რა ხდება ლეო მესის კონტრაქტთან დაკავშირებით?

რა ხდება ლეო მესის კონტრაქტთან დაკავშირებით?

სიახლე არაა, რომ "ბარსელონას" ვარსკვლავ ლიონელ მესის გასულ ზაფხულში კატალონიური კლუბის დატოვება სურდა. ცნობილია, რომ "ბლაუგრანას" კაპიტანის მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ წელს იწურება და ამ დროისთვის არგენტინელი ფეხბურთელის წასვლის დიდი შანსი არსებობს.

Tribuna გვთავაზობს ცნობებს, რომლებიც მესის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ:

კონტრაქტი

მესის "ბარსასთან" კონტრაქტის ვადა, როგორც უკვე მოგახსენეთ, 2021 წლის ზაფხულში ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ არაფერი შეიცვალა, ლეო მომავალ ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. უფრო მეტიც, არგენტინელს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების იანვარში დაწყების უფლება ექნებათ.

"ბარსელონას" გეგმა

"ბლაუგრანას" პრეზიდენტობის კანდიდატებმა - ვიქტორ ფონტმა, ჟორდი ფარემ და ჩავი ვილაჟოანამ განაცხადეს, რომ მათი პრიორიტეტი მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივება იქნება. თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ, 24 იანვარს გაიმართება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლუბებს არგენტინელთან მოლაპარაკებების გასამართად სულ მცირე 24 დღე მაინც ექნებათ.

მესის გეგმა

RAC1-ის ინფორმაციით, ლეო მესი გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, თუ ვინ მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს. კლუბის ახალ პრეზიდენტს 33 წლის მოთამაშის დარწმუნება მიმზიდველი სპორტული პროექტით მოუწევს.

დაინტერესებული კლუბები

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობები, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" მესისთან მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა ფეხბურთელის მამამ ეს ყველაფერი უარყო.

ბრიტანულმა The Sun-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ სიტი" არგენტინელის ფასის შემცირებას შეეცდება. "ქალაქელებს" იმედი აქვთ, რომ ლეოს დაახლოებით 50 მილიონ ფუნტად შეიძენენ. თუმცა, ეს ინფორმაცია ნაკლებად სანდოა. შედარებით სანდო წყაროს, The Telegraph-ის მტკიცებით კი, "სიტი" იანვარში მესის წინასწარ კონტრაქტს შესთავაზებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 18 ნოემბერი 2020 23:49
    2
    მგონი ყველასთვის ჯობია რომ წავიდეს. ხელფასის დაკლება არ უნდა როცა კრიზისშია კლუბი და არც არავის უწევს შეღავათს. ვერ გაამტყუვნებ, მიდიოდა ზაფხულში და ძალით გააჩერეს, ხოდა რაც მოხდება თქვენს თავს დააბრალეთ, მე პასუხიმგებლობას ვიხსნიო დაახლოებით ასე გამოუვიდა მესის.