ოქტომბრის სანაკრებო პაუზის ბოლო შეხვედრებში “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში მორიგი მატჩები გამართეს.
ხორვატია 1-2 ესპანეთი
ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ხორვატიის წინააღმდეგ რთული შეხვედრა ქამბექით მოიგო (2-1). ლუის დე ლა ფუენტემ სასტარტო თერთმეტეულში “ბარსელონას” ერთბაშად ხუთი მოთამაშე გაამწესა: პაუ კუბარსი, ლამინ იამალი, პედრი, დანი ოლმო და როდრი. ოლმომ თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
სათამაშო დროის გადანაწილება ასეთი იყო: 71-ე წუთზე როდრი და დანი ოლმო შეცვალეს (მოედანზე ფერმინ ლოპესი გამოვიდა), სამი წუთის შემდეგ თამაში ლამინ იამალმა დაასრულა, საფინალო სასტვენამდე სამი წუთით ადრე კი მოედანი პედრიმაც დატოვა. ხორვატთა კარს თავიდანვე დომინიკ ლივაკოვიჩი იცავდა.
ინგლისი 3-0 ჩეხეთი
ინგლისის ნაკრებმა ჯგუფის აუტსაიდერი ჩეხეთი დამაჯერებლად, 3-0 დაამარცხა. “ბარსელონას” გარემარბი ენტონი გორდონი ამჯერად სათადარიგოთა სკამზე დარჩა და მწვრთნელებმა მას დასვენების საშუალება მისცეს.
დანია U21 0-0 ბელგია U21
ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრებმა დანიელ თანატოლებთან შეხვედრა უგოლო ფრით (0-0) დაასრულა. ჯესი ბისივუ განაცხადში იმყოფებოდა, თუმცა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
ესპანეთი U21 7-1 რუმინეთი U21
ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთის წინააღმდეგ გამანადგურებელი გამარჯვება (7-1) იზეიმა. “ბარსელონას” საყრდენი ნახევარმცველი მარკ ბერნალი მოედანზე 61-ე წუთზე ჩაერთო და დაახლოებით ნახევარი საათი ითამაშა. რაც შეეხება ჩავი ესპარტს, წინა მატჩში სასტარტოში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ამჯერად ის სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
როგორც საბრძოლო შეტაკების მერე ამოწმებენ, ვინმე ხომ არაა დაჭრილი ან გარდაცვლილიო. გარდაცვლილი არა, მაგრამ ვინმე დაჭრილი ხომ არ გვყავს?
რაფას ჰქონდა მცირე ნაკაწრი და დასაქტარებმა გადაუხვიეს, სულ ეს იყო
არ მჯერა რომ ყველაზე ხანგრძლივი და უხვმატჩიანი სანაკრებო პაუზა ისე ჩავამთავრეთ რომ ტრავმირებული არ გვიბრუნდება არცერთი ფეხბურთელი. კარგია და იმედია მთელი სეზონი ასე იქნება👏
მაგაში გეთანხმები,მაგრა გუშინ რომ უყურებდი ხორვატია ესპანეთის თამაშს,ესპანელები თავის თავს არ გავდნენ,დაღლა დაეტყო საგრძნობლად, მთავარი არის დასვენება და აღდგენა მოასწრონ.
როდრის ნაცვლად ბერნალი დადგება და მანამდე აღიდგენს, ლამინე მაინც ითამაშებს, თუ რამე ადეიემი გადაიწევს და აქეთ გორდონი, შუაში ჟეზუსი და ჰამზა სკამიდან; გარსია უკვე ჯანმრთელადაა და რო რამე აქეთ გადმოიწევს, პედრი გადაიქანცა, მაგრამ მის ნაცვლად გავი და ფერმინი ოლმოს მაგიერ
რაფინია დაშავდა. უბრალოდ გადავრჩით სერიოზულ ტრამვას. ერიკიც ნაკრებში დაშავდა. იამალი და როდრი გადაწვა ამ მელოტმა კუტუმ, ოთხივე თამაშში გამოიყენა. ყველა დაასვენა მაგათ გარდა. იქით კუნდე გაწურა ზიდანმა. მარა კუნდემ პრაქტიკა მაინც მიიღო. მაგრად გადაიღალა გუნდი და იმედია ფლიკი სწორი როტაციებით აღადგენს ყველას. ხეტაფესთან იამალმა უნდა დაისვენოს. 1 წუთიც არ უნდა ითამაშოს, ასევე როდრიმაც. ბერნალი და ადეიემი ჩაანაცვლებენ.