ბარსელონა-ლევანტე - მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ლევანტე - მატჩისწინა მიმოხილვა

პანდემიის პირობებში, საკუთარ მოედანზე თამაში დიდი უპირატესობა აღარაა. თუმცა, იმავე პანდემიის მიზეზით, კალენდარი იმდენადაა გადატვირთული, რომ მგზავრობის თავიდან არიდება დიდი შეღავათია. "ბარსელონას" ეს შეღავათი ზედიზედ 3 თამაშის განმავლობაში ექნება და კუმანის გუნდი ვალდებულია სიტუაციის მცირედით გაუმჯობესების ეს ძალიან კარგი შანსი გამოიყენოს. მომდევნო სამ შეხვედრაში "ბარსა" "ლევანტეს", "სოსიედადსა" და "ვალენსიას" უმასპინძლებს. აქედან ყველაზე მარტივი თამაში დღეს, აუტსაიდერთა შორის მყოფ "ლევანტესთან" გვაქვს.

სათამაშო ფორმა

"ბარსელონაზე" კარგს ვერაფერს გეტყვით. რონალდ კუმანის გუნდმა ბოლო 2 თამაში წააგო, უკანასკნელი მათგანი კი საკუთარ კედლებში, თანაც ანგარიშით 0-3 და თანაც მაშინ, როდესაც 0-2 წაგების უფლება ჰქონდა. კუმანის "ბარსელონაში" კარგი არაფერი ხდება. "ბლაუგრანა" საკუთარ კედლებშიც კი ვეღარ ბრწყინავს - ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, "კამპ ნოუზე" ჩატარებული 5 მატჩიდან კატალონიელებმა მხოლოდ 3 მოიგეს.

"ლევანტეს" წინა ტურამდე ძალიან უცნაური შედეგი ჰქონდა. ვალენსიელებმა როგორღაც მოახერხეს და ზედიზედ 5 თამაშში ითამაშეს ანგარიშით 1-1, გასულ ტურში კი "ხეტაფე" 3-0 გაანადგურეს. გამოდის, რომ "ბარსას" დღევანდელ მეტოქეს 6 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, არადა გუნდი გასავარდნ ზონაშია.

დანაკლისი

"ბარსელონას" კვლავ ვერ ეხმარებიან ანსუ ფატი, სერჟი რობერტო, ჟერარ პიკე და უსმან დემბელე. კარგი ამბავი ისაა, რომ გუნდს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა სამუელ უმტიტი, მაგრამ "იუვენტუსთან" თამაშმა გვაჩვენა, რომ ის თამაშის რიტმში დაბრუნებისგან ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა.

"ლევანტეს" ენის ბარდი, ხოსე კამპანია და შეიკ დუკურე არ ეყოლება. დუკურეს მინდინარე სეზონში არ უთამაშია და მისი არყოფნა დიდი დანაკლსი არაა, ბარდი და კამპანია კი "ლევანტეს" ნახევარდაცვისთვის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ.

ურთიერთშეხვედრები

ისტორიულად, "ლევანტე" "ბარსელონასთვის" ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მეტოქეა. კატალონიელებმა ვალენსიელებს თამაშების 75% მოუგეს. ამაზე კარგი შედეგი "ბლაუგრანას" მხოლოდ "კადისთან" (რომელთანაც ერთი კვირის წინ დავმარცხდით), "მურსიასთან", "კორდობასთან" და "გრანადასთან" აქვს.

გუნდებს შორის ჩატარებული 36 შეხვედრიდან "ბარსამ" 27 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 5 წააგო, გაიტანა 112 და გაუშვა 41 გოლი.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში "ლევანტე" "ბარსელონას" საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნის. ისტორიაში მოპოვებული 5 გამარჯვებიდან სამი 2018 წლიდან მოყოლებული პერიოდზე მოდის. 2017/18 წლების სეზონში კი "ლევანტე" ერთადერთი გუნდი იყო, რომელმაც "ბარსა" ლა ლიგაში დაამარცხა. უკანასკნელი 3 შეხვედრიდან 2 "ბარსამ" მინიმალური უპირატესობით მოიგო, ერთხელ კი "ლევანტემ" იმარჯვა.

რაც შეეხება ბარსელონაში ჩატარებულ შეხვედრებს - 18 თამაშში "ბარსელონას" 18 მოგება აქვს. "ლევანტემ" "კამპ ნოუზე" ერთზე მეტი გოლის გატანა ბოლო 1964 წელს მოახერხა. თუმცა, რეგრესი ამ მიმართულებითაც შეიმჩნევა - 2013 წელს 7-0 მოგებული შეხვედრის შემდეგ ასეთი ანგარიშები დაფიქსირდა: 5-1, 5-0, 4-1, 3-0, 3-0, 1-0, 2-1.

არბიტრი

შეხვედრას 34 წლის რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა გაწვრთნის, რომელიც სტატისტიკურად "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი იღბლიანი მსაჯია.

ბენგოეჩეას "ბარსას" შეხვედრაში 17-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებმა თამაშების 76% მოიგეს. რიკარდო დე ბურგოსის კარიერაში არცერთ სხვა გუნდს ასეთი კარგი მაჩვენებელი არ აქვს.

13 მოგების გარდა "ბლაუგრანას" 1 ფრე და 3 წაგება დაუგროვდა. კატალონიელებმა 42 გოლი გაიტანეს და 16 გაუშვეს.

ბენგოეჩეამ "ბლაუგრანას" ფეხბურთელებს 38 ბარათი უჩვენა. მას "ბარსას" მოთამაშე მოედნიდან არასდროს გაუძევებია, მეტოქის შემთხვევაში კი მან ეს 4-ჯერ გააკეთა. ბენგოეჩეამ "ბარსელონას" სასარგებლოდ 6 თერმთმეტმეტრიანი დანიშნა, საწინააღმდეგოდ კი - არცერთი.

რაც შეეხება "ლევანტეს" – 14 თამაში, 3 მოგება, 3 ფრე, 8 წაგება. ბენგოეჩეამ ვალენსიელთა კარში 4 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მეტოქისაში კი არცერთი. "ლევანტეს" შეხვედრებში მან მხოლოდ ერთი წითელი ბარათი აჩვენა და ისიც "ბარსას" დღევანდელი მეტოქის ფეხბურთელს.

"ბარსელონამ" რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეას მიერ განსჯილი ბოლო 4 თამაში მოიგო, "ლევანტემ" კი უკანასკნელი 3 წააგო.

უშუალოდ ამ გუნდებს შორის ჩატარებულ მატჩებში ბენგოეჩეას 2-ჯერ უმსაჯია. გუნდებს თითო მოგება აქვთ. ამ ორ თამაშში ბენგოეჩეამ "ბარსას" ფეხბურთელები 8-ჯერ, ხოლო "ლევანტეს" მოთამაშეები 6-ჯერ გააფრთხილა, ერთხელ კი თერთმეტმეტრიანი დანიშნა, "ბარსას" სასარგებლოდ.

საინტერესო ფაქტები

  • "ბარსელონას" "ლევანტესთან" გამართული თვრამეტივე საშიანო თამაში მოგებული აქვს;
  • ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 36 საშინაო თამაშში "ბარსელონას" მხოლოდ 2 წაგება აქვს;
  • "ლევანტეს" მიერ ლა ლიგაში ჩატარებულ ბოლო 4 გასვლით თამაშში 2.5 გოლზე ნაკლები გადიოდა;
  • ამ გუნდებს შორის "კამპ ნოუზე" ჩატარებული ბოლო 8 თამაშიდან 7-ში "ბარსელონას" მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
  • "ლევანტეს" ლა ლიგაში 6 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

მწვრთნელების კომენტარები

რონალდ კუმანი

მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართება და გვსურს, რომ მეტოქეს 3 ქულის დასამსახურებლად, გოლები გავუტანოთ. მეტი ყურადღება, მონდომება, შანსებისა და სივრცეების შექმნა გვჭირდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა.

რონალდ კუმანის კომენტარი სრულად.

პაკო ლოპესი

ნორმალურია, რომ "ბარსელონას" უპირატესობა აქვს, თუმცა შესაძლებლობა არსებობს და ჩვენ მის გამოყენებას ვაპირებთ. "კამპ ნოუზე" თამაში ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაციაა. მესი ისევ მსოფლიოში საუკეთესოა. მიუხედავად იმისა, როგორ გამოიყურება გუნდი, მას შეუძლია მატჩის ბედი ერთ ეპიზოდში გადაწყვიტოს.

სავარაუდო შემადგენლობები

WhoScored

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, გრიზმანი, მესი, კოუტინიო, ბრეითუეიტი.

ლევანტე (4-4-2): ფერნანდესი, კოკე, ვესო, პოსტიგო, კლერკი, ფრუტოსი, მელერო, ვუკჩევიჩი, როჩინა, გომესი, მარტი.

Sportsmole

ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, დე იონგი, ბუსკეტსი, კოუტინიო, მესი, პედრი, გრიზმანი.

ლევანტე: ფერნანდესი, კოკე, ვესო, პოსტიგო, კლერკი, დე ფრუტოსი, მელერო, ვუკჩევიჩი, როჩინა, მორალესი, მარტი.

Sportskeeda

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, უმტიტი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, კოუტინიო, მესი, გრიზმანი, ბრეითუეიტი.

ლევანტე (4-4-2): ფერნანდესი, კოკე, პოსტიგო, ვესო, კლერკი, როჩინა, ვუკჩევიჩი, მელერო, დე ფრუტოსი, მარტი, მორალესი.

პროგნოზი

  • WhoScored: 2-1
  • Sportsmole: 2-0
  • Sportskeeda: 3-1

ტრანსლაცია

თამაში 00:00 საათზე დაიწყება, მის ტრანსლაციას სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.

კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 14 დეკემბერი 2020 00:46
    0
    ამათი დედაც... რა რეკორდი ჩაგვიფლავა ცხვირას დროს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 13 დეკემბერი 2020 18:38
    0
    დიდი ანგარიშით მოგება კარგი იქნებოდა.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 13 დეკემბერი 2020 18:02
    0
    ალბა, გრიზმანი, კოუტინიო...
    ამ სამეულს მოაშორებს მეთქი და ისევ გარანტირებული ძირითადი scream
    გასაგებია რომ დიდი გრანდი არ ყავს ლევანტე
    მაგრამმმმ

    ამათთან მოგებული მატჩის შემდეგ თითქოს ერთგვარი "რებილიტაცია" მოხდება მაგ 2 ლენგლესი და პლუს ლენგლე ბრაითვაიტის
    მერე მოვა რომელიმე ძლიერი გუნდი, გაიტანს 8 გოლს და დაასრულებს ყველაფერს
    scream scream scream
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #10 13 დეკემბერი 2020 16:26
    0
    El Guaje,
    ეგ იყო ხო მარა ეხა გახევენ შუაზე :დ
    გულშემატკივარი [?]
    #9 13 დეკემბერი 2020 15:29
    0
    ლევანტე არ იყოო ბოლო ტურში რომ წავაგეთ და წაუგებლად ვერ დავასრულეთ ? 🤬 მოვუგებთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 13 დეკემბერი 2020 14:25
    0
    ისევ ბუსკეცი და დე იონგი ერთად ისევ კოუტინიო ფლანგზე და ისევ ეს 4-2-3-1 ნუ ასეთი სიჯიუტე არ მესმის რაა
    შტეგენი
    დესტი არაუხო უმტიტი ალბა
    პიანიჩი დე იონგი პუჩი
    მესი ბრაიტვაიტი დე ლა ფუენტე

    ხო შეიძლება ეს კამანდა და ეს წყობა დააყენოს არა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 13 დეკემბერი 2020 14:22
    0
    "ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 36 საშინაო თამაშში "ბარსელონას" მხოლოდ 2 წაგება აქვს"
    და ეს ორივე, კუმანის მიღწევაა ხომ? რეალთან და ბეტისთან თუ არ ვცდები. ანუ კუმანმა ჩემპიონატის 10 ტურში მოახერხა და ორჯერ წააგო სახლში. რავიცი რა გითხრათ, ეს დაჟე მე მგონი სეტიენმაც კი ვერ "მოახერხა"

    ციტატა: Griezzy7
    რომოგვიგონ არ გამიკვირდება

    გასაკვირი რაა, პირველი იქნება თუ უკანასკნელი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 13 დეკემბერი 2020 14:00
    0
    Griezzy7,
    არც მე
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #5 13 დეკემბერი 2020 13:19
    1
    ტერ შტეგენი
    დესტი-არაუხო-ლენგლე-ალბა
    პიანიჩი-დე იონგი
    ტრინკაო-გრიზმანი-პედრი
    მესი


    გრიზმანი-ბრაითვაიტი
    პედრი-ლა დე ფუენტე
    ტრინკაო-კოუტინიო
    პიანიჩი-ბუსკეტსი
    დე იონგი-ალენია
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    ANSU FATI 10
    სტუმარი [?]
    #4 13 დეკემბერი 2020 12:06
    3
    ატლეტიკო მაგარი უვარგისი გუნდია და ლა ლიგასაც ჩემ სლეს მოიგებენ.
    ფანი [?]
    #3 13 დეკემბერი 2020 11:36
    0
    აუცილებელი 3 ქულაა საჭიროოო
    გულშემატკივარი [?]
    #2 13 დეკემბერი 2020 11:17
    0
    ტერ შტეგენი
    დესტი-მინგეზა-უმტიტი-ალბა
    პუჩი-დე იონგი-პედრი
    მესი-გრიზმანი-დე ლა ფუენტე
    ფანი [?]
    #1 13 დეკემბერი 2020 11:16
    0
    კი ეგეც მართალია
    ციტატა: BarcaFan❤💙
    433 რომ ითხობთ გუნდს როკ ვუნგერი არ ყაბსმარცხრნა ფლანგზე ვის აყენებთ? ტრინკაუს?