Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს ცნობით, რამონ პლანესმა “ბარსელონას” გუნდიდან წასვლის თხოვნით მიმართა.
აღნიშნული წყაროს თანახმად, “ბარსას” ტექნიკურ დირექტორს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება, თავის კარიერაში ახალი ეტაპისა და თავგადასავლის დაწყება სურს. ამიტომაც, მან გადაწყვიტა, “ბლაუგრანა” მალე დატოვოს, რათა ახალი შეთავაზებები განიხილოს.
კატალონიური გამოცემის ცნობით, რამონის გადაწყვეტილება ჟოან ლაპორტასთვის, მატეუ ალემანისთვისა და რაფაელ იუსტესთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა, ვინაიდან, ყველა მათგანი მისი მუშაობით კმაყოფილი იყო. თუმცა, კლუბი ტექნიკური დირექტორის მოტივებს პატივს სცემს და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მას წასვლის საშუალებას მისცემენ. ახლა მხოლოდ საბოლოო პასუხის გაცემის დროა გასარკვევი, რის შემდეგაც პლანესის წასვლა ოფიციალურად დადასტურდება.
ტონი ჟუანმარტის თქმით, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაა, რომ მომდევნო სეზონში მარკ ოვერმარსი, რომელიც “ბარსაში” გადმოსვლით ინტერესდება, “აიაქსში” დარჩება – ცოტა ხნის წინ მან “ნიუკასლ იუნაიტედის” შეთავაზება უარყო. წყაროს მტკიცებით, ის ლაპორტასგან ზარს ელის და, შესაძლოა, რამონი სწორედ მან ჩაანაცვლოს.
ამავდროულად, MD-ს დასძენს, რომ თუ პლანესი წავა, “ბლაუგრანა” გადაწყვეტს, აღნიშნულ პოსტზე ახალი თანამშრომელი მოიწვიოს თუ ჟორდი კრუიფს ენდოს, რომელსაც თელ-ავივის “მაკაბიში” მსგავსი ფუნქციების შესრულების გამოცდილება აქვს.
როგორც ჟოზეპ კაპდევილა იტყობინება, რამონის სავარაუდო მომავალი დანიშნულების ადგილი იტალია, ინგლისი ან რუსეთია. ამასთან, სხვა ესპანურ გუნდში გადასვლა თითქმის გამორიცხულია.
ცნობისთვის, “ბარსელონაში” რონალდ არაუხოსა და პედრი გონსალესის გადმოსვლა, დიდწილად, სწორედ პლანესის დამსახურებაა. ის კატალონიურ გრანდში 2018 წლიდან მუშაობს.
ალბერ როგეს მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის დროს, ლაპორტას შემდეგი სპორტული დირექტორები დაუკავშირეს: მარკ ოვერმარსი (“აიაქსი”), მიხაელ ცორკი (“დორტმუნდი”) და კარლეს პუიოლი.
როგორც ითქვა, არავის არ მოიყვანენ, მის თანამდებობას მატეუ ალემანი და ჩავი გაინაწილებენ,
ასევე ითქვა, რომ ალემანისა და ჩავის იოჰან კრუიფის ვაჟი ჟორდი კრუიფი დაეხმარება.
პუიოლს რო აძლევთ ხმას გამოკითხვებში, რა იცით რომ კარგი ტექნიკური დირექტორი გამოდგება? კუმანიც მაგარი მცველი იყო და ბარსას ლეგენდა მაგრამ მწვრთნელად არ ივარგა
პუიოლი ჩვენია, კულეა, მაგრამ არ ვიცი როგორ გაართმევს თავს, გაქაჩავს?
ისე ეს პლანესი, როგორ დარჩა თუ 18 წლიდან მუშაობს?! ბართოს მოყვანილი დარაჯიც არ მინდა.
მე თუ მკითხავ, ამდენი გამოუცდელი ლეგენდები მეტისმეტი იქნებოდა სტაფში. ოვერმანსი ან დორტმუნდელი ნემეცი გაასწორებდა 🙂
სავარაუდოდ კარლეს პუიოლს ეძახიან… კარგი იქნებოდა თუ მოიყვანენ
ცორკი და ოვერმარსი, ორივე გაასწორებდა