შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური – საუკეთესო მწვრთნელი

შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური – საუკეთესო მწვრთნელი

           გავედით ბოლოში. მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ლიონელ მესის საკუთარი თავი ჰყავს არჩეული. აბა რა ჩვენი ასარჩევია, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო მისი რომელიმე ვერსია აგვერჩია, რადგან მისი კარიერა “ბარსელონაში” რამდენიმე ეტაპად იყოფა და ყველა ეტაპზე შეუდარებელი იყო. ხმათა უმრავლესობით 2009-12 წლების მესიმ გაიმარჯვა. იმ მესიმ, რომელიც ყველაზე შედეგიანი იყო. ახლა კი მთავარი მწვრთნელის ჯერია. გამომდინარე იქედან, რომ ბარსას მე-20 საუკუნეში განსაკუთრებული წარმატებები არ ჰქონია, (თუ საუკუნის მიწურულს არ ჩავთვლით) მხოლოდ უახლესი წარსულის გახსენება მოგვიწევს. არც კრუიფის დრიმ თიმი ყოფილა ძალიან შორს. 90-იანებში იყო, ბოლოს და ბოლოს. 

ასე რომ, კრუიფით უნდა დავიწყოთ: 

იოჰან კრუიფი (1988 – 96) 

🔵 ტიტულები:

✔ 4x ლა ლიგა
✔ 1x კოპა დელ რეი
✔ 3x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა 
✔ 1x თასების თასი 
✔ 1x უეფას სუპერ თასი 

იოჰან კრუიფი თანამედროვე “ბარსელონას” მამაა. კლუბის იდენტობის ჩამოყალიბება პირველ რიგში, მის სახელს უკავშირდება. დაქცეულ “ბარსელონაში” მივიდა. ისევ “აიაქსიდან”. ნუნიესმა 18 ფეხბურთელი დაითხოვა ჯანყის გამო, იოჰანს უხმო საშველად და აქედან იწყება ახალი “ბარსელონას” დაბადება. ყველაფერი მოიგო. ოცნების გუნდი შეკრა. ზღაპრული ფეხბურთი ათამაშა და ისეთი საფუძველი ჩაყარა, რომელზეც დღემდე დგას კლუბი. ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ჩემპიონატი, სამ შემთხვევაში ჩამორჩენა ჰქონდა ბოლო ტურში, მაგრამ სამივეჯერ გაჩემპიონდა, ორჯერ “მადრიდი” დამარცხდა ბოლო ტურში, (ორივეჯერ “ტენერიფესთან”) ერთხელ კი “დეპორტივოს” მოეცარა ხელი. ცუდი ლაქა? ათენის ფინალი. ფავორიტად ბარსა ითვლებოდა, მაგრამ 0:4 დამარცხდა. ამას არავინ ელოდა.

პეპ გვარდიოლა (2008 – 12)

🔵 ტიტულები:

✔ 3x ლა ლიგა
✔ 2x კოპა დელ რეი
✔ 3x ესპანეთის სუპერ თასი 
✔ 2x ჩემპიონთა ლიგა 
✔ 2x უეფას სუპერ თასი 
✔ 2x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი 

დაუჯერებელია, რომ მხოლოდ ოთხი წელი დარჩა ბარსაში, და ამ ოთხ წელში ისეთი ეპოქა შექმნა, რომელზეც დღემდე საუბრობს ხალხი. ჩამოშლილი გუნდი არ დახვედრია, წარუმატებელი გუნდი დახვდა და მალევე გადააწყო თავის ჭკუაზე. მყისიერ შედეგს არ ელოდა, მაგრამ მიიღო. ბოლომდე გააგრძელა კრუიფის ტრადიციები და თითქოს ახალ საფეხურზეც აიყვანა. ვერ გაიმეორა მასწავლებლის შედეგი, ოთხჯერ ზედიზედ ვერ მოიგო ლა ლიგა. სამაგიეროდ, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, და საერთოდ არ იქნებოდა გასაკვირი ოთხჯერ რომ მოეგო, იმ “ბარსელონას” არ უნდა გასჭირვებოდა არც “ინტერისა” და არც “ჩელსის” დამარცხება, მაგრამ სხვადასხვა პრობლემებმა იჩინეს თავი. მიუხედავად ხელმძღვანელებთან კონფლიქტისა, მიუხედავად დიდი ამბიციისა და მესის დიდი ჩრდილისა, მაინც მიმაჩნია, რომ იჩქარა. პეპს შეეძლო “ბარსელონას” ფერგიუსონი გამხდარიყო. 

ლუის ენრიკე (2014 – 2017)

🔵 ტიტულები:

✔ 2x ლა ლიგა
✔ 3x კოპა დელ რეი
✔ 1x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა
✔ 1x უეფას სუპერ თასი 
✔ 1x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი

ლუის ენრიკე მხოლოდ სამი წლით. მას არასდროს უმუშავია კრუიფთან, მაგრამ მშვენივრად ჩაეწერა ამ ტრადიციაში. არავინ ელოდა მისგან დიდ მწვრთნელობას, მაგრამ გახდა. ჩემპიონთა ლიგის მოგება სხვა კლუბთან ერთადაც შეძლო. პირველივე სეზონში ყველაფერი მოიგო. იდეალური ტრიო მიიღო შეტევაში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ გაუჩალიჩეს. ლიგის მოგების მერე, იმის ნაცვლად, რომ ბარსა გაძლიერებულიყო, პირიქით, დასუსტდა. საშინელი ტრანსფერები გაკეთდა, დანი ალვესი დაკარგა და ვერაფრით შეცვალა, ჩავი წავიდა და ანდრე გომეში, დენის სუარესი და არდა თურანი მიიღო სანაცვლოდ. კროოსი სურდა და ხელმძღვანელობამ დაიკიდა. ვან პერსი ხელფასის შემცირებაზე იყო თანახმა, მეოთხე ფორვარდის სტატუსით, მაგრამ მის უფასოდ გადმოყვანას პაკო ალკასერი ამჯობინეს. ჰოდა, წავიდა ენრიკეც, მიჰყვა ნეიმარიც.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (24)

  • Don_Andresito
    07 იან 2026, 12:25

    პეპი უკეთესი მწვრთნელი დადგა მაგრამ ჩემი ხმა კრუიფს. დიდი ისტორიის დასაწყისისთვის, ერთგულებისთბის, ბარსას სიყვარულისთვის რასაც პეპში ვერ ვხედავ. კრიზისული და განადგურებული ბარსა რო ენახა კრუიფს რა შეაჩერებდა, დაბრუნდებოდა და უფასოდ იმუშავებდა. ეს კიტრი კიდე ისე გულგრილად გვიყურებდა შორიდან რო აღარ მიყვარს. ისე გადაგვიკეტა კარი, არასდროს დავბრუნდებიო რო ამით ენრიკეც მირჩევნია. ფლიკი დარჩეს 3-4 წელი და ერთი ტრებლი შესცხოს და ორივეს გადავხაზავ.

  • Koundè 23
    07 იან 2026, 02:20

    რეალურად რომ ვიმსჯელოთ კრუიფის ბარსა ნანახი არასდროა მაქ არც ფეხბურთელის და არც მწვრთნელის ასერიმ ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება გვარდიოლას და ენრიკეს მართლა გამიჭირდება არჩევანის გაკეთება

  • M10 S9 D11
    07 იან 2026, 01:20

    მიუხედავად იმისა რო გვარდიოლა პირდაპირ კრუიფის სტილს მიყვებოდა მისმა ბარსამ ამ სტილით თამაში ხელოვნების დონეზე აიყვანა ამიტო პირადად ჩემთვის გვარდიოლა ნომერ ოირველი არჩევანი და არა მარტო არჩევანი ნომერ პირველი მწვრთნელია