"ბარსელონას" ფეხბურთელები პსჟ-ს განცხადებებით უკმაყოფილონი არიან

"ბარსელონას" ფეხბურთელები პსჟ-ს განცხადებებით უკმაყოფილონი არიან

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ფეხბურთელები "პარი სენ-ჟერმენის" წარმომადგენლების ბოლოდროინდელი განცხადებებით უკმაყოფილონი არიან. 

პსჟ-ს მხრიდან "ბარსას" კაპიტნის, ლეო მესის ტრანსფერზე კომენტარები ხშირად კეთდება, რაც კატალონიელების აზრით მათი კლუბის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს. 

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი და პრეზიდენტობის კანდიდატები ამ განცხადებებს საჯაროდ გამოეხმაურნენ და პარიზელებს მეტი პატივისცემისა და თავშეკავებისკენ მოუწოდეს. 

გავრცელებული ცნობების მიხედვით პსჟ-ს ხელმძღვანელები, რომელთა კლუბიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სწორედ "ბარსელონას" დაუპირისპირდება, რონალდ კუმანის გუნდს იოლ მეტოქედ მიიჩნევენ, რაც "ბარსას" ფეხბურთელებს მოტივაციას მატებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 6 თებერვალი 2021 17:38
    3
    ეს გაბრაზება გამოხატეთ 16-ში და პასუხი მოთხოვეთ მინდორზე.
    Guardiola21
    სტუმარი [?]
    #9 6 თებერვალი 2021 16:03
    2
    მოიცა აბა რთული მეტოქეა? 😅 პატივისცემა კიარა, ომია გაჩაღებული. ყველა შესაძლო გზით გვიტევენ და ჯობია საქმით დავამტკიცოთ. ეგ პლიუსიცაა ჩვენთვის, მოწინააღმდეგის ვერ შეაფასებას ცუდი შედეგები მოაქ ხოლმე .. 😍 ჩვენ ახლა გვაქვს ჩავარდნა და პესეჟეს არმახოვს ჩავარდნა არ ქონოდა სულ ჩა**ულია გუნდი 😁😶
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 6 თებერვალი 2021 15:46
    4
    ეს ის მომენტია, როცა მაყურებელი არაა მოედანზე და სახლი-გასვლა ბევრს არაფერს წყვეტს
    ამიტომ მთავარია ის, თუ როგორ ფორმაში და რა განწყობით იქნება გუნდი და არა ის, თუ რომელი მატჩია სახლში
    Culé [?]
    #7 6 თებერვალი 2021 15:26
    3
    ორმაგად მოტივირებულები პსჟსთან!!!!!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #6 6 თებერვალი 2021 15:10
    1
    რა მარტივი მეტოქე, დარწმუნებული ვარ 6-1 ისევ ახსოვთ და ბარსელონას გახსენებაზე აკანკალებთ. მეორე თამაში სახლში რომ გვქონდეს უეჭველი გავცდებით, მარა გასვლაზე იმდენად ცუდად თამაშობენ ნებისმიერ ანგარიშზე ექნებათ შანსი პარიზელებს. თან ჩვენთან უდიდესი მოტივაციით ითამაშებენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 6 თებერვალი 2021 14:57
    4
    ხოდა თუ უკმაყოფილოები ხართ 17-ში ხახაში ჩაახტით მაგ ფულის ტომრებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #4 6 თებერვალი 2021 14:52
    4
    აი მესიმ თამაშით "გადახსნას" პსჟ მეტი არ მინდა არაფერი და კლასიკოში რომ აღნიშნა ბარსას გერბს რომ კოცნიდა ისე გააკეთოს და მერე ნახავთ იმ ხალიფებია თუ ვინცაა იმათ სახეებს
    Culé [?]
    #3 6 თებერვალი 2021 14:45
    1
    მაინტერესებს რა უბრალოდ როდის შეწყვეტენ ასეთ საუბრებს და აზრების გამოთქმას მესიზე რაც უკვე ყველა ზღვარს სცილდება angry ისეთი პრეზიდენტი უნდა იყოს გუნდის სათავეში რომელიც ასეთ თავხედობას საკადრის პასუხს გასცემდა.პასუხის გამცემი რომ არავინ არ არის ბარსელონას ხელმძღვანელობიდან ეგაა მთელი უბედურება და ამიტომ ბედავენ ამდენს.
    ფანი [?]
    #2 6 თებერვალი 2021 14:21
    8
    ილაპარაკონ, ილაპარაკონ, მივუჩენთ მალე კუთვნილ ადგილს
    ფანი [?]
    #1 6 თებერვალი 2021 14:11
    10
    ხოდა ამიტო უნდა დავადუღოთ ესენი რო მერე ბარსასთან თამაშის სურვილი გაუქრეთ ნუ 6-1 მერე შეიძლება არ აქვთ მაგრამ მაინც :დ