ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ UEFA-ს ტექნიკურმა ჯგუფმა ინდივიდუალური ჯილდოები გაანაწილა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ჩემპიონის, იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა დაასახელეს. ევრო 2020-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კი, როგორც მოსალოდნელი იყო, “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების 18 წლის ამომავალი ვარსკვლავი პედრი გონსალესი დასახელდა.
UEFA-ს ტექნიკურ ჯგუფში შედიან ფაბიო კაპელო, რობი კინი, ესტებან კამბიასო, კოზმინ კონტრა, აიტორ კარანკა, დევიდ მოიესი და სხვები.
ევროპის ჩემპიონატზე პედრის სტატისტიკა ასეთია:
- 6 თამაში
- 6 თამაში სასტარტოში
- საშუალოდ 105 წუთი თამაშში
- დაფარული მანძილი – 76.1 კმ
- დაფარული მანძილი ბურთის ფლობის დროს – 38.23 კმ
- საშუალოდ 90.7 შეხება თამაშში
- 3 შექმნილი საგოლე მომენტი
- საშუალოდ 1.8 Key პასი თამაშში
- საშუალოდ 70.2 ზუსტი პასი თამაშში
- პასის სიზუსტე 92.3%
- პასის სიზუსტე საკუთარ ნახევარზე 92%
- პასის სიზუსტე მეტოქის ნახევარზე 91%
- გრძელი პასების სიზუსტე – 90%
- საშუალოდ 0.7 ართმევა თამაშში
- საშუალოდ 1.2 ვარდნა თამაშში
- საშუალოდ 0.5 წარმატებული დრიბლინგი თამაშში
- დრიბლინგების 60% წარმატებული
- საშუალოდ 4.2 მოგებული ორთაბრძოლა თამაშში
- ორთაბრძოლების 53% მოგებული
გენიალური პედრიტო…ბარსას მომავალი
გოლდენ ბოიც გამოუშვით…🤩 იიიი პედლიი სუსტია ნელია მარტო პას უკან აკეთებს😂😂 ზოგი რა სასაცილოა ისწავლეთ ფეხბურთი მეგორბებო.
Golden Boy da Gold Ball ორივე ჩვენიაააა