workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პირველი სრული ვარჯიში მიმდინარე სეზონში

პირველი სრული ვარჯიში მიმდინარე სეზონში

დღევანდელი ხუთშაბათი არ ყოფილა ჩვეულებრივი დღე “ბარსელონაში”, რადგან მიმდინარე წინასასეზონო ეტაპზე პირველად, ჰანსი ფლიკს საერთო ვარჯიშზე ყველა ხელმისაწვდომი მოთამაშე ჰყავდა. დილის ვარჯიში “სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე” თბილისის დროით 11:30 საათზე დაიწყო.

პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომი მოთამაშე ჩართულია

“ბარსელონას” მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ვარჯიში ჩაატარა პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომი მოთამაშის მონაწილეობით. მათ შორის იყვნენ ლამინ იამალი, პაუ კუბარსი, ოლმო და პედრი, რომლებიც გუნდს ოთხშაბათს შეუერთდნენ, ასევე ჟიულ კუნდე, რომელიც სამშაბათს დაბრუნდა.

ამასთანავე, დილის ვარჯიშში “ბარსა ატლეტიკისა” და ახალგაზრდული გუნდის 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა: ჰამზა აბდელკარიმი, ალვარო კორტესი, ჟორდი პესკერი, ორიან გორენი, ებრიმა ტუნკარა, ბრაიან ფარიანიასი, ჩავი ესპარტი, ჟოფრე ტორენტსი, გილე ფერნანდესი, ტომი მარკესი, ტონი ფერნანდესი და არონ იააკობიშვილი.

სიახლეში, რომელიც დღევანდელ ვარჯიშს ეძღვნება, “ბარსელონამ” საერთოდ არ ახსენა ფერან ტორესი. ეს შეიძლება იმის მინიშნებად მივიღოთ, რომ “ბლაუგრანა” ესპანელს გუნდის შემადგენელ ნაწილად აღარ მიიჩნევს და მისი “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლა გადაწყვეტილია.

დღეს მხოლოდ ერთი ვარჯიში

“ბარსელონამ” დღეს, 13 აგვისტოს დაგეგმილი ერთადერთი ვარჯიში დაასრულა. გუნდი დილის საათებში პარასკევსა და შაბათსაც ივარჯიშებს, წინ კი უკვე “ბაზელთან” ამხანაგური მატჩია (შეხვედრა 16 აგვისტოს, თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 14 აგვ 2026, 12:17
    #12

    ბაზელსაც არ აჩვენებს ტელევიზია? და გამპერის თასს?

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 13 აგვ 2026, 22:13
    #10

    ფერანის გახანგძლივებული კონტრაქტიდან ეკუთვნოდათ 8🍋 და მაგის გამო გაწუწკდნენ შეიხები, ხომ არიან ღირსები გაისად სულ უფასოდ წამოიყვანო?

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    schedule 13 აგვ 2026, 18:08
    #8

    კასტელო ლუკებაზე და მიქაუტაძეზე იწერება ძალიან ბევრი და სიმართლე გითხრათ მე პირადად მირჩევნია რომ ეგ ორი მოიყვანონ ვიდრე პრობლემატურ ხალხს სდიონ.
    ერთი რაც გამიტყდა სპენსის გაყიდვა იყო, თან 31.5 მილიონად, მაშინ როცა აქეთ ბალდე გვყავს და მაგის წასვლაზე არაფერი იწერება, მაქს. კუნდეზე. მაგრამ დაცვის ამბავში მგონია რომ გარღვევები აუცილებლად იქნება, უბრალოდ ჯერ როდრი და სტრაიკერია დასახური და პლუს ვიღაცეები არიან გასაყიდები.

    რომანოს ვუსმენდი ახლა იუთუბზე და ბარსამ 60 გაუგზავნა სიტისო და სიტიმ პირდაპირ შემოუთვალათ 80იო, ფაბრიციო და მეც ვფიქრობთ რომ სადღაც 70ზე გაჩერდება ეგ ბაზარი, ან ჰა ჰა 65+მარტივი ბონუსებით 10მლნ. როდრიზეც თქვა რო ძალიან წყნარადაა და ბარსას უცდისო, მაგასთან არაფერი შეცვლილაო, ბარსაში უნდაო და კლუბების შეთანხმებას ელოდებაო.

    მე ახლა უფრო მეტად სტრაიკერსა და მცველზე ვფიქრობ.
    დღეს მიქაუტაძეზე აზუზუნდა მთელი ესპანური პრესა და სიმართლე რომ ვთქვათ ასეთი განადგურებული ალვარესის ასე ყიდვას მართლა მირჩევნია მიქაუტაძის 3ჯერ იაფად წამოყვანა. სტილისტიკურად წესით უნდა დაგვაკვდეს, თუ მოინდომა და მაგრად ივარჯიშა მაგისგან ფლიკი ძაან მაგარ ვიღაცას დააყენებს და რისკი აქაცაა და იქაც, ზატო აქ 3ჯერ ნაკლებს მაინც იხდი და რო რამე მომავალი სეზონისთვის ინახავ თანხას რო ალვარესს კი არა ჰალანდს დაუმიზნო, მაგრამ ჩემი აზრით გაამართლებს მიქა და გაოცებულს დატოვებს სამყაროს.
    ზოგადად ფეხბურთი და მისი სამყარო ძალიან უსამართლოა.. ახლა რომ მიქა ინგლისელი ან ბრაზილიელი იყოს ჟოაუ პედროზე ნაკლები პიარი და ღირებულება არ ექნებოდა.
    ჯამში 4 კლუბსა და 1 ნაკრებში უთამაშია, აქედან 4გან გაამართლა და მარტო გაცამტვრებულ აიქასში ჩაიჯვა ისიც იმიტომ რომ მწვრთნელი და მთლიანი გუნდი გამო*ლეებული ყავდა თორე მაგის მერე წავიდა ლიონში და შერკისთან ერთად საუკეთესო იყო, წავიდა ვილიარეალში და პირველივე სეზონში ვილიარელის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა. თან რაღაცნაირად ქლაჩ ფეხბურთელია, აი მაშინ როცა არაფერი ხდება და გოლი გინდა ისე შეიძლება გამოხტეს და მომენტი შეექმნას რო რავიცი, სივრცეებში სწორად გადაადგილდება, ფინიშინგი მაღალ დონეზე აქვს თან მრავალფეროვანია, პასებს არ ჟმოტავს, ტაქტიკებს ერგება, ერთი ისაა რო ფიზიკურად უნდა ივარგოს და ფლიკმა თუ ისეთ ჯანზე დააყენა როგორც თავის დროზე გორეცკა მაშინ რავიცი..
    ალვარესი კი კარგია მაგრამ რეალურები თუ ვიქნებით, ბევრით არც არაფრით აღემატება მიქაუტაძეს, ერთი შორიდან უფრო მეტს უბრაგუნებს, თორე დანარჩენი იგივეა და რატომ ვიხდით 3ჯერ მეტს და საერთოდ რატო გვაქვს ატლეტიკოსთან ურთიერთობა?
    პროსტა ერთი ისაა რომ ცოდოა ეგ ბიჭი, მარა თან ეგეც კარგად წაუ*ლევებს რადგან ვარჯიშებზე მაინც დადის და წესიერად არ ატ*აკებს ხოდა ამ ბარსამაც როდემდე უნდა ითმინოს იმ *ლე გუნდისგან დამცირება?! თან ვერც იმას იტყვი არ ეცადნენო, რადგან ლამის მთელი სატრანსფერო ფანჯარა მაგას მიახარჯეს და უნდა შეეგუონ რომ არ გამოდის და გადაერთონ მიქაზე. სავარაუდოდ 50+5 დაგვიჯდება, ანუ იგივე რაც ტორესის თანხა, ხოდა რას ველოდებით.
    დალშე ბექაბად ეგერაა გორდონი, ლოპესი, ოლმო.. პარიზიც ეგრე არ თამაშობს?! ფლანგებზე ჰყავთ რეაქტიული ხალხი და ცენტრშიც ცრუ 9-თი თამაშობენ დემბელეთი. ჩვენც ანალოგიურად რომ გადავეწყოთ რავი რესურსი არ გვაქვს თუ? ფლანგებზე იამალი-რაფინია, ცენტრში გორდონი/მიქა, მე მგონია რომ ეგ ამბავი კარგად იმუშავებს. მთავარია რო დაცვას მიხედონ დაცვას! ეგერ ნახდაცვას კი ვაბეტონებთ და აი დაცვაშიც თუ ვქენით რამე, მერე მართლა რავიცი, რესურსი კი გვაქვს და რამე იქნება. აგერ ესპანეთსაც არ მოუგია მსოფლიო გამოკვეთილი ცხრიანით რადგან მაშინ როცა ნახდაცვა და დაცვა დალაგებული გყავს და სისტემაც მოწესრიგებულია, წინ 1-2 კაი შემქმნელი და საკმარისია.

    • Visca barca
      Visca barca გულშემატკივარი
      schedule 13 აგვ 2026, 18:50
      #9

      ფლიკმა ტუნკარა გამოცადა ცრუ ცხრიანადო

  • BlackBull
    BlackBull გულშემატკივარი
    schedule 13 აგვ 2026, 17:51
    #7

    მოკლედ როდრის თემა სე რატომ გაიწელა? რეალს თუ აძლევდნენ 60 მილიონად ჩვენ გვაყლევებენ? მომავალწელს მაინც მიდის და 60 მილიონი+ ბონუსებმა რატომ არ დააკმაყოფილა, იმედია იყიდიან როდის

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 13 აგვ 2026, 17:36
    #6

    80 მილიონს ფეხს არ უცვლის სიტი და რავიცი ღირს რო გადახდა უკვე აღარ ვიცი…🙄

    • Bakero
      Bakero ლეგენდა
      schedule 14 აგვ 2026, 01:53
      #11

      ღირს ჯერ მხოლოდ იმიტომ რომ რეალში არ უნდა გაუშვა და მოურინიომ გაასაყრდენოს თურქი 🙂

  • AMZNG
    AMZNG კულე
    schedule 13 აგვ 2026, 16:05
    #3

    მიქაუტაძეზე იწერება აქტიურად რომ ფერანის ადგილს დაიკავებს,დეკუს მოსწონს და დიდი ალბათობით იყიდიანო,რომერომაც თქვა დაუკავშირდა ფეხბურთელსა და გარემოცვას და ამავდროულად ფლიკიც ესაუბრაო.ჭორი აღარაა,სპორტმა,მარკამ და რომერომ დაადასტურეს.ფერანის ტრანსფერი უკვე ფინალიზირებულია და ფაქტიურად პსჟ -ს ფეხბურთელია.

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 13 აგვ 2026, 15:30
    #2

    ებიჯო, ვერ დახურეს როდრის ტრანსფერი? რა გაახურეს საქმე რა.

    • La Pulga10
      La Pulga10 ვეტერანი
      schedule 13 აგვ 2026, 17:05
      #4

      65 მლნ-ზე უარი თქვა სიტიმო 80 ს ითხოვენო

      • Robert lewandovski
        Robert lewandovski კულე
        schedule 13 აგვ 2026, 17:30
        #5

        ისე, 30 წლის კაცში მაგხელა თანხა ცოტა ნამეტანი ხო არაა? და თან ტრავმებისკენაა მიდრეკილი საკმაოდ, რავიცი თან კონტრაქტიც შემდეგ წელს უმთავრდება და. ატრაკებენ შეიხები.

  • David_Villa...7
    David_Villa…7 გულშემატკივარი
    schedule 13 აგვ 2026, 15:20
    #1

    ფერმინი დადგება ბოლოს ფორვარდად ან ოლმო აგერ მე და აგერ თქვენ :))) ესენი ვინმეს არ იყიდიან ქნ თუ იყიდეს დაარეგისტრირებენ ?