პერესი სანდრო როსელს ესაუბრა

პერესი სანდრო როსელს ესაუბრა

მადრიდის ”რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა თავის კატალონიელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა და უთხრა, რომ ”საფებო კლუბს” არავითარი კავშირი არ აქვს რადიოსადგურ ”კადენა კოპეს” ეთერით გავრცელებულ ინფორმაციასთან, იტყობინება ”მარკა”.

შეგახსენებთ, რომ კვირას რადიოსადგურ ”კადენა კოპეს” ეთერით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდში ”ბარსელონას” ფეხბურთელებს დოპინგის მიღებაში ადანაშაულებენ და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციიდან დოპინგ-კონტროლის გამკაცრებას მოითხოვენ. გადაცემის წამყვანმა განაცხადა, რომ მადრიდელები კატალონიელ ექიმებს ”საეჭვო რეპუტაციის” მქონეებად მიიჩნევენ. ამას გარდა, აღნიშნულ განცხადებაში ”ვალენსიას” სახელმაც გაიჟღერა. მოგვიანებით, ”კადენა კოპეს” ხელმძღვანელობამ სახალხოდ მოუხადა ბოდიში ”ბარსელონასა” და ”ვალენსიას” და ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ გაკეთებული განცხადება არ წარმოადგენდა რადიოსადგურის პოზიციას.

რაც შეეხება თავად სამეფო კლუბს, ის აპირებს, რომ სასამართლოში უჩივლოს რადიოსადგურს.

მადრიდის ”რეალის” პრეზიდენტმა დაურეკა სანდრო როსელს და უთხრა, რომ ”თეთრებს” არავითარი კავშირი არ აქვთ გავრცელებულ ინფორმაციასთან. როსელს არ აქვს არავითარი საფუძველი, რომ არ ენდოს პერესს და ”რეალთან” ჩვენ  პრეტენზია არ გვაქვს. რა თქმა უნდა, თუ გაირკვევა, რომ ”რეალს” ამ საკითხთან კავშირი აქვს, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ.” - განაცხადა ”ბარსელონას” მმართველო ორგანოს წარმომადგენელმა, ტონი ფრეიშამ.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.