მაურისიო პოჩეტინო "ბარსელონასთან" მატჩის წინ
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ "ბარსელონასთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
"როდესაც "ბარსელონასთან" თამაშობ, ზეწოლას ყოველთვის გრძნობ. მათი შემადგენლობა წარმოუდგენელია. მოტივაცია და მიდგომა იგივე გვექნება, როგორც ჩვეულებრივად. შევეცდებით ჩვენი სამუშაო რაც შეიძლება უკეთ შევასრულოთ.
თუ პლეი-ოფში გავალთ, ეს მშვენიერი იქნება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთი შესაძლებლობის დაუფლებაა.
უნდა ვიყოთ მზად ფიზიკურად, ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად. აუცილებელია ფოკუსირება დავალებებზე, რომლებიც ჩვენ დავისახეთ. ვკონცენტრირდებით არა "ბარსელონაზე", არამედ საკუთარ თავზე." - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]