2021/22 წლების სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა დრო რჩება. დღის მთავარი თემა პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერია, რომელთან დაკავშირებითაც უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.
გთავაზობთ განახლებად გვერდს, სადაც ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ოპერატიულად შევიტან.
21:15 | ბარსელონას სამედიცინო გუნდისათვის არავის უთქვამს, რომ ობამეიანგის შემოწმება ჩაიშალა | COPE
21:16 | სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში “ბარსელონას” შეტევის გაძლიერებას კვლავ აპირებს – კატალონიელები დაბალი სატრანსფერო ღირებულების მქონე თავდამსხმელის დამატებას გეგმავენ. ობამეიანგის ტრანსფერი, მისი ხელფასის გამო, რთული იქნება | Sport
21:21 | “არსენალმა” ობამეიანგს შეატყობინა, რომ მისი ხელფასის ნაწილის გადახდა არ სურს. ტრანსფერის მოგვარება თავად ფეხბურთელსა და “ბარსელონას” მოუწევთ. დემბელე გარიგებაში არ ჩაერთვება | ფაბრიციო რომანო
21:27 | ობამეიანგის გარდა, “ბარსელონა” შეტევის გაძლიერების სხვა ვარიანტიც აქვს | ალფრედო მარტინესი
21:29 | “ბარსელონამ” ობამეიანგისათვის დაგეგმილი სამედიცინო შემოწმების პროცესი გააუქმა | La Sexta
21:35 | ჟოან ლაპორტა დემბელესა და ობამეიანგზე: “არაფერი დასრულებულა. მუშაობა ბოლო წუთამდე გაგრძელდება” | დავიდ იბანიესი
21:41 | დემბელე საკუთარ მომავალთან დაკავშირებით დუმილს ინარჩუნებს. ფეხბურთელთან დაახლოებული წყარო იტყობინება, რომ მას დარჩენა ჯერ კიდევ სურს, მაგრამ არაა გამორიცხული, ფრანგი დღეს წავიდეს | Mundo Deportivo
21:45 | ობამეიანგი ჯერ კიდევ ბარსელონაშია და სიახლეებს ელის – ფეხბურთელი ლონდონში არ გამგზავრებულა | ჟოზეპ სოლდადო
21:51 | ობამეიანგის წარმომადგენელი მატეუ ალემანისთან ერთად სიუტატ ესპორტივას ოფისში იმყოფება – მხარეები გამოსავალს ეძებენ | COPE
22:00 |კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური საიტი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ინიაკი პენია “გალათასარაიში” ითამაშებს.
22:10 | ჩელსიმ უსმან დემბელეს შემოთავაზებით კიდევ ერთხელ მიმართა. | Sky Sports
22:12 | რაფა იუსტე დემბელესთან დაკავშირებით: “დრო კიდევ დაგვრჩა” | MD
🔥22:15 | ჟოან ლაპორტა: “ობამეიანგმა არსენალთან არსებული პრობლემები უნდა მოაგვაროს და კონტრაქტის სწორი პირობები შექმნას”,
22:20 | ბარსას და ჩელსის შორის მოლაპარაკებები გრძელდება. ორივე გუნდი დარწმუნებულია, რომ დარჩენილ დროში საქმის მოგვარება რთული იქნება, თუმცა ისინი მაინც ცდილობენ. |
MCTorresA
🔥22:20 | ჟოან ლაპორტა: “ჩვენ ობამეიანგის შეძენა გვინდა. სიტუაცია რთულადაა, თუმცა იმედი არსებობს”.
🔥22:41 | მატეუ ალემანი, ჟორდი კრუიფი და პიერ-ემერიკ ობამეიანგის წარმომადგენელი – ეულოგიო ბოტასი სიუტატ ესპორტივას ოფისში იმყოფებიან. ასევე, თავის ძმასა და ასისტენტთან, ოსკარ ერნანდესთან ერთად ადგილზე მივიდა ჩავი ერნანდესი.
22:51 | ჟოან ლაპორტა: “დემბელეს შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალს ვეძებთ. რამდენიმე საათი რჩება, თუმცა ყველაფერს ბოლო წუთამდე ვეცდებით”.
🔥 22:51 | ბარსელონამ საავადმყოფოს გადასცა, რომ ობამეიანგი სამედიცინო შემოწმების გასავლელად მივა. |
@victor_nahe
23:01 | ბარსელონა ობამეიანგის შეძენასთან დაკავშირებით კვლავ ოპტიმისტურად გნეწყო. | jugones
23:05 | ლაპორტა: “. რაც შეეხება უსმანს, რამდენიმე შეთავაზება გვაქვს და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული”.
🔥23:10 | ობამეიანგის ტრანსფერი რეალური გახდა. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ალემანმა საქმის მოგვარების თაობაზე აცნობა.
🔥23:13 | სამედიცინო ჯგუფი ობამეიანგისათვის სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად მზადაა. | @Benayadachraf
🔥23:27 | ობამეიანგის გაფორმება 90%-ით გადაწყვეტილია. | @albert_roge
🔥23:28 | ვერბალური შეთანხმება მიღწეულია – კლუბი ობამეიანგის 6-თვიან კონტრაქტს გაუფორმებს (1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით) @David_Ornstein
23:35 | უსმან დემბელეს შეძენას “ტოტენჰემი” ცდილობს. |
@ffpolo
🔥23:39 | ობამეიანგი ბლაუგრანას უფასოდ შეუერთდება და სახელფასო ფონდში წესების დასაცავად, ხელფასს საგრძნობლად შეიმცირებს. | @GuillemBalague
23:42 | თუ დემბელე ბარსას დატოვებს, კლუბში ობამეიანგის გარდა სხვა ახალწვეულებსაც უნდა ველოდოთ |
@gerardromero
🔥🔥23:46 | ობამეიანგი კლუბს უფასოდ შეუერთდება და არა იჯარის წესით. | @charles_watts
🔥🔥23:48 | არსენალი ობამეიანგის გაშვებაზე სავსებით თანახმაა. | Sky Sports
❌ 23:48 | უსმან დემბელემ ტოტენჰემის შეთავაზება უარყო. ფრანგი კლუბში ზაფხულამდე დარჩება. |
@fansjavimiguel
🔥🔥23:51 | ბარსელონა ობამეიანგისათვის ხელის მოსაწერად კონტრაქტს ამზადებს. | @FabrizioRomano
00:05 | ლა ლიგამ ბარსელონას ობამეიანგის რეგისტრაციის ნება დართო, მიუხედავად იმისა, წავა თუ არა უსმან დემბელე კლუბიდან. კლუბმა ლა ლიგასთან გაბონელის სათამაშო ნომერიც წარადგინა | @HelenaCondis
🔥🔥00:13| ჟოან ლაპორტა: “მატეუ ალემანი სასწაულებს ახდენს. დემბელე? მას საბოლოო არჩევანი მივეცით”.
🔥🔥00:21 | ობამეიანგი 1,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასს საგრძნობლად შეიმცირებს. | @tjuanmarti
00:29 | ჟოან ლაპორტა, მასიპი, იუსტე და ჟორდი კრუიფი სასადილოდ გადიან.
00:38 | ოფიციალურად: “ბარსელონამ”, სარეზერვო გუნდისთვის, “გრანადას” 20 წლის სენეგალელი ფეხბურთელი, ალფა დიონკუ იჯარით აიყვანა – სეზონის ბოლოს კლუბს მისი გამოსყიდვა შეეძლება.
00:49 | კლუბის ოფისში ამ წუთებში პიცა მიიტანეს. როგორც ჩანს, წინ გრძელი ღამე გველოდება. |
DavidIbanez5
🔥🔥01:02 | ობამეიანგმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა!! |@gerardromero
01:04 | ობამეიანგი სამედიცინო დაწესებულებაში უკანა კარით შევიდა, რათა ჟურნალისტები თავიდან აეცილებინა. | @VMalo8
01:10 | ჯამში, ობამეიანგმა, ბარსაში სათამაშოდ უარი, თითქმის, 30 მილიონზე თქვა. “არსენალში” დარჩენით, ის მიმდინარე სეზონში 8.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, შემდეგ წელს კი – 19 მილიონს | @VMalo8
01:34 | ობამეიანგს საავადმყოფო ჯერ არ დაუტოვებია. ჟურნალისტებმა უკანა კართან მისი მანქანა შენიშნეს, შესაბამისად, ხალხმრავლობისათვის თავის არიდება ფეხბურთელს ამჯერად ვერ გამოსდის. | @JugoneslaSexta
02:01 | ობამეიანგმა საავადმყოფო დატოვა და ახლა სიუტატ ესპორტივასაკენ მიემართება, რათა კონტრაქტზე ხელი მოაწეროს. | ReshadRahman_
02:41 | ობამეიანგი ჟოან ლაპორტასთან ერთად.
ოფიციალურად: ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა.
03:04 | ობამეიანგმა კონტრაქტი გააფორმა.
03:05 | შესაძლოა, ობამეიანგმა, პირველ რიგში, “არსენალთან” არსებული კონტრაქტი გაწყვიტოს, რისი წყალობითაც ის თავისუფალი აგენტი გახდება. შესაბამისად, “ბარსას” უფლება ექნება, გაბონელის შეძენა სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგაც დაადასტუროს | @antonmeana
03:01 | “ბარსელონა” უსმან დემბელესთან კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს განიხილავს | @tjuanmarti
ალემანი ზაფხულშიი რაააააააავი
დემბელე ტრიბუნაზე კიარ უნდა გადავსვათ, მაქსიმალურად უნდა დავტვირთოთ და იქნება ვინმემ დატრამვოს, არ გაუჭირდებათ,მაგას გავიც მოერევა😁
თუ დარჩება დემბედე ადამას მოვატეხინოთ დემბელეზე ფეხი😂
ობამეიანგს მეორე სუნთქვა თუ გაეხსნება, თორე ბოლო დროს რაც არსენალის თამაშები ვნახე, ვერ ვიტყვი რო რამე სასწაულს აკეთებდა.
მართლა ბრავო ალემანს, ამდენს არ მოველოდი, იმედია კიდევ დიდი ხანი იმუშავებს ბარსაში🔥🔥
დემბელე შე არაკაცო
ამას ქვია მენეჯმენტი და გუნდის მართვა ალემანი ყოფილა რავი სასწაული
ჟოან ლაპორტა: "მატეუ ალემანი სასწაულებს ახდენს" – ბრავო!!!!
მოკლედ ერთი ისღა დაგვრჩენია ტრაორემ დემბელე ვარჯიშებზე გახიოს შუაზე და ეგდოს და წმინდოს მერე ყავარჯნები, იტყვიან რასიზმიო, სამი ფერადკანიანი და სამივე ასეთი გამოყცჰცჰცჰ, დემბელე მორიბა უმტიტი.
კაია რეგისტრაციის პრობლემები რომ არ შეექმნება გუნდს, მაინც გაჩარხეს რა, ყოჩაღ
მე ვაბშე არ გამისწორდებოდა ახლა რო წასულიყო დემბელე გუნდა შეუძლია ევროპა მაინც მოიგოს თამ ძველი დუო იჩითება დემბელე და ობა იქნება კინტრაქტიც გაახანგრXლივკს და მერე მივყიდოთ ნიუკასლს მარა მეეჭვენა ეს ხამჩომ რო ეგ ქმას
ადამა დავაჯახოთ და შეიძლება ვეღარც გაიაროს მაგ ოცთეთრიანმა ჩხირმა
ღირსიც იქნება🤣🤣
ადამიანს რო ობამეიანგის ყიდვა ასე გახარებს, წარმომიდგენია რა მძიმე ცხოვრება გაქვს
სასიხარულო ის არის რომ ჩვენს თვალწინ ჩამოშლილი კლუბი ფეხზე დგება.საღოლ ლაპორტას რომ ალემანი მის გუნდში ჰყავს.მართლა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი უკეთ იქნება.
ღმერთმა იმედი არ მოგიშალოთ
მიჩვეული ვართ ლაპორტასგან ))) ზუსტად ესეთი გაჭირვებით და სირთულით დაიწყო ისეთი ბარსას შენება 😉 ვარსკვლავურ რეალს რომ ათრევდა და არა მარტო რეალს
გილოცავთთ კულეებო! ხელმძღვანელობას ნამდვილად ბრავო. ვფიქრობ, მაქსიმუმი გააკეთეს რაც შეეძლოთ. ალემანს 10/10. ზაფხულში უფრო მაგარ ფოკუსებს ველოდები მისგან:დ
ჯერ არა ;დდ მალე იქნება
ამდენს ნამდვილად არ მოველოდი ახლაა. ცეცხლი გიზგიზებს 🔥🔥
ოფიციალურად ობამა უფასოდ გადმოვიდა გაწყვიტა კონტრაქტი არსენალთან
დემბელე მოგვშორდი რააა
ისე ალმანს საღოლ🔥🔥🔥🔥❤
ოოოხ დემბელე შენი დდშვც, მაინც შეგვეტენა მე ამის ასე და ისე, რა ჯანდაბა უნდა ვუყოთ ამას ზაფხულამდე? საერთოდ არ უნდა ვათამაშოთ სეზონის ბოლომდე და მერე 90 წუთი შევაგდოთ მოედანზე და დაიტრამვოს მერე, გადავუხადოთ ვინმე ფეხბურთელს და ძალით დატრამვოს