ლაპორტა: "ბრალდებების უკან "რეალი" დგას"

ლაპორტა: "ბრალდებების უკან "რეალი" დგას"

კატალონიური "ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდეტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ დოპინგ–ტესტის უკან მადრიდის "რეალი" დგას, იტყობინება "მარკა".

 

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას, რადიოსადგურ "COPE"-ში გაჟღერდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მადრიდელები შეძრწუნებულები არიან, რადგანაც "ბარსელონელები" იღებდნენ დოპინგს და ითხოვდნენ ტესტის ჩატარებას. მოგვიანებით გაიკრვა, რომ მადრიდში კატალონიელ ექიმებს ეძახდნენ "საეჭვო რეპუტაციის" მქონეებს. მადრიდელებმა ასევე მოითხოვეს შეემოწმებინათ "ვალენსიას" ფეხბურთელები. რადიოსადგურის ხელმძღვანელობამ მოგვიანებით ბოდიში მოუხადა "ბარსელონასა" და "ვალენსიას" და აღნიშნა, რომ ეგავრცელებული ინფორმაცია არ ასახავდა მათ პოზიციას.

 

"ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ყველა ცრუ ბრალდების უკან "რეალი" დგას და არავინ სხვა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მადრიდელები არ აპირებენ ჩივილს მათ წინააღმდეგ. ის ფაქტი, რომ სანდრო როსელი ტელეფონით ელაპარაკა ფლორენტინო პერესს, ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე მაინც არ მჯერა მადრიდელების. ის, რაც მათ გააკეთეს არის დიდი სირცხვილი და დამცირება. ამიტომ საჭიროა დროზე ვუჩივლოთ რადიოსადგურსაც და ”რეალსაც.” - განაცხადა ჟოან ლაპორტამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.