რონალდ კუმანი "ლევანტესთან" მატჩის წინ

რონალდ კუმანი "ლევანტესთან" მატჩის წინ

კატალონიის "ბარსელონას" ნიდერლანდელი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, "ლევანტესთან" დაპირისპირებამდე პრესკონფერენციას მართავს.

"ლევანტესთან" დაპირისპირება? მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართება და გვსურს, რომ მეტოქეს 3 ქულის დასამსახურებლად, გოლები გავუტანოთ. მეტი ყურადღება, მონდომება, შანსებისა და სივრცეების შექმნა გვჭირდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა.
"კადისთან" და "იუვენტუსთან" მარცხის შემდეგ, რა ცვლილებები სჭირდება კლუბს? რა თქმა უნდა, გაუმჯობესება დაცვით ასპექტებში გვჭირდება. მიუხედავად მარცხებისა, კარგად გამოვიყურებოდით. ჩემპიონთა ლიგაზე 18 შესაძლო ქულიდან, 15 მოვაგროვეთ.
რიკი პუჩი? მან "ბებერ ქალბატონთან" კარგად ითმაშა. ვნახოთ, ხვალ რა მოხდება.
"რეალისა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირება? ჩვენ მხოლოდ ჩვენი თამაშის მოგებაზე ვართ კონცენტრირებულნი. "ატლეტკო" ლიდერია და, რა თქმა უნდა, მისი წაგება გვაწყობს. 
გუნდი ჩემს რჩევებს არ ისმენს? განვითარება გვჭირდება, რადგან ლა ლიგაში ცუდი სიტუაცია გვაქვს. "იუვენტუსთან" კი გამოიკვეთა, რომ დაცვაში სერიოზული პრობლემებია. ახლა მხოლოდ ამ პასუხის გაცემა შემიძლია.
ყველაფრის მიუხედავად, პესიმისტურად არ ვარ განწყობილი. "იუვენტუსი" იტალიაში დავამარცხეთ.
კალენდარული წლის დასრულებამდე 5 მატჩი რჩება. როგორც ვთქვი, მარტივი მატჩები არ იქნება, თუმცა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ კარგად ვითამაშებთ, ვერცერთი კლუბი ვერ მოგვერევა.
ბედნიერი ვარ. თუმცა შედეგებით უკმაყოფილო. ვნახოთ, რა იქნება იანვრიდან, როდესაც კლუბს ახალი პრეზიდენტი ეყოლება...
რა სჭირდება რიკი პუჩს? არ მინდა, რომ მოთამაშეზე ინდივიდუალურად ვისაუბრო. მწვრთნელი მხოლოდ გუნდურად აფასებს, პირველ გუნდში კი 25 ფეხბურთელი მყავს.
გუდი არარეგულარულ სიტუაციაშია. სატურნირო ცხრილის ბოლოში ყოფნა უფრო ცუდია, ვიდრე ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია. რეალისტურები უნდა ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ თამაშების მოგება შეგვიძლია.
"კადისთან" მატჩის შემდეგ დავტუქსე თუ არა ფეხბურთელები? მოთამაშეებს ყოველთვის ვამხნევებ და პატივს ვცემ. საბოლოოდ, მათ მოკვლას არავინ აპირებს, თუ რამე შეეშლებათ.
მოთამაშეებს სათამაშო სტილი არ მოსწონთ? ცრუ ინფორმაციაა, მსგავსი რამ ჩემთვის არავის უთქვამს.
ვგრძნობ თუ არა მოთამაშეებისაგან მხარდაჭერას? დიახ, ვგრძნობ, რომ ყველა ჩემს მხარესაა.
ცვლილებები? ამ გუნდს დიდებული კლასი აქვს, თუმცა 2 დღეში ყველაფერს ვერ შეცვლი.
კლუბს რთული პერიოდი აქვს და არამარტო სპორტული კუთხით. ვხედავ, რომ მოთამაშეებს წინსვლის სურვილი აქვთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #26 13 დეკემბერი 2020 19:37
    1
    ესე თუ ყოველ ერთ თვეში მწვრთნელი ვცვალეთ მართლა ჩამოიშლება გუნდი. ცოტახანი დააცადეთ, თან ჰოლანდიას ცუდად არ ათამაშებდა. მერე კიდე ბარსას ლეგენდაა ბოლოს და ბოლოს.
    --------------------
    Always basca
    Culé [?]
    #25 13 დეკემბერი 2020 10:59
    1
    ტერ შტეგენი
    დესტი არაუხო უმტიტი ალბა
    ფრენკი
    პუჩი პედრი
    კოუტინიო
    მესი გრიზმანი
    4-1-2-1-2 ცადოს კუმანმა , ფრენკს სრული თავისუფლება , პუჩის და პედრის ფლანგები და ცენტრი , კოუტინიო ფლეიმეიქერის პოზიციაზე , მესის სრული თავისუფლება და გრიზი როგორც ცრუ ფორვარდი.. ფლანგებზე დესტ და ალბა , თუმცა გუნდისთვის სიმართლე გითხრათ მნიშვნელობა არ აქვს რა წყობას ან რა შემადგენლობას აირჩევს კუმანი , გუნდს ტემპი არ აქვს , ბურთის გადაადგილების სისწრაფე , ისევე როგორც თავად ფეხბურთელების ძალიან დაბალია , სივრცეებს ვერ ავსებენ , პასის შემდეგ დგანან და არ იციან სად გაიხსნან , უბურთოდ არ მოძრაობენ , მეტოქეზე ზეწოლას არ ახდენენ , არ იციან სად გაიტყუონ და სივრცეები როგორ გახსნან უბურთოდ მოძრაობისას , ყველა თავის პოზიციაზე დგას და უბრალოდ ელოდება ბურთს , ჩაირბენს ალბა ან დესტი , პასი ფლანგზე და იმის იმედად ყოფნა რომ მცველი შეცდომას დაუშვებს ან მესი დაასწრებს და გოლს გაიტანს უბრალოდ მკვდარი ფეხბურთია , გუნდს მოგება არ უნდა , უბრალოდ თამაშობენ ჟილკისა და მოგების წყურვილის გარეშე , უბრალოდ ფულს იღებენ ამაში და არა სიამოვნებას , ასეთი გუნდი ვერაფერს მოიგებს , თუ თამაში წაუვათ მოიგებენ თუ გოლს გაუშვებენ არ იციან შემდეგ რა ქნან , თითქოს ეზარებათ თამაში , არცერთი დაქამბექებული თამაში ამ სეზონში , ეს ერთი ადამიანის ბრალი არაა , ეს ყველას ბრალია , გუნდში მოტივაცია და ინტერესი არაა , 70 წუთზე შემოსულა პუჩიმ იმაზე მეტი გააკეთა და ირბინა ვიდრე 90 წუთი დანარჩენმა ყველამ , ამ ბიჭს იუვესთან ქონდა ყველაფერი ის რაც სხვებს აკლია , ასე რომ როგორმე მოტივაცია უნდა იპოვონ , სიამოვნება უნდა მიიღონ , პირველ რიგში მესიმ , კაპიტანმა ლიდერმა , როდესაც ის ასე თამაშობს , არ აპრესინგებს არ დარბის , მოტივაცია არ აქვს , მთელი გუნდი მას ბაძავს , მესის ვერავინ ვერაფერს ეტყვის და სხვას რამე რატო უნდა უთხრა აბა , სიმართლე გითხრათ არ ვიცი ამ ბარსას რა ეშველება , ახალი პრეზიდენტი ? მესის გაყიდვა? სწორი ტრანსფერები? არ ვიცი , გუნდი დასაშლელია , ახლიდან არის ასაწყობი და მე რომ პრეზიდენტი ვიყო , ჩემზე რომ იყოს , მთლიანად გუნდს ნეიმარზე ავაწყობდი , ფეხბურთელზე რომელიც ბოლომდე იბრძვის , მოგების სურვილი კლავს , უნდა რომ საუკეთესო იყოს , 1% შანსი 99% რწმენა , ეს მისი სიტყვებია პსჟთან ქამბექში და რამდენიც არ უნდა დაიწეროს დადგმული სპექტაკლი იყოო , ვნახეთ რაც მოხდა , ნეიმარმა გაიყვანა მაშინ გუნდი შემდეგ ეტაპზე , ნეიმარს შემოქონდა თამაშში სილაღე ენერგეტიკა და კრეატივი , მისი წასვლის შემდეგ მესიც ნელ-ნელა დადგა და აღარ დარბის , არანაირი ჰოლანდი , უმაღლესი კლასია , მაგრამ ბარსას სტილის არაა , იბრა გავიხსენოთ , ჰოლანდი ბარსასთვის არაა თან მადრიდისტაა , ჰოლანდს მე პირადად ნეის ტრანსფერი მირჩევნია.. აი ცენტრფორვარდად ფატის ვიხილავდი სიამოვნებით , იდეალური იქნებოდა ჩემი აზრით , მოძრავი ენერგეტიკული კრეატიული მკვლელის ისნტიქტის მქონე ფორვარდი , მცველებს მოსვენებას რომ არ აძლევს , სწრაფი , მარცხენა ფლანგზე კვლავ მესი რომელიც არაა ვინგერი , ნახევარმცველია მაგრამ მარცხენა მცველს პრობლემებს შეუქმნის თავისუფლებას არ მისცემს როცა ეცოდინება მის ფლანგზე მესი დგას , ცენტრში ფრენკის სრული თავისუფლება , პედრი და პუჩი მონაცვლეობით სანამ დაღვინდებიან , ხანდახან ერთადაც , და აი ამ პოზიციაზე იდეალური ფეხბურთელი ვინც იქნებოდა თავიანთი აღზრდილი , ადგნენ და ლივერპულს დაუთმეს , ტიაგო ხელიდან გაუშვეს და პიანიჩი იყიდეს , არა პიანიჩს არაფერს ვერჩი მაგრამ ტიაგო ზე კლასია თან ბარსასთვის.. დაცვაში ლიდერი გვჭირდება როგორც რამოსი როგორც ვან დაიკი , როგორც პუიოლი , რომელიც არ აძლევდა სხვა მცველებს მოდუნების საშუალებას , რომელიც ყველას აფხიზლებდა ყვიროდა და მუდამ ხოდზე ყავდა ფეხბურთელები , ასეთი ვინაა დღეს ვისაც ბარსა იყიდის? არავინ.. უპამეკანო ან დე ლიხტი უნდა იყიდოს ბარსამ , ისეთები არ არიან როგორიც პუიოლი , მაგრამ ლენგლეს ორივე ბევრად ჯობს , უმტიტი თუ შევიდა ფორმაში როგორც ადრე იყო , ძალიან კარგი იქნება , ვნახოთ რა იქნება , რას იზამს ახალი პრეზიდენტი , იმედია ლაპორტა იქნება და გუნდს მოხოდავს , მანამდე კი წარმატებები
    ფანი [?]
    #24 13 დეკემბერი 2020 09:23
    0
    მოსაგებიგაქვს , კუპატ ^_^
    sandro barca
    სტუმარი [?]
    #23 13 დეკემბერი 2020 08:43
    1
    5-1 დღეს😒😒😒
    წევრი [?]
    #22 13 დეკემბერი 2020 00:49
    1
    წარმატებები ბიჭებს, იმედია გავიმარჯვებთ
    ❤️VISĆA EL BARÇA Y VISĆA El ĆATALUNIA 💙
    Culé [?]
    #21 13 დეკემბერი 2020 00:25
    0
    ტერ შტეგენი
    დესტი-არაუხო-ლენგლე-ალბა
    პიანიჩი-დე იონგი
    ტრინკაო-გრიზმანი-პედრი
    მესი


    გრიზმანი-ბრაითვაიტი
    პედრი-ლა დე ფუენტე
    ტრინკაო-კოუტინიო
    პიანიჩი-ბუსკეტსი
    დე იონგი-ალენია
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    სტუმარი გიო
    სტუმარი გიო
    სტუმარი [?]
    #20 13 დეკემბერი 2020 00:17
    0
    Davita12345,
    ვის აყენებ სასტარტოში?
    Davita12345
    სტუმარი [?]
    #19 12 დეკემბერი 2020 23:36
    1
    მესი სკამზე უნდა გადაჯდეს ყველა ვარიანტში . დადის მოედანზე ტიპი . ჯობია გრიზმანი დადგეს , მესი მაინც წასვლას აპირებს და უნდა შევეჩვიოთ მის გარეშე თამაშს . ასევე ბუსკეცი სკამზე , ლენგლეც სკამზე .
    ფანი [?]
    #18 12 დეკემბერი 2020 23:30
    0
    ძაან არასასიამოვნო და სუსტი ინტერვიუ იყო ,ამას თავი ვაბშე სად ან ვინ გონია მგონი ვერ ხვდება ვის წვრთნის.
    რამდენადაც ვგულშემატკივრობდი ამ კაცს იმდენად ქვევით ეშვება ჩემი დამოკიდებულება ამის მიმართ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 12 დეკემბერი 2020 23:10
    0
    ციტატა: Aron ralston
    საკუთარ თავს არ ადანაშაულებს რა კაცია


    წავიკითხე და დაღდად ასეა...
    არცერთი სიტყვა, რომ შევცდი, არასწორი სქემა და განლაგება თუ სქემას მორგებული ფეხბურთელები...
    რომ რაღაცას თავი ვერ გაართვა და მოუბოდიშოს მაყურებლებს...
    ლამის ის უთხრას გულშემატკივარს, რა გინდათ, კამპ ნოუზე ხომ არ მომიყვანიხართ მარცხის საყურებლად, ადექით და თქვენც გადართეთ სხვა არხზეო scream scream scream
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 12 დეკემბერი 2020 22:25
    2
    ლევანტესაც თუ ვერ მოუგო ზამთარშივე უნდა გაუშვან ეს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #15 12 დეკემბერი 2020 22:07
    1
    Tsitsi,
    მოდი მაშინ ასე ვთქვათ მოვიდა კუმანი და რამე დალაგებული დახვდა და არია.. უპრეზიდენტოდ ვართ ეხლა და ასე იყო სახელად ბართომეოს დროსაც... დაცვითს თამაშობდა ვალვერდე ამ დაცვას რაც ყავს ეხმარებოდა მგონი მთელი გუნდი შემტევებიანად და მაინც 0-3 ..
    4-0 ს და ასე შემდეგ ვაგებდით აღარ ვახსენებ იმ ავად სახსენებელს .... მიუხედავად ამისა არცერთი სასურველი ტრანსფერი... და ცოტა კრიტიკას მოვეშვათ და ვადროვოთ ყველაფერს სჭირდება პატრონი და დაველოდოთ არჩევნებს და ვნახოთ რას შეცვლის ახალი ხელმძღვანელი და რა გასაქანი მიეცემა კუმანს...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 12 დეკემბერი 2020 21:00
    3
    დიდი ანგარიშით მოგებას ველოდები დროა უკვე ავთამაშდეთ გვეყოფა ამდენი მარცხი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #13 12 დეკემბერი 2020 20:46
    1
    საკუთარ თავს არ ადანაშაულებს რა კაცია
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #12 12 დეკემბერი 2020 19:59
    3
    უნდა მოუგოთ ლევანტეს თან დიდი შოტით
    კულეი სიმონ
    სტუმარი [?]
    #11 12 დეკემბერი 2020 19:52
    2
    აუუ ააცმევინონ რა დროზეე :( :(
    ფანი [?]
    #10 12 დეკემბერი 2020 19:52
    1
    აუ უნდამოიგო ბიჭოო
    [?]
    #9 12 დეკემბერი 2020 19:36
    1
    ანუ ბოლოზე რო არ ვართ კარგიაო? რეალში მსგავსი განცხადების გამო გააგდებდნენ მწვრთნელს
    გულშემატკივარი [?]
    #8 12 დეკემბერი 2020 18:39
    0
    ტეგენი
    დესტი არაუხო უმტიტი ფირფო
    პიანიჩი დეიონგი პუჩი
    მესი გრიზმანი ლაფუენტე
    ერთხდლ.დამანახე ეს წყობა და თუარგაამართლა წყობაზე არაფერს.დავწერ🤣🤣
    ფანი [?]
    #7 12 დეკემბერი 2020 18:30
    1
    ეს რო ვერმოიგო პირდაპირ შენთვითონ წადი :(