"პარი სენ-ჟერმენი" ლეო მესის მამას დაუკავშირდა | ESPN
- 11-11-2020, 21:10
-
DaviD_ViLLa_7
- 5

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" "ბარსელონას" ვარსკვლავის ლიონელ მესის მამასა და აგენტს, ხორხე მესის დაუკავშირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პსჟ-ს მომავალი სეზონისთვის მესის შეძენა უნდა. სწორედ ამიტომ პარიზული კლუბი ფეხბურთელის მამასთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის ნიადაგს ამზადებს. იმავე წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები იანვარში დაიწყება.
ცნობილია, რომ 33 წლის ფეხბურთელს გასულ ზაფხულში "ბლაუგრანას" დატოვება უნდოდა, თუმცა, კატალონიურმა კლუბმა მესის უფასოდ წასვლის უფლება არ მისცა. საბოლოოდ, "ბარსას" კაპიტანმა აზრი შეიცვალა და დარჩენა გადაწყვიტა.
ცნობისთვის, ლეო მესის მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულში იწურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]