"მანჩესტერის" ფანები 2005 წელს მესიზე - მისი რუნისთან შედარებაც კი არ შეიძლება

"მანჩესტერის" ფანები 2005 წელს მესიზე - მისი რუნისთან შედარებაც კი არ შეიძლება

გუშინ, ლიონელ მესის "ბარსელონაში" ოფიციალური დებიუტიდან ზუსტად 16 წელი გავიდა. 2004 წლის 16 ოქტომბერს "ბარსელონამ" თანაქალაქელი "ესპანიოლი" სტუმრად 1-0 დაამარცხა, მესიმ კი, 82-ე წუთზე, ერთადერთი გოლის ავტორი დეკუ შეცვალა.

2005 წლისთვის "ბარსელონას" გულშემატკივრებმა უკვე ვიცოდით, რომ საქმე დიდ ტალანტთან გვქონდა, მაგრამ ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდით, მესი თუ ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელი გახდებოდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა კი ძალიან არაზუსტი პროგნოზები გააკეთეს. Tribuna-მ "იუნაიტედის" ფორუმზე, Red Cafe-ზე 2005 წელს მესიზე გაკეთებული კომენტარები მოიძია. გთავაზობთ "წითელი ეშმაკების" 3 ქომაგის კომენტარს.

  • "გადაფასებული და ზედმეტად გაპიარებული ფეხბურთელი. პრემიერ ლიგაში 6 წუთსაც ვერ გაძლევს. ბურთთან ერთად ზედმეტად დიდ დროს ატარებს. ლა ლიგის დონისთვისაც კი ფიქრისთვის ბევრი დრო აქვს, რადგან მეტოქე მცველები რონალდინიოს დიდ ყურადღებას აქცევენ."
  • მჯერა, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ 1-2 სეზონზე ადრე ის სტაბილურად კარგი ფეხბურთელი ვერ გახდება. მისი რუნისთან შედარებაც კი არ შეიძლება."
  • ეჭვგარეშეა, რომ რუნი მესისა და ტევესზე ერთად აღებულზე უკეთესია. რუნი ესპანეთში მოთამაშე ლეგოს მცველების წინააღდეგ უამრავ გოლს გაიტანდა. როგორ ფიქრობთ, რას გააკეთებდნენ მესი და ტევესი ინგლისელი მცველების, ინგლისური სტილის ფეხბურთის თამაშის დროს?"

გავიდა 15 წელი, მესიმ რუნიზე 2-ჯერ მეტი გოლი გაიტანა, 2-ჯერ მეტი ტიტული მოიგო და ინგლისელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ სძლია. რაც შეეხება ინგლისურ გუნდებთან თამაშს - რუნის ინგლისური გუნდების წინააღმდეგ თამაშში, საშუალოდ, 0.42 გოლი გაჰქონდა, მესის კი 0.76.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 17 ოქტომბერი 2020 14:18
    4
    ეგ არაფერს ნიშნავს. 2005 წელს მესის არაფერი ჰქონდა დატკიცებული. ეგრე თავიდან რონალდუს კვარეჟმა სჯობდა და 10 დან 9 კაცი გეტყოდა რონალდოზე უკეთესი კარიერა ექნებაო მარა რაც მოხდა ყველამ ვნახეთ.
    Fsicofat
    სტუმარი [?]
    #3 17 ოქტომბერი 2020 13:12
    0
    მომავალწელს ტაშკუილა ალბათ არგენტინაში წავა
    GioLaca19
    სტუმარი [?]
    #2 17 ოქტომბერი 2020 12:09
    3
    ჰეითერებს ხახაში ჩაახტაო ამაზეა ნათქვამი :დდდ შეუსრულა
    Culé [?]
    #1 17 ოქტომბერი 2020 10:54
    2
    ))))))))))))))))))))