workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პაუ კუბარსი Golden Boy-ის ჯილდოს 14 დეკემბერს მიიღებს

პაუ კუბარსი Golden Boy-ის ჯილდოს 14 დეკემბერს მიიღებს

bolt მოკლედ
პაუ კუბარსი Golden Boy 2026-ის მთავარი ფავორიტია. "ბარსელონას" ახალგაზრდა მცველი პრესტიჟულ ჯილდოს 14 დეკემბერს, ტურინში გამართულ ცერემონიაზე მიიღებს.

“ბარსელონას” ახალგაზრდა მცველი პაუ კუბარსი 2026 წლის “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე არ გამგზავრებულა, მიუხედავად იმისა, რომ ნომინანტებს შორის იყო. ფეხბურთელმა დასვენებას მიანიჭა უპირატესობა, რადგან “რეალ მადრიდთან” გამართულ ელ კლასიკოში სიცხით ითამაშა და გამოჯანმრთელებისთვის დამატებითი დრო სჭირდებოდა.

კუბარსიმ იცოდა, რომ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოს მთავარი ფავორიტი მისი თანაგუნდელი და მეგობარი ლამინ იამალი იყო. ამიტომ გადაწყვიტა, ლონდონში გამართული ცერემონიისთვის სახლიდან ედევნებინა თვალი და ძალები აღედგინა.

მართალია, კუბარსის ლონდონში ჯილდო არ მიუღია, მაგრამ უახლოეს მომავალში აღიარება მასაც ელის. 14 დეკემბერს ტურინში Golden Boy-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც იტალიური გამოცემა Tuttosport ორგანიზებას უწევს. გამარჯვებულის ვინაობა ნოემბრის პირველ ნახევარში გამოცხადდება.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის, თითქმის გადაწყვეტილია, რომ პრესტიჟულ ჯილდოს სწორედ “ბარსელონას” ცენტრალური მცველი მოიპოვებს. მისი კონკურენტები არიან “რეალ მადრიდის” ფეხბურთელი იან დიომანდე, “მანჩესტერ სიტის” მოთამაშე აიუბ ბუადი და “ბაიერნის” ნახევარმცველი ლენარტ კარლი.

კუბარსიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ესპანეთის ნაკრების წარმატებაშიც. ის ეროვნული გუნდის რვავე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო, ესპანეთი ჩემპიონი გახდა, თავად მცველი კი ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

“ლა მასიას” აღზრდილი კუბარსი “ბარსელონას” მეხუთე ფეხბურთელი გახდება, რომელიც Golden Boy-ის ჯილდოს მოიპოვებს. აქამდე ეს პრესტიჟული აღიარება ლიონელ მესის, პედრის, გავისა და ლამინ იამალს ხვდათ წილად.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 28 ოქტ 2026, 12:15

    ანუ, კუნდე,გარსია,კეისტენსენი-ტრავმა, ესპრატი-მიმიდნარე მატჩისას დაიმტვრა, კუბარსი-ავად იყო; რა გამოდის? 5 მცველი არ არ იყო მწყობრში და დადგა უთამაშებელი ბალდე, ბოთე მარტინთან ერთად; რატომ წავაგეთ მერე…