სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა | Last minutes

სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა | Last minutes

2021/22 წლების სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა დრო რჩება. დღის მთავარი თემა პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერია, რომელთან დაკავშირებითაც უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

გთავაზობთ განახლებად გვერდს, სადაც ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ოპერატიულად შევიტან.

21:15 | ბარსელონას სამედიცინო გუნდისათვის არავის უთქვამს, რომ ობამეიანგის შემოწმება ჩაიშალა | COPE

21:16 | სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში “ბარსელონას” შეტევის გაძლიერებას კვლავ აპირებს – კატალონიელები დაბალი სატრანსფერო ღირებულების მქონე თავდამსხმელის დამატებას გეგმავენ. ობამეიანგის ტრანსფერი, მისი ხელფასის გამო, რთული იქნება | Sport

21:21 | “არსენალმა” ობამეიანგს შეატყობინა, რომ მისი ხელფასის ნაწილის გადახდა არ სურს. ტრანსფერის მოგვარება თავად ფეხბურთელსა და “ბარსელონას” მოუწევთ. დემბელე გარიგებაში არ ჩაერთვება | ფაბრიციო რომანო

21:27 | ობამეიანგის გარდა, “ბარსელონა” შეტევის გაძლიერების სხვა ვარიანტიც აქვს | ალფრედო მარტინესი

21:29 | “ბარსელონამ” ობამეიანგისათვის დაგეგმილი სამედიცინო შემოწმების პროცესი გააუქმა | La Sexta

21:35 | ჟოან ლაპორტა დემბელესა და ობამეიანგზე: “არაფერი დასრულებულა. მუშაობა ბოლო წუთამდე გაგრძელდება” | დავიდ იბანიესი

21:41 | დემბელე საკუთარ მომავალთან დაკავშირებით დუმილს ინარჩუნებს. ფეხბურთელთან დაახლოებული წყარო იტყობინება, რომ მას დარჩენა ჯერ კიდევ სურს, მაგრამ არაა გამორიცხული, ფრანგი დღეს წავიდეს | Mundo Deportivo

21:45 | ობამეიანგი ჯერ კიდევ ბარსელონაშია და სიახლეებს ელის – ფეხბურთელი ლონდონში არ გამგზავრებულა | ჟოზეპ სოლდადო
21:51 | ობამეიანგის წარმომადგენელი მატეუ ალემანისთან ერთად სიუტატ ესპორტივას ოფისში იმყოფება – მხარეები გამოსავალს ეძებენ | COPE
22:00 |კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური საიტი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ინიაკი პენია “გალათასარაიში” ითამაშებს.
22:10 | ჩელსიმ უსმან დემბელეს შემოთავაზებით კიდევ ერთხელ მიმართა. | Sky Sports
22:12 | რაფა იუსტე დემბელესთან დაკავშირებით: “დრო კიდევ დაგვრჩა” | MD
🔥22:15 | ჟოან ლაპორტა: “ობამეიანგმა არსენალთან არსებული პრობლემები უნდა მოაგვაროს და კონტრაქტის სწორი პირობები შექმნას”,
22:20 | ბარსას და ჩელსის შორის მოლაპარაკებები გრძელდება. ორივე გუნდი დარწმუნებულია, რომ დარჩენილ დროში საქმის მოგვარება რთული იქნება, თუმცა ისინი მაინც ცდილობენ. | MCTorresA
🔥22:20 | ჟოან ლაპორტა: “ჩვენ ობამეიანგის შეძენა გვინდა. სიტუაცია რთულადაა, თუმცა იმედი არსებობს”.
🔥22:41 | მატეუ ალემანი, ჟორდი კრუიფი და პიერ-ემერიკ ობამეიანგის წარმომადგენელი – ეულოგიო ბოტასი სიუტატ ესპორტივას ოფისში იმყოფებიან. ასევე, თავის ძმასა და ასისტენტთან, ოსკარ ერნანდესთან ერთად ადგილზე მივიდა ჩავი ერნანდესი.

22:48 | ჩელსი დემბელეს წაყვანით არ ინტერესდება. | @GuillemBalague
22:51 | ჟოან ლაპორტა: “დემბელეს შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალს ვეძებთ. რამდენიმე საათი რჩება, თუმცა ყველაფერს ბოლო წუთამდე ვეცდებით”.
🔥 22:51 |  ბარსელონამ საავადმყოფოს გადასცა, რომ ობამეიანგი სამედიცინო შემოწმების გასავლელად მივა. |@victor_nahe
23:01 | ბარსელონა ობამეიანგის შეძენასთან დაკავშირებით კვლავ ოპტიმისტურად გნეწყო. | jugones
23:05 | ლაპორტა: “. რაც შეეხება უსმანს, რამდენიმე შეთავაზება გვაქვს და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული”.
🔥23:10 | ობამეიანგის ტრანსფერი რეალური გახდა. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ალემანმა საქმის მოგვარების თაობაზე აცნობა. 
🔥23:13 | სამედიცინო ჯგუფი ობამეიანგისათვის სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად მზადაა. | @Benayadachraf
🔥23:27 | ობამეიანგის გაფორმება 90%-ით გადაწყვეტილია.  | @albert_roge
🔥23:28 | ვერბალური შეთანხმება მიღწეულია – კლუბი ობამეიანგის 6-თვიან კონტრაქტს გაუფორმებს (1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით) @David_Ornstein
23:35 | უსმან დემბელეს შეძენას “ტოტენჰემი” ცდილობს. | @ffpolo

🔥23:39 | ობამეიანგი ბლაუგრანას უფასოდ შეუერთდება და სახელფასო ფონდში წესების დასაცავად, ხელფასს საგრძნობლად შეიმცირებს. | @GuillemBalague
23:42 | თუ დემბელე ბარსას დატოვებს, კლუბში ობამეიანგის გარდა სხვა ახალწვეულებსაც უნდა ველოდოთ | @gerardromero
🔥🔥23:46 | ობამეიანგი კლუბს უფასოდ შეუერთდება და არა იჯარის წესით. | @charles_watts
🔥🔥23:48 | არსენალი ობამეიანგის გაშვებაზე სავსებით თანახმაა. | Sky Sports
23:48 | უსმან დემბელემ ტოტენჰემის შეთავაზება უარყო. ფრანგი კლუბში ზაფხულამდე დარჩება. | @fansjavimiguel
🔥🔥23:51 | ბარსელონა ობამეიანგისათვის ხელის მოსაწერად კონტრაქტს ამზადებს. | @FabrizioRomano
00:05 | ლა ლიგამ ბარსელონას ობამეიანგის რეგისტრაციის ნება დართო, მიუხედავად იმისა, წავა თუ არა უსმან დემბელე კლუბიდან. კლუბმა ლა ლიგასთან გაბონელის სათამაშო ნომერიც წარადგინა | @HelenaCondis
🔥🔥00:13| ჟოან ლაპორტა: “მატეუ ალემანი სასწაულებს ახდენს. დემბელე? მას საბოლოო არჩევანი მივეცით”.
🔥🔥00:21 |  ობამეიანგი 1,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასს საგრძნობლად შეიმცირებს. | @tjuanmarti
00:29 | ჟოან ლაპორტა, მასიპი, იუსტე და ჟორდი კრუიფი სასადილოდ გადიან. 

00:38 | ოფიციალურად: “ბარსელონამ”, სარეზერვო გუნდისთვის, “გრანადას” 20 წლის სენეგალელი ფეხბურთელი, ალფა დიონკუ იჯარით აიყვანა – სეზონის ბოლოს კლუბს მისი გამოსყიდვა შეეძლება.
00:49 | კლუბის ოფისში ამ წუთებში პიცა მიიტანეს. როგორც ჩანს, წინ გრძელი ღამე გველოდება. | DavidIbanez5
🔥🔥00:54 | ობამეანგი სამედიცინო შემოწმებას გადის. | @samuelmarsden
🔥🔥01:02 | ობამეიანგმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა!! |@gerardromero
01:04 | ობამეიანგი სამედიცინო დაწესებულებაში უკანა კარით შევიდა, რათა ჟურნალისტები თავიდან აეცილებინა. | @VMalo8
01:10 | ჯამში, ობამეიანგმა, ბარსაში სათამაშოდ უარი, თითქმის, 30 მილიონზე თქვა. “არსენალში” დარჩენით, ის მიმდინარე სეზონში 8.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, შემდეგ წელს კი – 19 მილიონს | @VMalo8
01:34 | ობამეიანგს საავადმყოფო ჯერ არ დაუტოვებია. ჟურნალისტებმა უკანა კართან მისი მანქანა შენიშნეს, შესაბამისად, ხალხმრავლობისათვის თავის არიდება ფეხბურთელს ამჯერად ვერ გამოსდის. | @JugoneslaSexta
02:01 | ობამეიანგმა საავადმყოფო დატოვა და ახლა სიუტატ ესპორტივასაკენ მიემართება, რათა კონტრაქტზე ხელი მოაწეროს. | ReshadRahman_
02:05 | ობამეიანგი უკვე სიუტატ ესპორტივაზე იმყოფება. | @fansjavimiguel
02:41 | ობამეიანგი ჟოან ლაპორტასთან ერთად.

ოფიციალურად: ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა.
03:04 | ობამეიანგმა კონტრაქტი გააფორმა.
03:05 | შესაძლოა, ობამეიანგმა, პირველ რიგში, “არსენალთან” არსებული კონტრაქტი გაწყვიტოს, რისი წყალობითაც ის თავისუფალი აგენტი გახდება. შესაბამისად, “ბარსას” უფლება ექნება, გაბონელის შეძენა სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგაც დაადასტუროს | @antonmeana
03:01 | “ბარსელონა” უსმან დემბელესთან კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს განიხილავს | @tjuanmarti
pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (116)

  • Iniesta_8
    schedule 01 თებ 2022, 00:46

    დემბელეს კასტეტიანი ხულიგნები უნდა მოუგზავნო და მთელი სხეული უნდა დაუმტვრიო ისე რომ ფეხზე ვეღარც გაიაროს. ბოლომდე აზარალა გუნდი მაგ შავმა ნეხვის ნაჭერმა.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 01 თებ 2022, 00:46

    Aubama Who? Aubama wha?♥️

  • EL MAESTRO 6
    schedule 01 თებ 2022, 00:46

    ახლა დილით თუ კიდე რაიმე ტრანსფერი დამხვდა ( მაგალითად გრიმალდოზე) ალემანს ძეგლს დავუდგამ ალბათ სახლში

  • Iniesta8
    schedule 01 თებ 2022, 00:46

    gecheche,
    იმიტომ რომ ევროპა ლიგაზე 3 ახალწვეულის დარეგისტრირება შეიძლება, ავესი, ფერანი და ადამა დავარეგისტრირეთ და როგორც ციციმ თქვა თუ ახალწვეულს ამოვაგდებთ მაშინ შევძლებთ მგონი

  • La Pulga10
    schedule 01 თებ 2022, 00:43

    ეგაა ობა ჩვენია,თან მართლა თუ 1.5 წლით მოვა კაი ზამენა იქნება.წესით გოლების რეალიზაცია აღარ უნდა გაგვიჭირდეს.ოთხეულლში თავისუფლად შევალთ და ევროპაზეც გავქაჩავთ წესით.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 01 თებ 2022, 00:40

    Tsitsi,
    მაგალითად უმტიტი :დდ

  • rivaldo80
    schedule 01 თებ 2022, 00:40

    15 თამაში 7 გოლი ორი საგოლე 32 წლის ფორვარდია თან ძალიან მოძრავი და სწრაფია იმედია 100% ჩვენი გახდა

  • Ntpg
    schedule 01 თებ 2022, 00:39

    კარგია ობამეიანგი. დასამარდა დემბელეს თამაშის შესაძლებლობა. არ არის გამყიდველების ადგილი გუნდში

  • Tsitsi
    schedule 01 თებ 2022, 00:39

    ციტატა: gecheche
    Iniesta8,
    რატო ვერ ითამაშებს ?


    შეუძლია, თუ რომელიმე ახალწვეულს ამოვაგდებთ ევროპა ლიგის განაცხადიდან და მაგას ჩავსვამთ

  • torniket
    schedule 01 თებ 2022, 00:38

    ციტატა: Tsitsi
    წესით მოგვარდა ყველაფერი და მაგიტომ მოიცალეს საჭმელად ;დდ არ მჯერა!! ფერანი, ალვესი, ადამა ტრაორე და ობამეიანგი გაგვიჩნდა არსაიდან;დ

    თან უმტიტის ხელფასი კოუს იჯარა, მოკლედ კაი სატრანსფერო პოლიტიკა გაატარეს

  • Tsitsi
    schedule 01 თებ 2022, 00:37

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    Tsitsi,
    დავიძინო ანუ? სკოლაა ხვალ😁😁


    კი, დაიძინე… დაგხვდება ტრანსფერი

  • Iniesta8
    schedule 01 თებ 2022, 00:37

    ალემანი არის უძაანმაგრესი…

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 01 თებ 2022, 00:36

    Tsitsi,
    დავიძინო ანუ? სკოლაა ხვალ😁😁

  • Tsitsi
    schedule 01 თებ 2022, 00:35

    წესით მოგვარდა ყველაფერი და მაგიტომ მოიცალეს საჭმელად ;დდ არ მჯერა!! ფერანი, ალვესი, ადამა ტრაორე და ობამეიანგი გაგვიჩნდა არსაიდან;დ

  • gecheche
    schedule 01 თებ 2022, 00:35

    Iniesta8,
    რატო ვერ ითამაშებს ?

  • Iniesta8
    schedule 01 თებ 2022, 00:33

    ობამეიანგი ბარსას ფეხბურთელია, საწყენია ევროპა ლიგაზე ვერ ითამაშებს მაგრამ იქნებ ლალიგაშ ქნას რამე

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 01 თებ 2022, 00:30

    ხალხი კლუბში გადმოსვლის გამო ხელფასს ასე იმცირებს,კონტრაქტს წყვეტს კლუბთან,ძალიან დასაფასებელია… ყველაზე მეტად იმაზე ვიღადავებ ჩავის რომ შეეცოდოს დემბელე ათამაშოს და მაგან და ობამეიანგმა საოცარი დუეტი აღადგინონ🤣🤣

  • EL MAESTRO 6
    schedule 01 თებ 2022, 00:27

    ხელფასს თუ შეიმცირებს იყოს 1,5 წლით, მერე ან ზაფხულში გაყიდიან ან იმის მომდევნო ზაფხულში უფასოდ წავა სადმე დაკარგულში

  • Norman Bates
    schedule 01 თებ 2022, 00:21

    ამ შემადგენლობაში დემბელეს ადგილი ისედაც არაა, განზრახ ტრიბუნებზე დასმა საჭირო არაა. ჯანსაღ კონკურენციაშიც განწირულია

  • Ronaldinho.R10
    schedule 01 თებ 2022, 00:20

    დარჩენილ სეზონში ოთხეულში შესვლა და ზაფხულში წმენდა იქნება, + ტრანსფერები