“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი, ჟოან გასპარი, სეზონის მიმდინარეობისას გუნდის მთავარი მწვრთნელის შეცვლას დადებითად აფასებს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები კატალონიური კლუბისთვის უჩვეულოა.
გასპარის აზრით, თუ რონალდ კუმანს ჩავი ერნანდესი ჩაანაცვლებს, “ბარსას” სეზონის წარმატებით დასრულების შანსი გაეზრდება.
– ამბობს გასპარი, რომელიც “ბარსელონას” სათავეში 2000-03 წლებში ედგა, El Confidencial-თან ინტერვიუში.
მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტი კონკრეტულად ჩავიზე საუბრობს, ჟოან ლაპორტა აცხადებს, რომ ის გუნდის ჩაბარების ერთადერთი კანდიდატი არ არის. სანამ გაირკვევა, თუ ვინ უხელმძღვანელებს “ბლაუგრანას” სეზონის დარჩენილ ნაწილში, შემადგენლობას სერჟი ბარჟუანი გაწვრთნის. გამორიცხული ისიც არაა, რომ ბარჟუანმა თანამდებობა დაგეგმილზე დიდი ხნით შეინარჩუნოს.
ჩავისთან ერთად "ბარსა" ჩემპიონთა ლიგას, ლა ლიგასა და კოპა დელ რეის ამ სეზონშივე მოიგებს.
ეს გვეღადავება? გვარდიოლა რო მოვიდა გუნდი ერქვა ბარსას, დღეს სეტიენის დახმარებით ბოსელს უფრო გავს.