“ბარსელონა” იანვარში ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ერთ-ერთ ვარიანტად “ტოტენჰემის” ნახევარმცველს, ტანგი ნდომბელეს განიხილავს, იტყობინება Diario Sport.
წყაროს ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი ლონდონური კლუბის დასატოვებლად მზადაა. ნდომბელეს მაღალი სატრანსფერო ფასის გათვალისწინებით, “ლურჯ-ბროწეულისფერები” მხოლოდ ნახევარწლიან იჯარას განიხილავენ.
კატალონიელები ნდომბელეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიფორმებენ, თუ მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი გახდება. გარდა ამისა, “ბარსამ”, შესაძლოა, სერხიო აგუეროს 3 თვით დაკარგვის შემდეგ ახალ თავდამსხმელზეც იმუშაოს.
ნდომბელეს გარდა “ბარსელონა” დენის ზაკარიათი (“მიონხენგლადბახი”) და ბუბაკარ კამარათი (“მარსელი”) ინტერესდება. ფრანკ კესიე (“მილანი”) სიაში აღარაა.
აცალეთ ჩავის მოსვლა, რა მოუთმენლობაა, მითუმეტეს იანვრამდე ვერავის მოვიყვანთ.
როგორც ფრანგებს სჩვევიათ, დემბელეს პოგბას უმტიტის, ესეც არაპროფესიონალია თორე პოტენციალი აქვს, ტექნიკური, ფიზიკურადძლიერია. პოგბაზე ნაკლები არ იქნებოდა ერთ ადგილს რო არ ათამაშებდეს, ხან მაურინიოს დაეჯახა და ხან ვის.
რა ტანგი ხოარ ღადაობთ🤦♂️
ტანგი თუ ტანგა არ ვიცი, ახლა ოპერაცია "ჩავი" მიმდინარეობს
კესი ძაან კარგი იქნებოდა