"იუვენტუსი" "ბარსელონასთან" მატჩს სერიოზული პრობლემებით ხვდება

"იუვენტუსი" "ბარსელონასთან" მატჩს სერიოზული პრობლემებით ხვდება

"ბარსელონასთან" თამაშის წინ "იუვენტუსს" პრობლემები მოუმრავლდა.

გუშინ ტურინელებმა სერია A-ს მორიგი თამაში ჩაატარეს და "ვერონასთან" საკუთარ კედლებში ქულები დაკარგეს. "ბებერმა ქალბატონმა" ჩემპიონატის ზედიზედ მე-2 თამაში ვერ მოიგო, ბოლო 7 თამაშში მხოლოდ 2-ჯერ იმარჯვა, ხოლო ბოლო 13 თამაშში მხოლოდ 4-ჯერ. იტალიის ბოლო 9 წლის საუკეთესო გუნდისთვის ასეთი შედეგები უცხოა.

"ბარსელონასთან" თამაშის წინ პრობლემას მხოლოდ ცუდი სათამაშო ფორმა არ ქმნის. ანდრეა პირლოს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. აქამდე ტრავმირებულები იყვნენ ჯორჯო კიელინი და მატიას დე ლიხტი, გუშინ კი მათ ლეონარდო ბონუჩიც შეუერთდა. თუ ზეგ გასამართ შეხვედრამდე ვერცერთი მათგანი გამოჯანმრთელდა, "იუვეს" დაცვაში დემირალს, დანილოსა და კუადრადოს ვიხილავთ. ამას კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსიც ემატება.

რამდენად კარგია ეს "ბარსასთვის"? 2 დღის წინ კუმანის გუნდი ცუდ ფორმაში მყოფ და მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გარეშე მოთამაშე "რეალს" "კამპ ნოუზე" დაუპირისპირდა და... იმედია, კატალონიელები ამ შემთხვევით მაინც ისარგებლებენ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 ოქტომბერი 2020 13:23
    1
    დამტვრეული ბონუჩი კიელინის დუეტი აჯობებს პიკე ლენგლეს დუეტს.უმტიტი რო ფორმაში იყოს ლენგლეს სკამიდან არ ააყენებდა.მომენატრა ძველი უმტო
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.