დანი ალვესი ბარსელონაში იმყოფება

დანი ალვესი ბარსელონაში იმყოფება

“ბარსელონას” ლეგენდარული მარჯვენა მცველი, დანი ალვესი ახალი გუნდის ძიებაშია.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 38 წლის მოთამაშე ამჟამად ბარსელონაში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ მან “სან პაულუ” დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია. როგორც ჩანს, ის კატალონიის დედაქალაქს დასასვენებლად ეწვია და უცნობია, აქვს თუ არა ამ ვიზიტს “ბლაუგრანაში” დაბრუნებასთან რაიმე კავშირი.

ალვესი “ბარსელონას” ღირსებას 2008-2016 წლებში იცავდა და გუნდთან ერთად მან 23 ტიტული მოიგო.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • nika 54
    16 ოქტ 2021, 19:03

    მაგარი ჟილკიანი და თან უბოროტო კაცია. გახსოვთ ბანანი რო ესროლეს და ამან ჯერ ბანანი შეჭამა და მერე კუთხური ჩააწოდა. მაშინ იმ სტადიონის ადმინისტრაციამ ბანანის გადმომგდები გაშიფრა და სტადიონზე შესვლა სამუდამოდ აუკრძალა.
    პირველი ვინც ამ ამბავს გამოეხმაურა თვითონ დანი იყო და სტადიონის ხელმძღვანელობასაც მიმართა რო ეს ნამეტანი დიდი სასჯელი იყო. ითხოვა კიდეც გააუქმეთო ეგ სასჯელი.
    ეხლა დღევანდელი ფეხბურთელები ნახეთ, რა დღეში არიან წაკინკლავების დროს მოედანზე რო ვინმე შავს მიაძახებს, მაშინვე ტირილს იწყებენ და მოედნიდან გადიან. ამ დროს მთელი გუნდი მიყვება(უფრო ხშირად ეს სტუმრები არიან ხოლმე) და მერე ელოდებიან როდის ჩაუთვლიან წაგებას მასპინძელ გუნდს.
    ერთი სიტყვით ალვესის და პუიოლის დონის რაინდების დრო ნელ ნელა მიდის და ადგილს მტირალა აფერისტი ვითომ ფეხბურთელები იკავებენ.

    ციტატა: Don_Andresito
    რობერტოსთან თუ არ ახანგრძლივებენ იანვარშივე გაყიდონ 5 მილიონად და დანის დაუნიშნონ ეგ ხელფასი. კია პაპას ტოლი მარა სიხალისეს შემოიტანს გუნდში, გამარჯვებულის მენტალიტეტს, ამ ბარსაში ყველას ერთად არ აქვს დანის რაოდენობის ტიტული მოგებული. თან მიდრეკილია ტიტულებისკენ, ყველაფერს იგებს რაშიც მონაწილეობას იღებს და იქნებ რამე გავისროლოთ. წელს ტიტულის შანსი 1% იც არაა მარა ესეთი კაცი თუნდაც 38 წლის, ნახევარი სეზონით მშვენიერი ტრანსფერი იქნებოდა. ლეგენდაა ბოლოს და ბოლოს. მაისურები გაიყიდება ოხრად და ასე შემდეგ. მე დაუფიქრებლად დავითრევდი კარიერას დავასრულებინებდი და მერე დავასაქმებდი გუნდში


    უბედურებაც ეგ არის, რო ჩვენ ვხვდებით ამ ნაბიჯის საჭიროებას და გუნდის ხელმძღვანელობა სადღაც ოცნებებში დაფრინავენ "ახალი ერის" დადგომამდე.

  • Fc Barca Batumi
    16 ოქტ 2021, 02:06

    დანი, ამ ასაკში კიდევ ბევრს "ტოპს"ჩახდის

  • Don_Andresito
    16 ოქტ 2021, 01:59

    რობერტოსთან თუ არ ახანგრძლივებენ იანვარშივე გაყიდონ 5 მილიონად და დანის დაუნიშნონ ეგ ხელფასი. კია პაპას ტოლი მარა სიხალისეს შემოიტანს გუნდში, გამარჯვებულის მენტალიტეტს, ამ ბარსაში ყველას ერთად არ აქვს დანის რაოდენობის ტიტული მოგებული. თან მიდრეკილია ტიტულებისკენ, ყველაფერს იგებს რაშიც მონაწილეობას იღებს და იქნებ რამე გავისროლოთ. წელს ტიტულის შანსი 1% იც არაა მარა ესეთი კაცი თუნდაც 38 წლის, ნახევარი სეზონით მშვენიერი ტრანსფერი იქნებოდა. ლეგენდაა ბოლოს და ბოლოს. მაისურები გაიყიდება ოხრად და ასე შემდეგ. მე დაუფიქრებლად დავითრევდი კარიერას დავასრულებინებდი და მერე დავასაქმებდი გუნდში

  • MARI=BARCA-fan
    16 ოქტ 2021, 00:00

    heart_eyes heart_eyes heart_eyes დანიი.. როგორ მიყვარს ეს ქაჯი :დდდ

  • La Pulga10
    15 ოქტ 2021, 23:36

    დანიუუხ!!!მოვიდეს რამე დაგვაკლდება?გაიგებს დესტი,როგორია საუკეთესო მარჯვენა მცველობა.

  • El pistolero 9
    15 ოქტ 2021, 23:29

    რო დაბრუნდეს დესტს სკამს გაახეხინებს.

  • Gigi
    15 ოქტ 2021, 22:24

    რაიყო ამას ფული შემოელია ვაგზალზე რო სვამს ყავას