მარკუს რაშფორდი: რონალდინიოსთან ერთად ვითამაშებდი

მარკუს რაშფორდი: რონალდინიოსთან ერთად ვითამაშებდი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა, მარკუს რაშფორდმა BR Football-თან საუბრისას დაასახელა ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც ითამაშებდა.

"რონალდინიოსთან ვითამაშებდი. კრეატიულობა და უნარები, რასაც გაუჩო მოედანზე ავლენდა, უბრალოდ დაუჯერებელია", - აცხადებს ინგლისელი.

მარკუს რაშფორდი "ბარსელონას" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა, რასაც ლოგიკური მიზეზები აქვს. 22 წლის ფეხბურთელმა, ტრავმის მიღებამდე, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა. ის ამ მაჩვენებლით "წითელი ეშმაკების" ბომბარდირია.

რაც შეეხება რონალდინიოს, ბრაზილიელი ლეგენდა კატალონიურ კლუბში 2003-2008 წლებში ბრწყინავდა. გაუჩომ, "ბარსას" მაისურით, 207 მატჩში 94 გოლი გაიტანა და 4 ტიტული მოიგო. ის ასევე 2005 წელს "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა. ლიონელ მესის აღზევებამდე, პორტუ ალეგრელი ბიჭი "ბლაუგრანას" ბოლო მოთამაშეა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 აპრილი 2020 00:54
    0
    euf შენ კი ჩაქრი რაშფორდ 😂 😂 😂 მაგასთან ვინ არ ითამაშებდა 😂 😂 😂 ყველაზე გულდასაწყვეტი ჩვენთვის ის არის რომ მესისთან ერთად ცოტა ხანს მოუწია თამაში 😕
    culee
    სტუმარი [?]
    #1 1 აპრილი 2020 22:39
    1
    მერე გადი შეჩექს გარეთ კანონებს არდაემორჩილო დაგიჭერენ 🤣🤣ზონაზე გაიჩითები 🤣🤣🤣🤣მერე იტყვი კანონებს არვემორჩილებიო