"ბარსელონა" არტურით უკმაყოფილოა
"ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი მოედანზე შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს, მოედანს მიღმა მისი ქცევით კი კატალონიური გუნდის მწვრთნელი და სხვა ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
არტურმა ხუთშაბათის ღამე ნეიმართან და სხვა მეგობრებთან ერთად გაატარა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა არტურმა ასეთი ტიპის შენიშვნა დაიმსახურა - თებერვალში, ის კლუბის გაუფრთხილებლად პარიზში გაემგზავრა და ნეიმარის დაბადების დღის წვეულებას დაისწრო. აღსანიშნავია, რომ წვეულების შემდეგ, მან ბოდიში მოიხადა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]