყო იმის მესამედი კი არ არის, ცდილობს მაგრამ არა პსჟ მისი გუნდი! დაბრუნდი სახლში!


    ცდილობს არა ის.ცდილობს ჰქვია,რასაც არგენტინაში შვება.პარიზშო ტურისტის პონტში ჩავიდა.აგერ მსოფლიოზე ნახე თავს გაიგიჟებს,როგორც კოპაზე ქნა.მსოფლიო თუ დადო არგენტინამ და დახურავს ლეო ფეხბურთ.

  • davidus2020
    schedule 01 თებ 2022, 01:04

    ახლა პსჟ ნიცას თამაშს ვუყურებ, მესი , რაც ბარსაში იყო იმის მესამედი კი არ არის, ცდილობს მაგრამ არა პსჟ მისი გუნდი! დაბრუნდი სახლში!

  • Tsitsi
    schedule 01 თებ 2022, 01:02

    ვსოო გაიარა შემოწმებაც ;დდ <3 ჩვენია

  • gecheche
    schedule 01 თებ 2022, 01:00

    ახლა რო დაბრაკონ ობამეიანგი

  • La Pulga10
    schedule 01 თებ 2022, 00:58

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    Aubama Who? Aubama wha?♥️


    Aubamabloodclaatyang!!!!!!!!

  • Iniesta8
    schedule 01 თებ 2022, 00:58

    ''ოფიციალურად: "ბარსელონამ", სარეზერვო გუნდისთვის, "გრანადას" 20 წლის სენეგალელი ფეხბურთელი, ალფა დიონკუ იჯარით აიყვანა – სეზონის ბოლოს კლუბს მისი გამოსყიდვა შეეძლება''

    ნადირები არიან ობამეიანგზე ჩალიჩისას კიდე ვიღაც დაიმატეს,

  • BARC4ever
    schedule 01 თებ 2022, 00:52

    რომელ პიცას მიირთმევენ ნეტა 🤔

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 01 თებ 2022, 00:50

    ალემანს ნეიმარის ფული მისცა თავის დროზე….

  • BARC4ever
    schedule 01 თებ 2022, 00:50

    1 ადამიანი როგორც მინიმუმ წასასვლელია

  • EL MAESTRO 6
    schedule 01 თებ 2022, 00:49

    Iniesta8,
    შეუძლებელი როა მაგიტო ვთქვი მაგრამ ჰოლანდი ზაფხულში შეუძლებელი ნაღდად არ იქნება, ახლა მეტს ვერავის რომ ვერ მოასწრებენ ვიცი, ესეც კი შეუძლებლად მიმაჩნდა

  • Iniesta8
    schedule 01 თებ 2022, 00:47

    《○BIG ĆULE○》,
    ოცნებას კაცი არ მოუკლავს, ეგრევე ჰოლანდი გეთქვა