მაურისიო პოჩეტინო "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ

მაურისიო პოჩეტინო "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში "ბარსელონასთან" გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ საპასუხო მატჩი გველის. წინ კიდევ ერთი 90 წუთია და მათ შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავთ. იდეალური არაფერია. მე კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით და შედეგით, თუმცა კვირას დიდი მატჩი გველის "მონაკოსთან" და ამაზე უკვე ვფიქრობთ. 

ვერატი? ის ძალიან კარგად კითხულობს თამაშს. ის ხელს გვიწყობს, რათა დაცვიდან ისე გამოვიდეთ, შეტევები წარმატებით დავიწყოთ. მას შეუძლია დაუღალავად იმუშაოს და შეტევაში მომენტები შექმნას. 

მბაპე? ეჭვგარეშეა, რომ მიუხედავად მისი ასაკისა, კილიანი არის - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. მან უკვე უამრავი საოცრება ჩაიდინა. ახლა ჩვენ ღრუბლებში ყოფნა არ გვჭირდება.

- პოჩეტინოს სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #12 17 თებერვალი 2021 20:32
    0
    რაოდენ დიდი ტაქტიკოსიც არ უნდა იყოს მწვრთნელი, თუ შესაბამისი დონის ფეხბურთელები არ ჰყავს, ვერ მოიგებს ბრძოლას, მაგრამ რაოდენ შესაბამისი ფეხბურთელებიც არ უნდა ჰყავდეს, თუნდაც უმაღლესი დონის ტაქტიკოს მწვრთნელს, გუნდს თუ მოტივაცია ვერ გაუღვივა, ვერც ეს მოიგებს ბრძოლას! დიახ, მაღალი რანგის მწვრთნელი, ასევე, უმაღლესი დონის მოტივატორი უნდა იყოს და ეს გუნდს მოედანზე შემოსვლისთანავე უნდა ეტყობოდეს... ყველას გვახსოვს გვარდიოლას „ბარსა“, როგორი შემართება ჩანდა პუიოლის, პიკეს, ალვეშის, ინის, ჩავის, ვილიას თვალებში - ისინი მოტივირებულნი იყვნენ გამარჯვებისკენ! არ ვიცი როგორ, მაგრამ პეპი. ლუჩო ამას აკეთებდნენ... გუშინ კი რა ეტყობოდათ გამოსვლისთანავე მესის, ბუსკეტს, გრიზმანს, ალბას, არაფერს ვამბობ ახალგაზრდებზე? აბსოლუტური შიში, მცველებს ეშინოდათ მბაპესი და კიდევ უარესი, იკარდისიც! ნახევარდაცვა ბუსკეტსის თამადობით, საერთოდ გააქრეს ვერატის თამადობით (ლექსივით კი გამოვიდა?!) , შეტევაში მესის ისევ შემოულაწუნეს სინდრომი („ნატვრის ხე“-ში რომ არის სცენა, მღვდელთან რომ დაჰყავთ ტიპი შემოსალაწუნებლად) დაემართა, გაჰქრა, გრიზმანი დარბოდა, დემბელე კიდევ... დემბელეზე სწრაფი და ტექნიკური უტვინო ფეხბურთელი თუ თქვენ გეგულებათ დაასახელეთ. წარმოიდგინეთ წუთით, რომ დემბელეს ის გოლი გაეტანა, 2-0 უკვე ის შედეგი იქნებოდა, რომელსაც შეეძლო სულ სხვა, დღეს ალბათ წარმოუდგენელი სვლა მიეცა თამაშისთვის. პირდაპირ გეტყვით - ვცოფდები, როდესაც წარმოვიდგენ რამდენი უჭკვიანესი ფეხბურთელია, რომლებსაც რომ მისცე ამ უტვინოს სისწრაფე, რანი იქნებოდნენ... მოკლედ, კუმანმა წაგებაზე მოტივირებული გუნდი გამოიყვანა მოედანზე. რა ვიცი, კუმანის ფეხბურთელობაც მინახია და ტიპი თვითონ იყო ლიდერი როგორც ბარსაში, ასევე ჰოლანდიის ნაკრებში (რომლის გულშემატკივარი ვიყავი მრავალი წელი), სულ მოტივირებული, შემართული ფეხბურთელი იყო, მაგრამ დიდ მწვრთნელობას სხვა გაქანება სჭირდება. მე ვფიქრობ, ჩვენ ბარსას გულშემატკივრებს ისე გვაქვს გამჯდარი ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის გულშემატკივრობის ფუფუნების სიტკბო, რომ რეალობას ცოტათი მოვსწყდით... დიახ, მორჩა ის ეპოქა, აღარ დაბრუნდება. დღეს სახეზეა თაობათა ცვლა (რამხელა პატივია, თან რაოდენ ძნელი იმ თაობის შეცვლა). ამ პროცესში დღეს ბარსა მდიდარია - დე იონგი, ფატი, პედრი, არაუხო, მორიბა, პუჩი, მინგესა, ტრინკაუ, დე ლა ფუენტე და კიდევ 3-4 მომავალი თაობის ვარსკვლავები, რომლებიც მაღალი დონის მწვრთნელთან ერთად აუცილებლად ისევ დაიპყრობენ უმაღლეს მწვერვალებს, ამას კი დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ გულშემატკივრებსაც გვმართებს მოთმინება, თვალი გავუსწოროთ რეალობას და ამ გუნდით არარეალური ტიტულები არ მოვითხოვოთ, ახლა მე რომ მკითხოთ, ახალგაზრდები ათამაშონ უფრო ხშირად და გუნდში დარჩენილი იმ დიდი გუნდის წევრების - პიკეს, ალბას, ბუსკეტცის, და რასაკვირველია გენიალური მესის შესაბამისი პატივით გაცილებაზე იფიქრონ და არ ჩა......ნ ისე, როგორც ეს მოუვიდათ დანისთან და სუასთან მიმართებაში. ამ დარჩენილებმაც უფრო მეტად უნდა იზრუნონ, რომ შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა გადასცენ მომავალ თაობას, მიიღონ გულშემატკივრებისგან მადლობა იმ საოცარი, დაუვიწყარი წლების, თვეების, საათების, წუთებისა და წამებისთვის, რაც მათ სხვებთან ერთად გვაჩუქეს, კიდევ ერთხელ დაიგუგუნოს კამპ ნოუმ - მეეეეესსსსი, მეეესსსსი, მეეესსსსი და შევუდგეთ ახალ აღმართებს მორიგი სასწაულებისკენ!
    Culé [?]
    #11 17 თებერვალი 2021 18:02
    0
    ვინმეს კიდევ აქვს იმედი რომ განმეორებით მატჩში იზამენ რამეს პარიზში ამ სამარცხვინო მარცხის შემდეგ კამპ ნოუზე?მტერი არაა მეტი.
    Culé [?]
    #10 17 თებერვალი 2021 17:59
    0
    კუმანს არაფერს ვერჩოდი თუმცა ფაქტია რომ პოჩეტინომ პირადად მოუგო მატჩი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 17 თებერვალი 2021 15:08
    3
    კაი რაა რა საპასუხო მატჩი კამო ნოუზე მაინც იყოს რაღაცა იმედი იქნებოდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 17 თებერვალი 2021 14:39
    3
    კუმანმა ჩაი***
    მის კისერზეა ეს სირცხვილი პირველ რიგში.
    Guardiola21
    სტუმარი [?]
    #7 17 თებერვალი 2021 14:36
    3
    ციტატა: Konrad de la Fuente
    მესის რაც შეეხება, კი ბაზარი არაა ერთი კაცი რამდენს იზავ, მარა ცოტა მონომება მაინც რო ყოფილიყო ხო შეიძლებოდა? დადიოდა ფაქტიურად.

    მესმის ძმაო და მეც ვერ ვეგუები მაგას რომ მესი დადიოდა მაგრამ... მესი კიარა მე როცა ეზოში ვთამაშობდი და ვხედავდი უსისხლო ხალხს როვერ გაარყევდი მე მეკარგებოდა მუღამი და აღარ მინდოდა თამაში, მიუხედავად იმისა რომ 24 დან 16 საათი ფეხბურთს ვთამაშობდი 😁 და მესის ამხელა ფეხბურთის ღმერთს რომ ჩემნაირ სიტუაციაში ათამაშებ როგორც ჩემი ეზოს ბავშვები თამაშობდნენ ეჯ*ება ხასიათში ალბათ რავი ძაან მწყინს და ვწუხვარ რომ ასე აკეთებს მაგრამ ჩვენ ვერც წარმოგვიდგენია ალბათ მესი რას გრძნობს... 😑😑😑 ძაან ცუდია რაც ხდება ძაან ... მოკლედ არავის ვამართლებ თავის მესიანად მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით მაინც აქვს მიზეზები ასე მგონია.
    ფანი [?]
    #6 17 თებერვალი 2021 13:09
    1
    ციტატა: Konrad de la Fuente
    მესის რაც შეეხება, კი ბაზარი არაა ერთი კაცი რამდენს იზავ, მარა ცოტა მონომება მაინც რო ყოფილიყო ხო შეიძლებოდა? დადიოდა ფაქტიურად.

    ხო ვატყობდი მეც მარა იმ ხეიბარ დემბელეს რო დაერტყა წესიერად 2 0 ხდებოდა და სულ სხვა თამაში წავიდოდა მარა ხეიბარი რისი ხეიბარია თუარ იჩალიჩა რამე ტრინკაო კარგად შემოვიდა გუშინ ჩემიაზრით გუშინ რაცათამაშა კუმანმა ათამაშა ჩმორი ფეხბურთი რასაც ქვია პლიუს გეიე გასაძევებელი იყო მოკლედ ქამბექი კიარა ფრე რო მორჩეს ძაან კაიიქნება ბოლო ბოლო ისე მანჩესტერმა დაუქამბექა პესეჟეს და რავიცი მაგრამ მე მაინც არ მჯერა მოკლედ სიტიში უნდა წავიდეს ლეო პიკე ბუსკეცი ალბაც წასავლელია დამთავრდა ის დრო აღარაა ხელახლა უნდა აშენდეს გუნდი და მწვრთბელად ტენ ჰააგი ან ნაგლესმანი უნდა მოვიდეს ჩემიაზრით ჩავი ჯერ ადრეა ჩემიაზრით❤
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 17 თებერვალი 2021 13:09
    2
    ციტატა: Wtf man
    ყველაფერი კუმანის ბრალია. დესტი და ალბა რო ცენტრალურ მცველებად დააყენა და გრიზმანი დემბელე ფლანგის მცველებად ზუსტად მაგან დაგვღუპა. <<ცენზურის დარღვევა>> კაცი სუფთა. ათამაშე რა გუნდს ჩვეულებრივი ფეხბურთი როგორიც იცის. ლამაზი ფეხბურთით მაინც წაგვეგო და არა ამ სიმახინჯეთი არა რა სანამ ხავი არ მოვა არაფერი გვეშველება. ამ ზაფხულს უეჭველი უნდა მოიყვანონ და ეს გააგდონ. დეპაი გარსია ვეინალდუმი უფასოდ დაიმატონ ფულით ესენი ვერავის იყიდიან არ აქვთ და უფასოებზე მაინც იჩალიჩონ

    ეგრეა, რა აზრი აქვს ვერ ვხვდები. ერთადერთი მიზეზი , თუ რატომაც კუმანი ბარსას მწვრთნელი არის დღეს არის ის, რო სტილს არ უღალატოს. მაგ ტაქტიკით ას მწვრთნელს ჩამოვთვლი ვინც უკეთ ათამაშებდა გუნდს.
    ექვსი მცველი დააყენა :დდ
    ის ცალკე პრობლემაა ,რო გუნდს ბრძოლა არ შეუძლია, მოგებაზე არარი ლაპარაკი, ჩვენსავით ფერენცვარიშიც აღარ ფარჩაკდება ლიგაზე უკვე.

    წარმოიდგინეთ , ეს იუვენტუსი რომელიც არაფერი გუნდი არაა , მოდის და კამპნოუზე პირველი ადგილისთვის თამაშს გვიგებს 3 -0ს. და მერე გვაქ იმედი რო პესეჟეს გავუქაჩავთ, რომელოც იუვეზე კარგი გუნდია დღესდღეობით:დდ
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    ფანი [?]
    #4 17 თებერვალი 2021 13:06
    1
    ნუ აი რა ვთქვა არც კი ვიცი პროსტა ესეთი დაგრუზული არვყოფილვარ არასდროს არც 4-0 რო წავაგეთ მაშინ ძან მჯეროდა რო გავიდოდით და ეხლა კიდე საერთოდ იმედი არ მაქ რო გავალთ
    ფანი [?]
    #3 17 თებერვალი 2021 13:04
    6
    მესის რაც შეეხება, კი ბაზარი არაა ერთი კაცი რამდენს იზავ, მარა ცოტა მონომება მაინც რო ყოფილიყო ხო შეიძლებოდა? დადიოდა ფაქტიურად.
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #2 17 თებერვალი 2021 13:02
    0
    ყველაფერი კუმანის ბრალია. დესტი და ალბა რო ცენტრალურ მცველებად დააყენა და გრიზმანი დემბელე ფლანგის მცველებად ზუსტად მაგან დაგვღუპა. <<ცენზურის დარღვევა>> კაცი სუფთა. ათამაშე რა გუნდს ჩვეულებრივი ფეხბურთი როგორიც იცის. ლამაზი ფეხბურთით მაინც წაგვეგო და არა ამ სიმახინჯეთი არა რა სანამ ხავი არ მოვა არაფერი გვეშველება. ამ ზაფხულს უეჭველი უნდა მოიყვანონ და ეს გააგდონ. დეპაი გარსია ვეინალდუმი უფასოდ დაიმატონ ფულით ესენი ვერავის იყიდიან არ აქვთ და უფასოებზე მაინც იჩალიჩონ
    ფანი [?]
    #1 17 თებერვალი 2021 12:56
    4
    შენ და ცინგლიანი მბაპეს ნაირებს რო აბლატავებს იმ ბარსელონას დდშვ. ეგ მბაპე ფინალში ბავარიამ გააქრო, ასეთ ბარსასთან ნეგრედოებიც მაგრები ჩანან.