ჩავი ერნანდესი “ბარსელონას” ახალი მწვრთნელია. კატალონიელთა ლეგენდარულმა ნახევარმცველმა უკვე 2 ვარჯიშის ჩატარება და წესების გამკაცრებაც მოასწრო. ახლა კი “ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდი ჩავის სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობას გვაცნობს.
მთავარი მწვრთნელი: ჩავი ერნანდესი
მთავარი მწვრთნელის თანაშემწე: ოსკარ ერნანდესი
მთავარი მწვრთნელის თანაშემწე: სერხიო ალეგრე
ფიტნეს მწვრთნელი: ივან ტორესი
მეკარეების მწვრთნელი: ხოსე რამონ დე ლა ფუენტე
ანალისტები: სერხიო გარსია, ტონი ლობო, დავიდ პრატსი
ჩავის ერთ-ერთი თანაშემწე, ოსკარ ერნანდესი, მისი ძმაა. ოსკარი, ისევე როგორც მეორე თანაშემწე სერხიო ალეგრე ჩავისთან ერთად “ალ სადში” მუშაობდა.
მეკარეების მწვრთნელი ხოსე რამონ დე ლა ფუენტე ერთადერთია, რომელიც ბოლო წლებში “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. ის გუნდში 2012 წელს ტიტო ვილანოვამ მიიყვანა.
ანუ რომ გაცხარდება და მსაჯი წითელს გაუძრობს, მომდევნო მატჩში თავისი ძმა შეცვლის ხოლმე?!
მხოლოდ ჩავის მარჯვნივ და მარცხნივ რომ არიან ისინი
ანალისტი?
მიდით ბიჭებო ბოლო იმედი ხართ.
ეხლა რა მაინტერესებს თუ იცით ვინმემ, ეს ხალხი ყავდა ჩავის ალ სადში?