workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტონი კროოსი: ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, ფრეზე ყველა თანახმა ვიყავით

ტონი კროოსი: ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, ფრეზე ყველა თანახმა ვიყავით

“რეალ მადრიდის” ყოფილმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გამართული კლასიკო შეაფასა და აღიარა, რომ “ბარსელონას” წინააღმდეგ მისი ყოფილი გუნდის გამარჯვება მოულოდნელი იყო. გერმანელმა განსაკუთრებით შეაქო ჟოზე მოურინიოს ტაქტიკური გეგმა, რომელმაც მატჩის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

კროოსის თქმით, ბოლო წლების შედეგების გათვალისწინებით, “ბარსელონას” მიერ ანგარიშის გათანაბრების შემდეგ “რეალ მადრიდის” გულშემატკივრები ფრეზეც თანახმა იქნებოდნენ.

“როდესაც “ბარსელონამ” ანგარიში გაათანაბრა, იმ მომენტში ყველა ფრეზე თანახმა ვიქნებოდით”.

გერმანელმა ყოფილმა ფეხბურთელმა გაიხსენა, რომ ბოლო წლებში კლასიკოებში უპირატესობა კატალონიურ გუნდს ჰქონდა.

“ბოლო ორი წლის განმავლობაში კლასიკოები “ბარსელონას” სასარგებლოდ მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, ბოლო ექვს თუ შვიდ კლასიკოში ასე იყო და მატჩის წინაც სწორედ ამას ველოდით. “რეალ მადრიდი” თითო შეხვედრაში საშუალოდ ოთხ გოლს უშვებდა”.

კროოსმა განსაკუთრებული ყურადღება მოურინიოს მუშაობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა მეტოქის წინააღმდეგ ეფექტური ტაქტიკა შეარჩია.

“მოურინიოს მუშაობა უნდა შევაქო. გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და მწვრთნელმაც ძალიან კარგი გეგმა შეიმუშავა. ამ “ბარსელონას” წინააღმდეგ ბურთის კონტროლი დიდი მიღწევაა, რადგან კატალონიელებს ძალიან უჭირთ, როდესაც ბურთს ვერ ფლობენ”.

მიუხედავად “რეალ მადრიდის” გამარჯვებისა, კროოსი მიიჩნევს, რომ სათამაშო ხარისხით “ბარსელონა” კვლავ აღემატება მეტოქეს.

“რაც აქამდე ვნახეთ, ფეხბურთის ხარისხით “ბარსელონა” საუკეთესო გუნდია, რადგან თამაშს “რეალ მადრიდზე” მეტად აკონტროლებს. თუმცა, როდესაც მისი პრესინგი არ მუშაობს, ძალიან უჭირს”.

“რეალ მადრიდმა” და მოურინიომ “კამპ ნოუზე” ძალიან გაბედულად ითამაშეს. ეს წინა კლასიკოებთან შედარებით დიდი განსხვავება იყო. თავდამსხმელებმა თავიანთი საქმე გააკეთეს. იყო მონაკვეთები, როდესაც გუნდმა დაცვაშიც კარგად ითამაშა, მაგალითად, მას შემდეგ, რაც “ბარსელონამ” ანგარიში გაათანაბრა”.

კროოსმა დეტალურად ისაუბრა იმ ფაქტორებზეც, რომლებმაც “რეალ მადრიდს” წარმატების მიღწევის საშუალება მისცა. მისი აზრით, გადამწყვეტი ფეხბურთელების სწორი პოზიციონირება, ინტენსიურობა და გუნდური თამაში აღმოჩნდა.

“რეალ მადრიდის” ფეხბურთელები მოედანზე სწორად იყვნენ განლაგებულნი. გამაკვირვა იმან, თუ როგორ მეურვეობდა ჰაუსენი ფერმინს. “ბარსელონას” ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც პედრი და რაფინია არიან, აშკარად ეტყობოდათ დისკომფორტი. მეტოქემ ისინი აიძულა, ისეთი შეცდომები დაეშვათ, რომლებსაც ჩვეულებრივ არ უშვებენ”.

“რეალ მადრიდმა” თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოიგო, რადგან უფრო ინტენსიურად თამაშობდა. გუნდი დაცვაში ერთიანად მოქმედებდა. მათ შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს როგორც დაცვაში, ისე ბურთის ფლობისას”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • AFRO
    AFRO ახალბედა
    schedule 28 ოქტ 2026, 13:12

    წარმოიდგინეთ თვით კროოსმა ვერ დაიჯერა რო კლასიკოს მოიგებდა რეალი,ეს პირველ რიგში ფლიკის ბრალია არასწორად გადანაწიელბული ძალები პლიუს ეს ამოწეული დაცვის ხაზი შე კაი კაცო 1-1 არი 85 წუთამდე ჰო შეგიძლია ოდნავ დაწიო უკანა ხაზი და ფრეზეც დაჯერდე რავიცი,გუნდი ფაქტია ძაან გამოფიტულია იმედია ყველა იქნება მწყობრში სანაკრებო პაუზის შემდეგ და მცველსაც მოიყვანებენ ბორდის შეცდომა ის არის რომ ალვარეს შეაკვდნენ და 1 წესიერი მცველი რომ არ მოიყვანეს და ეს ხეიბარი კრისტენსენი რო დატოვეს მაგის მაგივრად ვუსკოვიჩი რო მოეყვანათ ან სენესი უფასოდ უკეთეს მდგომარეობაშიც ვიქნებოდით, ვუყურებ ვუსკოვიჩს ბრაიტონში და მშვენიერი ბიჭია და კარგად თამაშობს ან რომერო თუნდაც 30 მილიონად იყიდა ატლეტიკომ ნაჩუქარია რასაც ქვია ამ ამოწეული დაცვით არაუხო მაინც დაეტოვებიათ თუ ვერცერთს ვერ შვებოდნენ ვიღაცას მაინც დაეწეოდა, აბა მარტინმა გარსიამ კუნდემ ვისუნდა დაეწიოს, პლიუს ფლიკმაც რა იჩალიჩა როდრი წინ რო იყო და პედრი უკან ეგ ტაკტიკა ჩემამდე არ მესმის ეხაც რა გააკეთა მოკლე ანალიზით ფლიკის კისერზეა ეს წაგება და პსჟ მარცხიც.